კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები



ვახტანგ მეექვსე: თუცა არა გაქვს სიმართლე, სიბრძენი დიაღ ცუდია.
ლიხტენბერგი: სიამაყე, როგორც კეთილშობილური გრძნობა, მუდამ გრძნობს თავის ნაკლოვანებას; მათ მხოლოდ ქედმაღლობა ვერ ამჩნევს.
მილტონი: მოკლე სიამეს გრძელი ჭმუნვა მოჰყვება მალე.
ლაროშფუკო: ბრძენკაცთა აუმღვრევლობა სხვა არა არის, თუ არა უნარი, თავიანთი ბორგვა და ბობოქრობა გულის სიღრმეში კარგად მიჩქმალონ.
კონფუცი: კაცი ისე არ დაბრძენდება, თუ რაიმე უბედურება არ ეწვია.
ავრელიუსი: პატივმოყვარე თავის სიკეთეს სხვათა მოქმედებაში ხედავს, განცხრომის ტრფიალი – თავის შეგრძნებებში, ბრძენი – საკუთარ მოღვაწეობაში.
ვაჟა: თუკი ყველა სხვისი შემწეობით, სხვისი შველით ვიქნებით გამსჭვალული, სხვა ჩვენთვის იქნება, სხვას ჩვენთვის ენდომება კეთილი. ეს იგივე თავისის შველა გამოდის, თუმცა სხვაფერით, სხვა წესით, რომელიც უფრო ღვთიურია, უფრო კაცობრივი, რადგან ამგვარი დამოკიდებულება ერთისა მეორესთან სპობს შურს, მტრობას კაცთა შორის.
სენეკა: კეთილი მაგალითი წრეზე გავლის შემდეგ ისე უბრუნდება მის მაჩვენებელს, როგორც სულელური მაგალითები – ბოროტ მზრახველს.
კამიუ: სიმართლე იშვიათად თუ ვინმეს უყვარს.
განდი: სინდისის საკუთრებაში უმრავლესობის კანონი არ მოქმედებს.
მონტესკიე: გონიერი არსებების ბუნებაში ჩადებულია არასრულფასოვნების შეგრძნების უნარი. აქედან გვაქვს სწორედ სირცხვილის შეგრძნება ჩვენი არასრულფასოვნების წინაშე.
ხრიზოსტომი: ადამიანის მოდგმა ჭეშმარიტად ყველაფერს დათმობს ხმისა და სიტყვის გარდა; მასში ერთია განუსაზღვრელი – მისი სიმდიდრე.
ბრეჰტი: ყველაზე საჭირო სიტყვად საბოლოო სიტყვა მიმაჩნია.
აკაკი ბაქრაძე: უდიდესი კანონზომიერება – დაბადება და სიკვდილი. სიცოცხლე შეწყდება, თუ დაბადების გვერდით სიკვდილი არ იქნა და სიკვდილის გვერდით – დაბადება.
საადი: ნასწავლი კაცის ლაპარაკი ისმინე უდიდესი ყურადღებით, თუნდაც მისი მოქმედებები მის მოძღვრებას არ შეეფერებოდეს. ადამიანმა უნდა ისწავლოს, თუნდაც ეს სწავლა კედელზე იყოს დაწერილი.
სოფოკლე: კარგია, ისწავლო იმათგან, ვინც საქმეზე ლაპარაკობს.
ჰეგელი: რამდენადაც აუცილებელია ნებისყოფა გონივრული მიზნის მიღწევისას, იმდენად სიჯიუტე საზიზღარი და ამაზრზენია.
ტულიუსი: სატრაბახო სიტყვები სისუსტის პირველი ნიშნებია. ის, ვინც დიდი საქმისთვისაა მოწოდებული, ენას კბილს აჭერს.
ლიბკნეხტი: თვითკმაყოფილება და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, უბედურებაა: ისინი გვაქცევენ სულელებად.
არისტოტელე: უვიცს უკვირს, რომ საგანი ასეთია, როგორიც ის სინამდვილეშია, – და ასეთი გაკვირვება ცოდნის დასაწყისია; ბრძენი კი, პირიქით, გაოცდებოდა, საგანი სხვანაირი რომ ყოფილიყო და არა ისეთი, როგორიც მან იცის.
ჯეფერსონი: აშკარა რეალობად ჩვენ შემდეგ ჭეშმარიტებას მივიჩნევთ: ყველა ადამიანი თანასწორობისთვისაა შექმნილი, რომ შემოქმედის მიერ ყველა დაჯილდოებულია უფლებებით, რომელშიც შედის: სიცოცხლის უფლება, თავისუფლება და ბედნიერების მიღწევის შესაძლებლობა.
მონტენი: შიში ადამიანს ფეხებზე ხან ფრთებს გამოასხამს, ხან მიწაზე დააკრავს.
ჰორაციუსი: ის, ვინც არ ცდილობს, საკუთარი ცხოვრების მოგვარებას, ჰგავს სულელს, რომელიც მდინარის პირას ზის და მისი წყლის დამთავრებას ელოდება.
ლეგუვე: სამართლიანობის იდეა და საერთო კეთილდღეობა მოითხოვს, რომ ქალს მიეცეს თავისი უნარის ყოველმხრივ განვითარების ყველა შესაძლებლობა.

скачать dle 11.3