კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახსნა ტაქსის მძღოლმა გაუპატიურების საქმე

ორმა ახალგაზრდამ 28 წლის ქალი გააუპატიურა! ორი მოძალადიდან ერთ-ერთი ფოტოატელიეს თანამშრომელი ვლადიმერ გ., იგივე ვადო აღმოჩნდა, რომელმაც ბრალდება კატეგორიულად უარყო. ის ირწმუნებოდა, რომ დანაშაული მას შეგნებულად დააბრალეს. თავის დაძვრენის მიზნით, ბრალდებული გადაღებულ ფოტოებს იშველიებდა და ამტკიცებდა, რომ ეს სურათები მან დანაშაულის დღეს გადაიღო. ამით იმის დამტკიცება სურდა, რომ შემთხვევის დღეს არა თბილისში, არამედ დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა, სადაც, ნათესავის თხოვნით, ბუნებაში ფოტოების გადასაღებად მიიწვიეს. ერთი შეხედვით, მისი ვერსია სარწმუნოს ჰგავდა, მაგრამ არ დაუჯერეს – მსხვერპლმა და ტაქსის მძოლმა ის უტყუარად ამოიცნეს.
ჯგუფურ გაუპატიურებაში მონაწილე მეორე პიროვნების ვინაობა სამართალდამცველებმა ვერ დაადგინეს და, ალბათ, ვეღარც დაადგენენ. თავად ვადოს პიროვნების დადგენაც კი მსხვერპლისა და ტაქსის მძღოლის დახმარებით მოხერხდა. თუმცა, მის მიერ ჩადენილი დანაშაული შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ბიოლოგიური ნიმუშებითაც დადასტურდა – ექსპერტიზით გაირკვა, რომ ფოტოატელიეში გაუპატიურების „კვალი” ნამდვილად ვადომ დატოვა...
ფოტომოყვარული ვადო სამართალდამცველებთან ურთიერთობაში „არიფი“ ნამდვილად არ იყო. რამდენიმე წლით ადრე ის ქურდობისთვის გაასამართლეს, მაგრამ, ვინაიდან დანაშაული პირველად ჩაიდინა, დაინდეს და სამწლიანი პატიმრობა ერთი წელი პირობითით შეუცვალეს. თუმცა, ვინაიდან გამოსაცდელ ვადაში ჩადენილ დანაშაულს წინა დანაშაულისთვის შეფარდებული სასჯელიც ემატება, ვადოს აღარ გაუმართლა. შესაბამისად, სასამართლომ მას 11 წელი მიუსაჯა – 8 წელი გაუპატიურებისთვის, 3 კი – წინა დანაშაულისთვის.
რა მოხდა ფოტოატელიეში
ვლადიმერს, იგივე ვადოს, ბრალი დაედო გაუკუღმართებული ფორმით, ძალადობით და ჯგუფურად სექსუალური კონტაქტის დამყარებაში თიკო ტ-სთან, რისთვისაც პროკურატურამ „სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების” (სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილი) მუხლი მიუყენა, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოძიება ამბობს, რომ 23 ივნისს, დაახლოებით 14:35 საათზე, დაზარალებული თიკო ტ. ვორონცოვზე, დედაენის ძეგლთან იმყოფებოდა, სადაც ნათესავს უნდა შეხვედროდა. სოფლიდან ჩამოსულ თიკოს ბინის დაქირავება ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ, ვერ შოულობდა. ამიტომ (ნათესავმა) ურჩია, მშრალ ხიდთან გასულიყო, სადაც მაკლერები იკრიბებოდნენ და, შესაძლებელი იყო, იქ რამე ეშოვა. თუმცა, ადგილზე მისულ თიკოს ნათესავმა დაურეკა და უთხრა, რომ დააგვიანდებოდა, მაგრამ, აუცილებლად მივიდოდა. ამიტომ, დროის გაყვანის მიზნით, თიკომ სეირნობა და მაღაზიების თვალიერება დაიწყო.
ვინაიდან ძალიან ცხელოდა, თიკო სეირნობით დაიღალა და ბაღში ერთ-ერთ სკამზე ჩამოჯდა, ცოტა ხანში კი გვერდით ორი ბიჭი – ვლადიმერი და ვინმე დემო მიუსხდნენ. ბიჭები სიგარეტს ეწეოდნენ და გოგონასაც შესთავაზეს, რაზეც თიკოს უარი არ უთქვამს და საუბარი გააბეს. ამასობაში გოგონას ნათესავმა დაურეკა, რომ გამოსვლას ვერაფრით ვერ შეძლებდა და სთხოვა, ბინის მოძებნა მეორე დღისთვის გადაედოთ, რაც თიკოს არ ესიამოვნა, რადგან სასწრაფოდ უნდოდა ნათესავის ბინიდან წასვლა. ტელეფონზე საუბრის შემდეგ ბიჭები მისი პრობლემით დაინტერესდნენ და დახმარება შესთავაზეს. უფრო ზუსტად, ვადომ მოატყუა, რომ მისი ნაცნობის ფოტოატელიეში გაჰყოლოდა, სადაც უამრავი ხალხი დადიოდა და მათგან, შესაძლოა, ვინმეს ბინა ჰქონოდა გასაქირავებელი.  ამიტომ, ჯობდა, მათთან წასულიყო და განცხადება დაეწერა, რომელსაც კლიენტები წაიკითხავდნენ და, შეიძლება, რამე გამოჩენილიყო.
თიკო ტ. ამ წინადადებით დაინტერესდა, მაგრამ, არა მხოლოდ ამით – მას ფოტოების დაბეჭდვაც სურდა და განსაკუთრებულ მოვლენად ჩათვალა, რომ ბიჭები სწორედ ახლა შეხვდნენ. ბიჭებმა კი თავის მხრივ შესთავაზეს, რომ პრობლემა არ იყო, ფოტოებს უსასყიდლოდ დააბეჭდვინებდნენ.
ფოტოატელიეში მიყვანამდე მათ გოგონა ბარში დაპატიჟეს, სადაც ცოტა დალიეს კიდეც და შემდეგ ოფისში მიიყვანეს, რომელიც ერთ-ერთ გარეუბანში მდებარეობდა. საქმის მასალების თანახმად, სამოთახიან ბინაში მისვლისას თიკომ  საფრთხე იგრძნო, შეეშინდა და ტირილი დაიწყო. მან მობილური ამოიღო, რომ ვინმე ნაცნობისთვის დაერეკა, მაგრამ დემომ ხელიდან გამოჰგლიჯა. შემდეგ კი ვადომ პირზე ხელი ააფარა, მეორე ოთახში გაიყვანა და ბიჭებმა  სქესობრივი კავშირი შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს. გოგონა ორივეს სთხოვდა, თავი დაენებებინათ, რადგან ქმარს ახალი გაცილებული იყო და უზნეო ცხოვრება არ უნდოდა. თუმცა, ამის მიუხედავად, ვადომ კაბა და ქვედა საცვალი ძალით გახადა და გაუკუღმართებული ფორმით დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი. ის იყო, მსხვერპლმა ტანთ ჩაიცვა, რომ ამ დროს ოთახში დემო დაბრუნდა, რომელმაც მას ხელახლა გახადა და ასევე გაუკუღმართებული ფორმით რამდენჯერმე დაამყარა გოგონასთან სქესობრივი კავშირი. ამის შემდეგ, ბიჭებმა ის  ცენტრალურ ქუჩამდე ბილიკებით ატარეს, რომ სახლის დამახსოვრება გასჭირვებოდა, შემდეგ კი ტაქსიში ჩასვეს და, მისი მითითებით, ისევ ვორონცოვზე გაუშვეს, რადგან თიკომ ვორონცოვის გარდა არ იცოდა და წარმოდგენა არ ჰქონდა, სახლში რომელი სამარშრუტო ტაქსით უნდა დაბრუნებულიყო. თუმცა, ტაქსიდან გადმოსვლისთანავე მან პოლიციას მიმართა...
მას შემდეგ, რაც თიკომ პოლიციას დეტალური ჩვენება მისცა, საქმე გაუპატიურების მუხლით ფაქტზე აღიძრა და გამოძიება დაიწყო. ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ დამნაშავე ოთხ დღეში დააკავა. მართალია, გოგონამ თბილისში გზები არ იცოდა, მაგრამ ტაქსიში ჩაჯდომისთნავე მძღოლს იმ უბნის სახელი ჰკითხა, სადაც ჩაუჯდა, შემდეგ კი მას ტელეფონის ნომერი გამოართვა და მისი მანქანის ნომერიც დაიმახსოვრა. პოლიციას დამნაშავე სწორედ ტაქსის მძღოლმა აპოვნინა, რის გამოც კინაღამ მძოლიც შარში გაეხვია, თუმცა, საბოლოოდ, პოლიცია დარწმუნდა, რომ ის არაფერ შუაში იყო. როდესაც მძღოლი პოლიციაში დაიბარეს და გაიგო, რომ გაუპატიურების საქმეში იყო მოწმედ, ეგონა, მასაც რამეში დასდებდნენ ბრალს, მაგრამ გოგონამ კატეგორიულად განაცხადა, რომ, მიუხედავად სტრესისა, მას მძოლისთვის მომხდარის შესახებ არაფერი უთქვამს.
სხვათა შორის, იმის მიუხედავად, რომ გოგონა მანქანაში სახლიდან მოშორებით ჩასვეს, პოლიციამ კითხვა-კითხვით მიაგნო ეგრეთ წოდებულ „ფოტოატელიეს“, რომელიც რეალურად ვადოს ნათესავის სახლი იყო – ბინა მის ბიძაშვილს ეკუთვნოდა, თავად პატრონი კი უცხოეთში ცხოვრობდა...
ასეა თუ ისე, პოლიციამ ამ ბინაში აღმოაჩინა გაუპატიურების „კვალი”, რასაც მტკიცებულების ძალა მიეცა, მაგრამ, ვინ იყო მეორე პიროვნება, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, ვერ დადგინდა. საქმე ისაა, რომ ვადო დანაშაულს კატეგორიულად უარყოფდა, შესაბამისად, ირწმუნებოდა, რომ ბინაში ის არ ყოფილა, მით უმეტეს – დემოსთან ერთად.
 თავად ვადოს კი რაიონში, მშობლების სახლში მიაგნეს – იგი ზღვაზე წასასვლელად ემზადებოდა, მაგრამ ზღვის ნაცვლად საკანში ამოყო თავი...
ვადო, იგივე ვლადიმერ გ., ირწმუნებოდა, რომ გოგონას ის საერთოდ არ იცნობს. მართალია, იმ ფოტოატელიეში მიდიოდა ხოლმე, მაგრამ იმ დღეებში თბილისში საერთოდ არ ყოფილა – უცხოეთიდან ბიძაშვილი ჩამოუვიდა, მშობლიურ რაიონში წავიდა, სადაც ისვენებდა და დროს ბიძაშვილთან და მეგობრებთან ერთად ატარებდა.
თავად დაზარალებულმა კი ჩვენებაში განაცხადა, რომ, მას შემდეგ, რაც ბიჭები გაიცნო, ვადო ოფისში მუშაობის დაწყებასაც დაჰპირდა, სადაც კარგად გადაუხდიდნენ და ბინის ქირას უპრობლემოდ გადაიხდიდა და, მისი თქმით, კაფეში წაყოლაზე უარი ამიტომაც ვერ უთხრა, იქიდან კი ვიღაცის სახლში მიიყვანეს, სადაც ფოტოაპარატები და ფოტოები კი იყო, მაგრამ ატელიეს არ ჰგავდა. 
„იქ მისვლისთანავე კარი ჩაკეტეს. ვთხოვდი, გაეღოთ, მაგრამ ყურადღებას არ მაქცევდნენ. რადგან ბიჭები კარს არ მიღებდნენ, გვერდით ოთახში გავედი. მეგონა, იმ ოთახიდან ჩემს ხმას ვერ გაიგონებდნენ და მობილური ამოვიღე, მაგრამ, როგორც ჩანს, გაიგონეს და ორივე შემომივარდა, ჯერ დემომ ტელეფონი წამართვა, შემდეგ კი ვადომ სახეში გამარტყა, რის გამოც ცუდად გავხდი და იატაკზე დავჯექი, თუმცა, ვადომ ისევ მეორე ოთახში შემათრია, სადაც ორი საწოლი იდგა. თითქმის ნახევარსაათიანი ძალადობის შემდეგ, მან ტანსაცმელი გამხადა და გამაუპატიურა. ხოლო, როდესაც საქმეს მორჩა, ჩემი ჩანთის ზემოდან დადებული ერთჯერადი ცხირსახოცით „თავი მოიწესრიგა” და ოთახიდან გავიდა.
თავს საშინლად ვგრძნობდი ამის მიუხედავად, ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე, მაგრამ, მოულოდნელად ოთახში დემო შემოვიდა და, ჩემი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, მანაც იგივე გააკეთა...” – განაცხადა დაზარალებულმა, რომელმაც ამასთან აღნიშნა, რომ ვადო დაემუქრა, არსად არაფერი ეთქვა.
ვინაიდან მსხვერპლმა მოძალადე უტყუარად ამოიცნო, სასამართლომ ვლადიმერ გ-ს 11 წელი მიუსაჯა.
რაც შეეხება თავად დაზარალებულს, მისი ადვოკატი ითხოვდა, რომ ჯგუფური გაუპატიურების ბრალდება მაინც მოუხსენით, რადგან ის და დემო გაუპატიურების მომენტში ერთად არ ყოფილანო. ამით პატიმარს სასჯელი უმსუბუქდებოდა, მაგრამ სასამართლომ მისი მოთხოვნა არ გაითვალისწინა.
საბოლოოდ,  დაცვამ ბოლო „კოზირი” გამოიყენა, ისინი ირწმუნებოდნენ, თითქოს დანაშაულის დღეს ვადო თბილისში საერთოდ არ ყოფილა და ამას ადასტურებდნენ მისი ახლობლები და უცხოეთიდან ჩამოსული მისი ბიძაშვილი, რომელიც ირწმუნებოდა, თითქოს დანაშაულის დღეს ის, ვადო და მათი მეგობრები ბუნებაში ქეიფობდნენ, სადაც სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, მაგრამ, ცხადია, ეს არგუმენტი გაუზიარებელი დარჩა. ჯერ ერთი, ამ ვერსიას პატიმრის ახლობლები ავითარებდნენ, გარდა ამისა, ფოტოებს არ ჰქონია არანაირი მინაწერი, რომლის მიხედვითაც მათი გადაღების თარიღის დადგენა გახდებოდა შესაძლებელი; თანაც, სასამართლომ მიიჩნია, რომ, მართალია, ვადო ფოტოგრაფი იყო, მაგრამ მან ვერ დაამტკიცა, რომ თავისი ახლობლების მიერ მიტანილი ფოტოები მაინცდამაინც მისი გადაღებული იყო...

скачать dle 11.3