“ქუჩის ბიჭები„ ახალ სიმღერას “ბრავო რეკორდსში„ წერენ
ყველაზე მსხვილი ხმის ჩამწერი სტუდია საქართველოში, „ბრავო რეკორდსი”, სულ ახლახან აღდგენილ ჯგუფს „ქუჩის ბიჭებს” მასპინძლობს. „ქუჩის ბიჭები” სრული შემადგენლობით, ახლა უკვე ხუთნი, პაატა ცეცხლაძის მიერ შექმნილ კომპოზიციაზე ახალ სიმღერას წერენ. სიმღერა აჭარულ მოტივებზეა აგებული და, როგორც ჯგუფის წევრები ამბობენ, ფოლკლორს ამ სტილში პირველად შეეხნენ. სიმღერა იქნება დუეტი ნინი ქარსელაძისა და „ქუჩის ბიჭების” შესრულებით. ეს არის პირველი ნაბიჯი, სულ ცოტა ხანში კი „ქუჩის ბიჭები” ამავე სტუდიაში 13-14 სიმღერის ჩაწერას გეგმავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ალბომი სულ მალე იქნება მზად. დარწმუნებული ვარ, სიმღერა გაჰიტდება და ჯგუფი ძველ პოპულარობას გაორმაგებულად დაიბრუნებს.