კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გადალახე სიძნელეები


თქვენ შორის დამაკავშირებელი ძაფი გაწყდა. უკვე ეჭვიც გეპარებათ – უღირხართ კი საერთოდ რამედ?! არადა, ზოგჯერ თქვენი შეხვედრები ემოციური და ამაღელვებელია. თუმცა, მეორე დღესვე იცვლება სიტუაცია და ის ცივი და შეუვალი ხდება, ხან კი რამდენიმე ხნით იკარგება და ზარებზეც არ პასუხობს. სამართლიანად ხართ აღშფოთებული და არ იცით, რა ქნათ. ფიქრობთ, დაელაპარაკოთ და მოსთხოვოთ, აგიხსნათ თავისი ასეთი უცნაური საქციელის მიზეზი, მაგრამ, მერე ეჭვი გეპარებათ – ღირს კი ეს საერთოდ?!
შეყვარებული თვალებით უმზერთ, ეფერებით, ცდილობთ, აამოთ და გააკეთოთ ყველაფერი, რათა დაინახოს, როგორი ერთგული და კარგი ჰყავხართ. გულის სიღრმეში იმედი გაქვთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. დრო კი გადის... გადის... უნდა დაასრულოთ ყველაფერი!
ჰო, მაგრამ, ეს ხომ კაპიტულაცია და იმის აღიარება იქნება, რომ ყველა თქვენი მცდელობა ამაო იყო. არ გინდათ, რომ დამარცხდეთ! – ეს ბუნებრივია. არჩევანი გაქვთ – კურსი უნდა შეცვალოთ. მხოლოდ დაუსრულებელი ლოდინი და მცდელობა თქვენი საყვარელი ადამიანის გულის მოგებისა, საკმარისი არ არის. უპირველესად, გახსოვდეთ: ადამიანს ვერ გადააკეთებთ. სიყვარული მას ისეთს მიგაღებინებს, როგორიც ის რეალურად არის.
თქვენი ზრუნვა და ყურადღება გულწრფელი უნდა იყოს. თუ შეგიძლიათ, გადალახოთ სიძნელეები – ეს უკვე თქვენი სიბრძნისა და სიძლიერის დადასტურებაა. თუ თქვენ შორის გრძნობა და პატივისცემა არის, ყველაფერი ყველასთვის კარგად იქნება.

скачать dle 11.3