კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: მეუღლესთან ჯვარი დავიწერე ეკლესიაში კომუნისტური ათეიზმის ხანაში. ახლა რომ გავაანალიზე, ეს მოხდა შობის მარხვის დროს. მოძღვარს, რომელმაც ჯვარი დაგვწერა, არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ მარხვის დროს ჯვრისწერა არ შეიძლებოდა. ვითვლები თუ არა ჯვარდაწერილად?
პასუხი: თქვენ ჯვარდაწერილად ითვლებით, ცოდვა მოეკითხება იმ მოძღვარს, რომელმაც დაარღვია საეკლესიო წესი და მარხვაში დაგწერათ ჯვარი. თუმცა, კარგი იქნებოდა, თქვენც გცოდნოდათ ამის შესახებ. ამიტომ, უნდა ჰქონდეს ადამიანს რელიგიური ცოდნა, რომ გაერკვეს საეკლესიო წესებში.
კითხვა: მაქვს ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ვიპოვე. ძალიან მიჭირს მატერიალურად, ცოდვას ხომ არ ჩავიდენ, თუ გავყიდი ამ ხატს?
პასუხი: თუ ხატს დაიტოვებთ და მასზე ილოცებთ, გაცილებით მეტ მადლსა და წყალობას მოგიტანთ ის, ვიდრე მისი გაყიდვით აღებული ფული. ხატის პოვნა ღვთის ნებით მოხდა. ილოცეთ მასზე, გულწრფელი ლოცვით მიღებული უფლის წყალობა ყველა თანხაზე მეტია.
კითხვა: დღეს ბევრი მაისური თუ სხვა ტანისამოსი იყიდება, რომელზეც გამოსახულია მკრეხელური სურათები – ბანქო, სიგარეტი ან წარწერები ქრისტიანისთვის მიუღებელი ტექსტით. შეგვიძლია თუ არა მსგავსი ტანისამოსის ტარება?
პასუხი: გამოსახულება და ტექსტები, რაც იწვევს ცოდვიან გრძნობებსა და უკეთურ აზრებს, არ უნდა იყოს ქრისტიანის ტანსაცმელზე. ეს ცოდვაა. აქვე გეტყვით, რომ სამწუხაროდ, არის მაცხოვრის, ღვთისმშობლის გამოსახულებიანი სამოსიც, რაც არანაკლები ცოდვაა, რადგან ტანსაცმელს შეიძლება, უდიერადაც მოვექცეთ, ის გვაცვია ტანზე. წმიდანთა გამოსახულებებს კი კრძალვით უნდა მოვეპყრათ.
კითხვა: საყოველთაოდ ცნობილია და გავრცელებულიც იტალიური მადონები – ღვთისმშობლის გამოსახულება. ითვლება თუ არა დიდ მხატვართა მიერ შექმნილი მადონას გამოსახულება ხატებად?
პასუხი: მადონა ხელოვნების ნიმუშია და არა ხატი. ის კათოლიკურ ეკლესიას ეკუთვნის, თუმცა მათ მიმართ მოწიწება მაინც გმართებთ, რადგან მასზე ღვთისმშობელია გამოსახული ყრმით.

скачать dle 11.3