რომარიოს ალკოჰოლური პრობლემები
მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონს და ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს რომარიოს, როგორც ჩანს, პოლიციასთან ურთიერთობა სიამოვნებს, რადგან ბოლო ხანებში, უკვე მეორედ დაიჭირეს ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის ფაქტზე. წვეულებიდან სახლში მიმავალი ექსფეხბურთელი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა და აღმოჩნდა, რომ ალკოჰოლის შემცველობა რომარიოს სისხლში დადგენილ ნორმას აჭარბებდა. 1994 წლის პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელს 5 დღით ჩამოერთვა მართვის მოწმობა და 614 დოლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ზუსტად იგივე დანაშაულისთვის რამდენიმე ხნის წინ რომარიომ 530 დოლარის ოდენობის ჯარიმა გადაიხადა.