– ცოლს ისე ვუფრთხილდები‚ დღემდე ქალიშვილია.
– დაიხსომე‚ შვილო‚ კარგი ადამიანი აუცილებლად ყოველთვის პუნქტუალური და ფრთხილია.
– მა‚ რა არის „პუნქტუალური“?
– როცა ყოველთვის თავის დროზე ასრულებ იმას‚ რასაც შეჰპირდი.
– და‚ ფრთხილი?
– არასდროს არავის არაფერი შეჰპირდე.
***
– ბებო‚ გავიგე‚ რატომაც ცხოვრობენ ქალი და მამაკაცი ერთად...
– რატომ? – შეცბა მოხუცი.
– თუ კაცი არ შეირთავს ცოლს‚ მას შვილი არ ეყოლება.
– და ქალი?
– თუ ქალი არ გათხოვდება‚ შვილი კი ეყოლება‚ მაგრამ, მასზე ყველა ცუდებს ილაპარაკებს.
***
წარწერა საკურორტო ტუალეტში: „იყავი უფრო ზუსტი – შეიძლება, შემდეგი დამსვენებელი „შლოპანცებით“ ან, სულაც, ფეხშიშველა შემოვიდეს“.
***
– უფროსო‚ უცნაური შეკვეთილი მკვლელობაა – საკონტოროლო ტყვია თავში კი არა, უკანალში დაუხლიათ.
– აა‚ გასაგებია. განათლებული ქილერი ყოფილა! ალბათ‚ იცოდა‚ რომ მოკლულისთვის სასიცოცხლო ორგანო თავი არ იყო...
***
რომან აბრამოვიჩმა „ჩელსი“ იყიდა.
„გაზპრომში“ დაფიქრდნენ‚ ჩაიცინეს და გადაწყვიტეს‚ იყიდონ „ფიფა“.
***
– ჩემი შეყვარებული სუფთა ანჯელინა ჯოლია.
– ასეთი ლამაზია?
– არა კაცო‚ მისგან ხეირი არ არის‚ მარტო ვუყურებ...
***
– ჰე‚ რაჟიკუნა, წევიდეთ ახლა‚ გვიანია უკვე...
– აჰ‚ არა‚ სიარული არ შემიძლია...
– ადექი‚ ადექი...
– არა‚ ადგომაც არ შემიძლია...
– აბა‚ რა ვქნათ?
– დავლიოთ...
***
– ექიმო‚ რა უცნაურად მიყურებ‚ ხომ არ მოვკვდები?
– სანიტარო‚ რაღაც ძალიან დავიღალე... უჩემოდ გაკერეთ‚ თორემ, მეჩვენება‚ რომ გვამი მელაპარაკება....
***
ორი ებრაელი ერთმანეთს შეხვდა. მოშეს ცოტა ხნის წინ ცოლი მოუკვდა.
– მოშე‚ შენთვის აუცილებელია ცხოვრების ახალი თანამგზავრი. მიიხედ-მოიხედე‚ ქალები შეათვალიერე...
– ვიცი‚ აბრამ‚ ვეძებ‚ მაგრამ, საქმე ისაა‚ რომ გულით ავადმყოფი ვერავინ ვნახე.
– გულით ავადმყოფი რად გინდა?
– იცი‚ სარას უამრავი წამალი დარჩა...
***
ბალიშები‚ რა თქმა უნდა‚ ინდიელებმა გამოიგონეს‚ თუმცა, ძალიან უხარისხოდ აკეთებდნენ და ამიტომაც დადიოდნენ თავში ბუმბულებგარჭობილები.
***
– თაკო‚ ვის ელაპარაკებოდი მთელი საათი?
– ბიძაშვილს.
– რომელს?
– თქვა‚ ზურა მქვიაო.
***
ჰალსტუხი მამაკაცისთვის არა მარტო ის აქსესუარია‚ რომელიც მის ინტელექტს უსვამს ხაზს‚ არამედ მიმართულების მაჩვენებელსაც წარმოადგენს.
***
– მე პურზე ჩავალ. ტაფაზე თევზია და მიხედე, არ დაიწვას...
ცოლი თხუთმეტ წუთში დაბრუნდა:
– აბა‚ როგორაა საქმე?
– ეს საზიზღარი თევზი... ამოხტა და მთელი ლუდი შესვლიპა...
***
სანთებელა – Zippo‚ ცეცხლმაქრი – UnZippo.
***
ინგლისელი გულშემატკივრები: „გოუ‚ გოუ!“
ესპანელები: „რეპიდო‚ რეპიდო!“
გერმანელები: „შნელ‚ შნელ!“
სომხები: „შუტ‚ შუტ!“
ქართველები: „გაინძერი!“
***
განცხადება:
„გვესაჭიროება სპონსორი. ანაზღაურება – მაღალი“.
***
დედის ახალი დარიგება:
– გიყვარდეს ისე‚ თითქოს შენთვის არასდროს უღალატიათ!
– იმუშავე ისე‚ თითქოს ფული არ გჭირდება!
– იცეკვე ისე‚ თითქოს არავინ გიყურებს!
– იმღერე ისე‚ თითქოს არავინ გისმენს!
– იცხოვრე ისე‚ თითქოს სამოთხეში ცხოვრობ!
***
– როგორ დამთავრდა „რეალი“-„ბარსელონას“ თამაში?
– 3:1‚ „რეალის“ სამწუხაროდ.
***
„ალო‚ ეკა‚ სად აგდიხარ ამდენ ხანს? ჰო‚ კაი‚ მისმინე! აწიე ახლა ერთი ადგილი‚ შედი „ზალაში“‚ ცოცხლად, არ მაქვს მაგდენი დრო!.. ნახე, ჟურნალის მაგიდაზე კოლოფი დევს‚ გახსენი‚ შე დებილო!.. ჰო‚ კასეტაა‚ მიდი ვიდეომაგნიტოფონთან... ჰო‚ სიმღერაა.. ინგლისური... გილოცავ დაბადების დღეს! „Happy birthday to you...“
***
საავადმყოფოს დერეფანში პაციენტი გარბის რაც ძალი და ღონე აქვს და ყვირის. ექთანი წინ გადაუდგა:
– რა გაყვირებთ?
– ბრმა ნაწლავის ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ‚ დამაწვინეს საოპერაციო მაგიდაზე და მედდა ამბობს‚ არ ინერვიულო‚ ძალიან უბრალო‚ ადვილი ოპერაციააო.
– მერე‚ რა მოხდა? უბრალოდ‚ თქვენი დამშვიდება უნდოდა.
– მე კი არა‚ ექიმს უთხრა‚ ექიმს!
***
ისრაელის არმიაში გამოცდები ტარდება „მოსადში“ ასაყვანად. ოთახში 20 საუკეთესო ოფიცერია. შედის ინსტრუქტორი:
– ბატონო ოფიცრებო‚ თქვენ წარმატებით გაიარეთ კონკურსი. ჩვენი სასწავლებლის ტრადიციით‚ უნდა ჩაგიტაროთ უკანასკნელი ტესტი – ყოველმა თქვენგანმა უნდა მოკლას ორი არაბი და ერთი კატა...
– კატა რატომ? – წამოიყვირეს ერთხმად.
– ბატონო ოფიცრებო‚ გილოცავთ‚ ტესტი ყველამ გაიარეთ!
***
სტუმრებმა დიასახლისს სუფრა და ნახელავი შეუქეს... ქალი კმაყოფილია‚ სამადლობელიც გადაჰკრა და ხუმრობის ხასიათზე დადგა.
– აბა‚ ვინ მეტყვის‚ რა მინდა ახლა მე? სამი ასოსგან შემდგარი სიტყვაა... ვინც ჩაი გაიფიქრა‚ დარჩით‚ ჩაისთან ერთად ნამცხვარსაც მოგართმევთ‚ დანარჩენებს კი გთხოვთ‚ დაგვტოვოთ... ვაიმე‚ ყველა მიდიხართ?!