კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს



კითხვა: მინახავს, რომ ყველა სპორტულ მანქანას ბორბლები აქვს მკვეთრად დახრილი. რატომ, რა არის ამის მიზეზი? ქალაქის ავტომობილზეც ასე რომ დავხარო, რა შედეგს მივიღებ, უკეთ ივლის და მოუხვევს?
პასუხი: სწორად შეგიმჩნევიათ, სპორტულ მანქანას მკვეთრად აქვს გადახრილი ბორბალი, რაც იმისთვის კეთდება, რომ მოსახვევში მაღალი სიჩქარით შესვლა მოახერხოს და, როდესაც ავტომობილი თავისი ინერციის ხარჯზე საბურავის გადაწვენას ეცდება, საბურავი უკვე საწინააღმდეგო მხარეს გადაწოლილი დახვდეს და გზის საფარს მთელი სიბრტყით შეეხოს. მაგრამ ავტოსპორტის შემთხვევაში ნაკლებად თუ ადარდებს ვინმეს მსგავსი საბურავებით გრძელი მანძილების გავლა. ჩვეულებრივად სიარულის დროს ასე დახრილი საბურავები საშინლად ცვდება. გარდა ამისა, სტანდარტული ავტომობილის სავალი ნაწილის ბევრი სხვა კომპონენტი მაინც არ მისცემს საშუალებას საბურავებს, რომ მოსახვევში მაღალი ეფექტი მივიღოთ. თან, ასე დახრილი საბურავები ძალიან „ცუდად იქცევა“ ავტომობილის მთლიანად შემობრუნების დროს, ვინაიდან, საჭის ბოლომდე მოტრიალების შემთხვევაში, წინა საბურავები ძალიან სცდება ქარხნულ პარამეტრებს, ანუ, ერთმანეთის დახრის კუთხეს, ბორბლები ამ დროს იწყებს ჭრიალს და ავტომობილი არ უხვევს.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ფოლკსვაგენ ჯეტა”, 1998 წლის. ამ ბოლო დროს შევამჩნიე, რომ გაზის მიცემისას ჩემი ავტომობილის „გლუშიტელი” სტვენას იწყებს და თითქოს გაწევაც მოაკლდა. ყველა ხელოსანი, ვისაც კი მივმართე, სხვადასხვა მიზეზს მეუბნება. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?
პასუხი: ეს სტანდარტული სიტუაციაა ყველა ტიპის ავტომობილისთვის და მხოლოდ „ფოლკსვაგენების” პრობლემა არ არის. თქვენს ავტომობილზე დაზიანებულია მაყუჩი, ეგრეთ წოდებული „გლუშიტელი” და ვერ ახერხებს გამონაბოლქვის მთელი ნაკადის თავისუფლად გატარებას. ეს პრობლემა იოლად მოგვარდება, თუ ავტომობილს მივუყვანთ შემდუღებელს, გავახსნევინებთ მაყუჩს, გავაწმენდინებთ და ისევ დავადუღებინებთ. დიდხანს ასე სიარული ავტომობილის სხვა დეტალებისთვისაც არ ვარგა. გარდა იმისა, რომ ავტომობილს სიმძლავრეს აკლებს და წვას უმატებს, მაღალი დატვირთვის შემთხვევაში, დიდი შანსია, ძრავაც კი გადახურდეს.

скачать dle 11.3