კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს



კითხვა: დავიბადე 1992 წლის 22 მარტს, ღამის საათებში. მაინტერესებს, რომელი პროფესიაა ჩემთვის წარმატების მომტანი მომავალში?
პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანია: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა, მედიცინის ფართო სპექტრი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, სარეკლამო, საგამომცემლო საქმე, პედაგოგიური მოღვაწეობა, მთარგმნელობითი საქმე, ლინგვისტიკა, პოლიტიკის ფართო სპექტრი, მშენებლობა, საინჟინრო საქმე, სამართალდამცავი ორგანოები, უშიშროების სფერო.
კითხვა: ჩემი ძმა დაიბადა 1993 წლის 30 დეკემბერს, დილის 6 საათზე. რომელი პროფესიაა მისთვის მისაღები ასტროლოგიური კუთხით?
პასუხი: პროფესიებიდან ძალიან კარგია: ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან საქმიანობა, მედიცინა, პროფესიონალური დიპლომატია, პოლიტიკა, იურისპრუდენცია, საკანონმდებლო საქმიანობა, სამართალდამცავი ორგანოები, ტექნიკა-მექანიკის სფერო, საბანკო-ეკონომიკური, სავაჭრო-კომერციული საქმიანობა.
კითხვა: დავიბადე 1966 წლის 22 სექტემბერს. რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე?
პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა, რომ იყოთ სამშობლოს პატრიოტი, კარგად ერკვეოდეთ ადათ-წესებში, ისტორიაში, ტრადიციებში. უნდა შექმნათ სტაბილური საოჯახო, პარტნიორული ურთიერთობები. უფრო მეტად დაეყრდნოთ ინტუიციას, უნდა იყოთ ფრთხილი და წინდახედული, ისწავლოთ საკუთარი საიდუმლოს დაცვა. ასევე, უნდა იყოთ ორგანიზებული და ერთგული და ირგვლივაც ერთგული ადამიანები უნდა შემოიკრიბოთ. გახდეთ ნებისყოფიანი, მომთმენი, შრომისუნარიანი, ბრძოლისუნარიანი. ასევე, ხარჯოთ ფული ყაირათიანად – ყოველივე ეს თქვენთვის გამარჯვების მომტანი ფაქტორებია.
კითხვა: დავიბადე 1987 წლის 4 იანვარს, დილის 8 საათზე. რომელ სფეროში მელის წარმატება და რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან მელის სასურველი სასიყვარულო-საოჯახო კავშირი?
პასუხი: თქვენთვის მისაღებია სასიყვარულო-საოჯახო ურთიერთობა შემდეგი ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებულ ადამიანთან: მორიელთან, თევზებთან, კუროსთან და ქალწულთან. არ გირჩევთ ურთიერთობას მშვილდოსანთან. ხოლო პროფესიებიდან კარგია და მისაღები: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ოკულტიზმი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, სამეცნიერო კვლევა, მანქანების ბიზნესი, არქიტექტურა, მანქანათმშენებლობა, საინჟინრო საქმიანობა, ფსიქოთერაპია.
კითხვა: დავიბადე 1963 წლის 25 აპრილს, ღამის საათებში. მინდა უცხოეთში წასვლა. რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები?
პასუხი: თქვენი კოსმიური მისია უკავშირდება სამშობლოსა და მის სამსახურს. თუმცა, უცხოეთში წასვლა დროებით საცხოვრებლად და სამუშაოდ არ არის ურიგო. ქვეყნებიდან კი მეტად მისაღებია: ინგლისი, დანია, ავსტრალია, ყაზახეთი, ვიეტნამი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – დასავლეთი მხარე, შვედეთი, ჰოლანდია, შოტლანდია, თურქეთი, უზბეკეთი, ინდოეთი, იტალიიდან – ვენეცია.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2005 წლის 7 თებერვალს. რა არის მისი კარმული მისია?
პასუხი: თქვენი შვილის კარმული მისიაა, წარმოაჩინოს სულიერი თვისებები, იყოს აქტიური, ინიციატივიანი, პრაქტიკული, ენერგიული. უნდა შეძლოს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ლიდერული თვისებების გამოვლენა; ასევე, სადაც საჭიროა, უნდა იყოს უშიშარი და მებრძოლი. სადაც შევა, უნდა შეიტანოს სიმშვიდე, ჰარმონია და არა დეპრესია და აგრესია. მეტად დაეყრდნოს ოპტიმიზმსა და კეთილშობილებას. იყოს კანონმორჩილი, სამართლიანი, დიპლომატიური.

скачать dle 11.3