კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიბრძნე მინიატურებში



ათასი ცალი ბურთულა
რამდენიმე კვირის წინ ყავა მოვიხარშე. დილის გაზეთი ავიღე და რადიომიმღები ჩავრთე. სხვადასხვა არხზე გადართვისას შემთხვევით არჩევანი ხავერდოვანი ხმის მოხუცზე შევაჩერე. ის რაღაც „ათას ბურთულაზე“ ლაპარაკობდა. დავინტერესდი. ხმას ავუწიე და სავარძელში მოვკალათდი, – კეთილი, – თქვა მოხუცმა, – ეჭვი არ მეპარება, რომ სამსახურში ძალიან ბევრი საქმე გაქვთ. გუშინ, დღეს, ხვალ... შეიძლება, ბევრ ფულსაც გიხდიდნენ, მაგრამ დაფიქრდით! ისინი ამ ფულით თქვენს ცხოვრებას ყიდულობენ და ამიტომ დროს ვეღარ უთმობთ საყვარელ და ახლობელ ადამიანებს. ვერაფრით დაგიჯერებთ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ იმიტომ მუშაობთ, რომ თავი გაიტანოთ. სინამდვილეში, განუწყვეტლივ იმისთვის შრომობთ, რომ სურვილები აისრულოთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს ჩაკეტილი წრეა – რაც მეტი ფული გექნებათ, უფრო მეტი მოგინდებათ და თავსაც უფრო დაიტვირთავთ, რომ მეტი მიიღოთ. უნდა შეგეძლოთ საკუთარ თავს ჰკითხოთ: მართლა ასე ძალიან მჭირდება ესა თუ ის ნივთი, მაგალითად, ახალი მანქანა? და ამის გამო შეიძლება, თქვენი გოგონას პირველ საცეკვაო გამოსვლას არ დაესწროთ, ან ბიჭის სპორტული შეჯიბრება გამოტოვოთ? ნება მომეცით, მოგიყვეთ, სინამდვილეში რამ მიშველა, კარგად მხსომებოდა, რა არის ჩემს ცხოვრებაში მთავარი. და მოხუცმა დაიწყო თავისი „ათასი ბურთულის“ თეორიის ახსნა:
– ერთ მშვენიერ დღეს დავჯექი და დავითვალე. საშუალოდ ადამიანი სამოცდათხუთმეტ წელიწადს ცოცხლობს. ვიცი, რომ ზოგი უფრო მეტხანს ცხოვრობს, ზოგი – ნაკლებ ხანს, მაგრამ საშუალოდ სამოცდათხუთმეტი წელი გამოდის. შემდეგ ეს სამოცდათხუთმეტი გავამრავლე ორმოცდათორმეტზე. ეს არის კვირების რაოდენობა წელიწადში და მივიღე სამი ათას ცხრაასი. გამოდის, რომ ცხოვრებაში ამდენი კვირა გვაქვს. ამაზე რომ დავფიქრდი, უკვე ორმოცდაათი წლის ვიყავი. ეს იმას ნიშნავდა, რომ დაახლოებით ორი ათას ცხრაასი კვირა გახარჯული მქონდა. მხოლოდ ათასიღა დამრჩენოდა. ამიტომ წავედი სათამაშოების მაღაზიაში, ათასი ცალი პლასტმასის მომცრო ბურთულა ვიყიდე და ისინი ერთ გამჭვირვალე ქილაში ჩავყარე. ამის შემდეგ ყოველ კვირა დღეს ვიღებდი იქიდან ერთ ბურთულას და ვაგდებდი. შევამჩნიე, რომ, როდესაც ამას ვაკეთებდი და ვხედავდი, რომ ბურთულების რაოდენობა მცირდებოდა, მეტი ყურადღება დავუთმე ცხოვრების ჭეშმარიტ ღირებულებას. არ არსებობს ისეთი საშუალება, რომელიც უფრო ძლიერ იმოქმედებდა, ვიდრე იმის დანახვა, როგორ ილევა შენი ისედაც დათვლილი დღეები, რომლებიც ფუჭად გაგიტარებია! ახლა ისიც მინდა გითხრათ, რაზეც ამ ბოლოს ვიფიქრე და ჩემი აზრი გაგიზიაროთ, სანამ საყვარელ მეუღლესთან ერთად სასეირნოდ წავიდოდი, ამ დილით ქილიდან ბოლო ბურთულა ამოვიღე... ამიტომ ყოველი მომდევნო, ახალი დღე ჩემთვის საჩუქარია. მე მას მადლიერებით ვიღებ და ახლობელ და საყვარელ ადამიანებს სითბოსა და სიხარულს ვჩუქნი. მიმაჩნია, რომ ცხოვრების ეს ერთადერთი გზა არსებობს. გული არაფერზე მწყდება. სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი, მაგრამ ახლა ჩემს ოჯახს უნდა მივხედო. იმედი მაქვს, მოგვისმენთ!
დავფიქრდი. მართლაც, ღირდა დაფიქრება. დღეს ცოტა ხნით სამსახურში შერბენას ვაპირებდი – პროექტი მქონდა ბოლომდე მისაყვანი, მერე კი კოლეგებთან ერთად კლუბში წასვლას ვგეგმავდი. ამ ყველაფრის მაგივრად ავედი მაღლა, საძინებელში და ჩემი ცოლი ნაზი ამბორით გავაღვიძე, – გაიღვიძე, ძვირფასო, მოდი, ბავშვებთან ერთად ქალაქგარეთ გავისეირნოთ! – საყვარელო, რა ხდება? – განსაკუთრებული არაფერი. უბრალოდ, გამახსენდა, რომ დიდი ხანია, უქმეები ერთად არ გაგვიტარებია და კიდევ, მოდი, სათამაშოების მაღაზიაში შევიაროთ – პლასტმასის ბურთულები მაქვს საყიდელი...

скачать dle 11.3