კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: როდის შეიძლება, ჩაითვალოს დანაშაული ჩადენილად საქართველოს ტერიტორიაზე?
პასუხი: საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილად ითვლება დანაშაული, რომელიც დაიწყო, გრძელდებოდა, შეწყდა ან დამთავრდა საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედება ვრცელდება საქართველოს კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ჩადენილ დანაშაულზე, აგრეთვე იმ ხომალდზე ან იმ ხომალდის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე, რომელიც უფლებამოსილია, ისარგებლოს საქართველოს სახელმწიფო ალმით, ან ამოსაცნობი ნიშნით.
კითხვა: რა შემთხვევაში შეიძლება, ჩაითვალოს სამეწარმეო საქმიანობა უკანონოდ და რა სახის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული ამგვარი საქმიანობისთვის?
პასუხი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობად ითვლება სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის, ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე, აგრეთვე სანებართვო ან სალიცენზიო პირობების დარღვევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. აღნიშნული ქმედებისთვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, კერძოდ, ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ერთიდან სამ წლამდე ვადით. მოცემული დანაშაულის სუბიექტი შეიძლება, იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი.
კითხვა: გთხოვთ გვაცნობოთ, მონოპოლიურ საქმიანობასთან დაკავშირებით რა სახის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით?
პასუხი: საქართველოს სისხლის სამართლის კანონით, ისჯება როგორც მონოპოლიური საქმიანობა, ასევე კონკურენციის შეზღუდვა. მონოპოლიური საქმიანობა, მონოპოლიურად მაღალი ან დაბალი ფასების დაწესებით, აგრეთვე კონკურენციის შეზღუდვა ბაზრის გაყოფის, ბაზარზე გავლენის შენარჩუნების, ეკონომიკური საქმიანობის სხვა სუბიექტის ბაზრიდან გაძევების ანდა ერთიანი საბაზრო ფასის დადგენის ან შენარჩუნების გზით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე. მოცემულ დანაშაულს აქვს მაკვალიფიცირებელი გარემოებები, კერძოდ, იგივე ქმედება ჩადენილი ჯგუფურად ან არაერთგზის, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე ვადით, იგივე ქმედებები ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, აგრეთვე სხვისი ნივთის დაზიანებით ან განადგურებით, ანდა დაზიანების ან განადგურების მუქარით, ისჯება ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე და ჯარიმით. 
კითხვა: იმ შემთხვევაში, თუ ხდება ან იგეგმება სახელმწიფოში მასობრივი არეულობა, რა სახის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს კანონი ამგვარი ქმედებისთვის?
პასუხი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, მასობრივი არეულობის ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, ცეცხლის წაკიდება, იარაღის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება, ანდა ხელისუფლების წარმომადგენლისადმი შეიარაღებული წინააღმდეგობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.  იგივე ქმედებებში მონაწილეობის მიღება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან ექვს წლამდე ვადით. 
კითხვა: კონკრეტულ პირთა თაღლითური მოქმედებით დავკარგე საცხოვრებელი სახლი. აღნიშნულის შესახებ განცხადებით მივმართე სამართალდამცავ ორგანოებს და ვითხოვდი  დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყებას. გამოძიების დაწყების შესახებ მივიღე გამომძიებლისგან უარყოფითი პასუხი. გთხოვთ განმიმარტოთ, კანონიერია თუ არა გამომძიებლის უარი მოცემულ შემთხვევაში?
პასუხი: გამომძიებლის ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის უარი გამოძიების დაწყების შესახებ უკანონოა, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის მიხედვით, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, გამომძიებელი და პროკურორი  ვალდებულნი არიან დაიწყონ გამოძიება.
კითხვა: რას ნიშნავს კანონისა და სამართლის ანალოგია და რა შემთხვევაში ხდება მისი გამოყენება?
პასუხი: სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში შესაძლებელია კანონისა და სამართლის ანალოგიის გამოყენება. კერძოდ, კანონის ანალოგიის დროს, კანონში გაუთვალისწინებელი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად პირდაპირ გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა. არის შემთხვევა, როდესაც კანონის ანალოგიის გამოყენება შეუძლებელია. ამ დროს ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სამართლის ზოგადი პრინციპების საფუძველზე, აგრეთვე სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის მოთხოვნების შესაბამისად, რასაც სამართლის ანალოგია ეწოდება. აღსანიშნავია ასევე, რომ სპეციალური ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმები ანუ გამონაკლისი ნორმები არ შეიძლება, გამოყენებული იქნეს ანალოგიით.
კითხვა: გთხოვთ გვაცნობოთ, ვის ეკისრება ნივთის გაყიდვისას ხარჯების ანაზღაურება?
პასუხი: თუ გაყიდულია მოძრავი ნივთი, როგორც წესი, სამოქალაქო კოდექსით მის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები, კერძოდ, აწონის, გაზომვისა და შეფუთვის ხარჯები ეკისრება გამყიდველს, ხოლო ხელშეკრულების დადების ადგილიდან სხვა ადგილზე საქონლის მიღებისა და გადაგზავნის ხარჯები ეკისრება მყიდველს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. რაც შეეხება უძრავი ნივთის გაყიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ნივთის გამყიდველს ეკისრება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისთვის აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯები, თუ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
კითხვა: შევიძინე საცხოვრებელი ბინა, რომელიც რამდენიმეჯერ გაყიდული აღმოჩნდა. ეს კი გავიგე მას შემდეგ, რაც ბინაში გადავედი საცხოვრებლად. შეიძლება თუ არა სხვა მყიდველმა დაისაკუთროს ბინა, რომელიც ჩემი საკუთრებაა, მაგრამ ჰყავს რამდენიმე მყიდველი?
პასუხი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, თუ გამყიდველმა ერთი და იგივე საქონელი რამდენიმე პირს მიჰყიდა, უპირატესობა ეძლევა იმ მყიდველს, რომლის მფლობელობაშიც პირველად გადავიდა ის, ხოლო თუ საქონელი არც ერთს არ გადასცემია, მაშინ მას, ვისთანაც ხელშეკრულება უფრო ადრე დაიდო. ვინაიდან, ფაქტობრივადაც ფლობთ თქვენს საკუთრებას და უკვე ცხოვრობთ ბინაში, თქვენი საკუთრების უფლებას არაფერი ემუქრება.

скачать dle 11.3