კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი

 

 

 

სილვიო ბერლუსკონის სექსის ნორმა

იტალიის პრემიერ-მინისტრს, სილვიო ბერლუსკონის, პირადმა ექიმმა სექსის ერთკვირიანი ნორმა გამოუწერა. უმბერტო სკაპანინის თქმით, ბერლუსკონის შეუძლია, კვირაში ექვსი დღე დაუთმოს ინტიმურ კავშირს, ხოლო ერთი დღე დაისვენოს; გარდა ამისა, ექიმმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თავისი ასაკისთვის ბერლუსკონი ბრწყინვალე ფიზიკურ ფორმაში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ სკაპანინის თქმით, ბერლუსკონი ყოველდღე, სადილის შემდეგ, 45 წუთს წაუძინებს ხოლმე და სწორედ აქ იმალება მისი სექსუალური ენერგიის საიდუმლო. ბერლუსკონი სექსის მიმართ გულგრილი რომ არ არის, ამაზე ბოლო წლებში გახშირებული სექს-სკანდალებიც მოწმობს. აღსანიშნავია, რომ სულ ახლახან, ბერლუსკონის ყოფილმა საყვარელმა, მაროკოელმა მოცეკვავემ, ქარიმა ალ-მარუგმა განაცხადა, რომ ფეხმძიმედ არის და შვილს თავისი „ბოიფრენდისგან“ ელოდება. იტალიური პროკურატურის ცნობით, სილვიო ბერლუსკონის მინიმუმ 13-ჯერ ჰქონდა ინტიმური კავშირი მაშინ ჯერ კიდევ არასრულწლოვან მოცეკვავესთან.

დაყაჩაღება პლასტმასის პისტოლეტით

ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტი მიშელ ტემერა დაყაჩაღებას გადაურჩა. სან-პაულოს ქუჩებში საცობში მოყოლილ ვიცე-პრეზიდენტის კორტეჟს პლასტმასის პისტოლეტით შეიარაღებული ბოროტმოქმედი მიუახლოვდა და მცდელობა ჰქონდა, ტემერა დაეყაჩაღებინა, თუმცა, სახელმწიფო დაცვის დროული ჩარევის შედეგად, ბოროტმოქმედმა სირბილით დატოვა დანაშაულის ადგილი, გზად კი პლასტმასის იარაღი დაკარგა, რომლის ყიდვა სათამაშოების ნებისმიერ მაღაზიაში არის შესაძლებელი. სან-პაულოს პოლიციის თქმით, საცობში მოყოლილი მოქალაქეების დაყაჩაღება სამართალდამცველების მთავარი თავის ტკივილია.

ამერიკის 51-ე შტატი

ამერიკული რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა კალიფორნიაში, ჯეფ სტოუნმა ახალი, რიგით 51-ე შტატის წარმოქმნის პროექტი წარადგინა. მისი გეგმის თანახმად, კალიფორნიის შტატს 13 რეგიონი უნდა ჩამოშორდეს და ჩამოყალიბდეს ახალი შტატი – სამხრეთ კალიფორნია. კერძოდ, „ოქროს შტატად” წოდებულ კალიფორნიას უნდა ჩამოსცილდეს: ფრესნო, იმპერიალი, ინიო, კერნი, კინგსი, მადერა, მარიპოსა, მონო, ორინჯი, რივერსაიდი, სან-ბერნარდინო, სან-დიეგო და თულარე. თუკი შტატის წარმოქმნა მოხდება, ის მოსახლეობის მხრივ სიდიდით მეხუთე შტატი გახდება, ხოლო, დაშლის გამო, კალიფორნია პირველ ადგილს ტეხასს დაუთმობს. საინტერესოა, რომ ის რეგიონები, რომლებიც სტოუნმა ჩამოთვალა, რესპუბლიკური პარტიის მხარდაჭერით არიან ცნობილნი, ხოლო დანარჩენი რეგიონები დემოკრატებს უჭერენ მხარს.

ჰილარი კლინტონის სირიული არჩევანი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადებით, სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა დაკარგა თავისი ლეგიტიმურობა და, მისი აზრით, ამერიკის მთავრობას არანაირი მიზეზი არ აქვს, რომ იყოს დაინტერესებული მისი პრეზიდენტობის გაგრძელებაში. კლინტონის თქმით, სირიელი ხალხი იმსახურებს დემოკრატიულად არჩეულ და მოაზროვნე მთავრობას. კლინტონის განცხადება ამერიკის შეერთებული შტატებისა და სირიას შორის არსებული დაპირისპირების ფონზე გაკეთდა, რაც ამერიკის ელჩის, რობერტ ფორდის ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ქალაქ ჰამაში ვიზიტსა და ამბოხებულების მხარდაჭერის ფაქტის დემონსტრირებას მოჰყვა. მასობრივი არეულობები და პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნები სირიაში 2011 წლის მარტიდან მიმდინარეობს.

პუტინის ღვთიური მისია

„ვლადიმირ პუტინი რუსეთს ღმერთმა გამოუგზავნა“, – ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, ვლადისლავ სურკოვმა, რომელსაც ასევე ღმერთის გამოგზავნილად მიაჩნია ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი აჰმად კადიროვი. სურკოვის თქმით, ვლადიმირ პუტინი რუსეთისთვის ყველაზე რთულ პერიოდში მოვიდა ხელისუფლებაში და, თავისი პოლიტიკის გატარებით, რუსეთის ფედერაცია ჩიხიდან გამოიყვანა, ხალხს სიხარულის განცდა დაუბრუნა და სახელმწიფო გაღატაკებისგან იხსნა. თავის გამოსვლაში სურკოვმა დაამატა, რომ პუტინისა და კადიროვის შეხვედრაც ღმერთის ნება იყო. მას მიაჩნია, რომ რამზან კადიროვი მამის დაწყებული საქმის ღირსეული გამგრძელებელია. 

 

скачать dle 11.3