ჰარი პოტერი გვემშვიდობება
14 ივლისს კინოთეატრ „ამირანში” გაიმართა „ჰარი პოტერის” უკანასკნელი სერიის პრემიერა. ზღაპარი, რომელმაც თანამედროვე ბავშვების ცხოვრება მთლიანად შეცვალა, მთელ მსოფლიოში წარმოუდგენელი პოპულარობით სარგებლობს. როგორც ჯოან როულინგმა განაცხადა, ამდენი წიგნისა და სერიის შემდეგ, ჰარი პოტერის ისტორია მთავრდება. პრემიერას „ამირანში” „პოტერომანების” მთელი არმია ესწრებოდა, რომლებიც ფილმის პერსონაჟების მსგავსად, სპეციალურ ჯადოსნურ სამოსში იყვნენ გამოწყობილნი. ფილმის გულშემატკივართათვის, ასევე, შეიქმნა „ჯადოსნური გარემო” და ნებისმიერ მსურველს შეეძლო „სასწაულმოქმედი“ ტორტის დაგემოვნება, რომელიც სპეციალურად ამ დღეს მიეძღვნა.