კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

 

 

მარკოზ განშორებული: სინანული არის კურნება, რომელიც აღმოფხვრის ცოდვას; იგი ზეციური მადლი და განსაკვირველი ძალაა, რომელიც, ღმრთის წყალობით, სჯულის დამრღვევთათვის მისაგებლის ძალას აღემატება. აი, რატომ არ უარყოფს ის შეცდომილს, არ განაგდებს მემრუშეს, არ სძულს კერპთაყვანისმცემელი, არ უგულებელყოფს მაგინებელს, არც მგმობელს, არცა ამპარტავანს, არამედ ყველას შეცვლის. რამეთუ სინანული არის ბრძმედი, ცოდვათაგან განმწმენდელი. მიწიერი ცხოვრება სინანულისთვის გვეძლევა. უდიდესი საფრთხე მოგველის ცოდვით დამძიმებულთ, თუ სინანულით თავიდან არ ავიცილებთ საუკუნო სასჯელს და არ ჩავაცხრობთ ცოდვის ცეცხლს სინანულისა და ვედრების ცრემლებით. დიდია ცოდვით ანთებული ცეცხლი, მაგრამ მას ცრემლები აქრობს.

ტიხონ ზადონელი: თუ, შენი აზრით, მოყვასი ღირსი არ არის შენი სიყვარულისა, ღირსია ღმერთი, რომლის მონაცაა იგი და რომლის სახესაც ატარებს; ღირსია ქრისტე, რომელმაც მისთვის სისხლი დაანთხია.

იოსებ ისიხტასი: სიკეთეთა შორის უდიდესის – ნამდვილი სიწმინდის მისაღწევად, საჭიროა გონების განწმენდა ცოდვის ოცნებებისა და აზრებისგან. მხოლოდ ამგვარად შეძენილ სისპეტაკეს ექნება მყარი საძირკველი. თუ გვსურს, შევწყვიტოთ ურიგო საქმენი, მაგრამ შინაგან გულის სიტყვებს ყურადღებას არ ვაქცევთ, ამაოდ დავშვრებით.

ნეტარი ავგუსტინე: გასაკვირი არ უნდა იყოს, თუკი ადამიანის სულის შესახებ, რომელიც გაცილებით აღემატება ყოველგვარ სხეულსა თუ სამშვინველს, – სულერთია, ვისშიც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს, – მე ვიტყვი, რომ იგი მშვენივრად არის მოწყობილი; ხოლო სულის სასჯელში ყოფნიდან აღმოცენდებიან ოდენ სიმშვენიერის სხვა სახეები, რადგან, არის რა ამ ბედკრულ მდგომარეობაში, სული იქ კი არ იმყოფება, სადაც ყოფნა ნეტარ სულებს შეჰფერით, არამედ იქ, სადაც სამარადისო ყოფნა უბედურ სულთათვის მიუჩენია შემოქმედ ღმერთს...

მიხეილ პომაზანსკი: ფიზიკური უბედურებანი ცოდვის შედეგსა და, იმავდროულად, საღვთო სასჯელსაც წარმოადგენს. ეს ასახულია ღვთის სიტყვებში, რომლითაც მან პირველშობილებს მიმართა სამოთხიდან განდევნისას. ცხადია, სასჯელი არსებობს, როგორც ადამიანის შემდგომი და საბოლოო დაცემისგან შემაკავებელი საშუალება.

იოანე ღვთისმეტყველი: ცივი ადამიანი, რომელიც მორწმუნე არ არის, შეიძლება, სწრაფად გახდეს მორწმუნე და ცხელი, ვიდრე ნელ-თბილი, ქრისტიანული სარწმუნოებისადმი გულგრილი. ნამდვილი ცოდვილიც კი უკეთესია ნელთბილ ფარისეველზე, რომელიც კმაყოფილია თავისი ზნეობრივი მდგომარეობით. ამიტომ, უფალი იესო ქრისტე გმობდა ფარისევლებს და უპირატესობას აძლევდა მონანიე მებაჟეებსა და მრუშებს. გაცხადებულ, გახსნილ ცოდვილებს ადვილად შეუძლიათ, მივიდნენ საკუთარი ცოდვების გაცნობიერებამდე და ჭეშმარიტ მონანიებამდე, ვიდრე ადამიანები მოთბილო სინდისით, რომლებიც თავის ზნეობრივ უძლურებას ვერ აცნობიერებენ.

ბერი პაისი: ღმერთი უსასრულო სულია. ადამიანი სულით არის მსგავსი ღვთისა და სულით უახლოვდება მას. ღმერთი დაუსრულებელი სიყვარულია და წმინდა გულის ადამიანს ძალუძს მისი განცდა. ღმერთი უბრალოა და უბრალო ადამიანს სწამს იგი, სიმდაბლითა და მოშურნეობით იღვწის და შეიგრძნობს ღვთის საიდუმლოებებს.

ანტონ ჭყონდიდელი: ძმისა მიმართ შურსა ჰყოფ; აქ ერთი საშიში საქმე არის. მე ვძრწი, რომ ეშმაკის მსგავსად ღვთისმოძულე არ შეიქმნა. იოანე ღვთისმეტყველი და მახარებელი თავისთა კათოლიკეთა შინა იტყვის: „უკეთუ ვინმემ ჰსთქუას, ღმერთი მიყვარს და ძმა თავისი სძულდეს, იგი მატყუარ არს“. აგრეთუე, მოციქულის სიტყვისაებრ, მე გეტყვი: თუ ძმისა მიმართ შურსა და მტრობასა ჰყოფ, ეს რომ სთქუა: „ღვთისა მიმართ მტრობას არ ვყოფ“ – მტყუარი იქნები; თუ ღმერთს  არა სძულობ, ძმის შურს რად ჰყოფ?

 

скачать dle 11.3