კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

 

 

 

კითხვა: ძალიან მიჭირს მოძღვრისთვის აღსარების დროს ზოგიერთი ინტიმური ხასიათის ცოდვის დაკონკრეტება, ამიტომ ზოგადი ფრაზით ვამბობ, ვინანიებ ჩემს უმსგავს საქციელს-მეთქი, რადგან, მგონია, რომ თუ დავაკონკრეტებ, მოძღვარს ჩემზე შთაბეჭდილება დაეკარგება. რას მირჩევთ?

პასუხი: ყველამ უნდა იცოდეს, რომ, რა სახის ცოდვაც არ უნდა უთხრათ მოძღვარს, თუ გულით ინანიებთ, მას არანაირად არ შეეცვლება თქვენზე წარმოდგენა. იმის შიში, თუ რა რეაქცია ექნება მოძღვარს თქვენს ცოდვაზე, ეშმაკისგან არის შთაგონებული, რათა ცოდვა არ მოინანიოთ. ჯობია, გადალახოთ სირცხვილის გრძნობა, თქვათ აღსარება და ამით აიცილოთ თავიდან მარადიული სატანჯველი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივად გექნებათ იმის შიში,  მოგიტევათ თუ არა უფალმა ესა თუ ის ცოდვა.

კითხვა: ეთვლება თუ არა ცოდვაში ქრისტიანს, როდესაც ბოროტებას არ სჩადის, მაგრამ, არც სიკეთეს აკეთებს?

პასუხი: ქრისტიანისთვის არ არის საკმარისი სიავისგან განზე დგომა. ჭეშმარიტი მორწმუნისთვის არ კმარა მხოლოდ ბოროტებისგან თავის შორს დაჭერა, ის აუცილებლად უნდა აკეთებდეს ბევრ სიკეთეს და ეხმარებოდეს მოყვასს.

კითხვა: მე და ჩემი მეგობარი ვაჟი თანაცხოვრებას ვეწევით ჯვრისწერის გარეშე, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და რატომ უნდა ჩაითვალოს ცოდვად ჩვენი საქციელი?

პასუხი: ჯვრისწერის გარეშე თქვენი ხორციელი ცხოვრება არის სიძვა, რაც დიდი ცოდვაა. პავლე მოციქული შეგვაგონებს, რომ მეძავნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს.

კითხვა: ხშირად წამიკითხავს საეკლესიო ლიტერატურაში, რომ ადამიანი განუწყვეტლივ უნდა ლოცულობდეს. რა იგულისხმება ამაში?

პასუხი: თანამედროვე პერიოდში, საერო პირისთვის განუწყვეტელი ლოცვა არ ნიშნავს, რომ მუდმივად ლოცვებსა და ფსალმუნებს კითხულობდეს, – ეს შეუძლებელია. განუწყვეტელი ლოცვა ნიშნავს, რომ, რა საქმესაც არ უნდა ვიწყებდეთ, ჩვენი გონება და გული უნდა მივმართოთ უფლისკენ და მას ვთხოვოთ წყალობა და შემწეობა.

 

скачать dle 11.3