კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* როგორც ცნობილია, შერლოკ ჰოლმსის მუზეუმი ლონდონში, ბეიქერ-სთრითზეა. მისი ერთადერთი ფილიალი კი – შვეიცარიაში, პატარა ქალაქ მეირინგენში, რეიხენბახის ჩანჩქერთან ახლოს მდებარეობს.
* მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ოთხი კლასის განათლება ჰქონდა, მისი ტიტული შემდეგნაირად იწერებოდა: ამხანაგი აკადემიკოსი, დოქტორი, ინჟინერი... ელენა ჩაუშესკუ.
* პავლე პირველმა, რომელიც ყველაფერი გერმანულის დიდი თაყვანისმცემელი იყო, ნება დართო, პეტერბურგში მხოლოდ შვიდი ფრანგული მოდის მაღაზია ყოფილიყო, როგორც სასიკვდილო ცოდვის რიცხვის ამსახველი.
* ჰოლანდიაში ხუმრობენ: „თუ წყალში ავტომანქანა ჩაგივარდა, ჯობია, შიგ თავად იჯდეო“, რადგან მანქანასთან ერთად თქვენც უფასოდ გადაგარჩენენ. ცარიელი მანქანის წყლიდან ამოტანა კი ძალიან დიდი თანხა ჯდება.
* ესპანეთში – C და D (Caballeros და Damas), პორტუგალიაში – H და S (Homen და Senhora), რუმინეთში B და F (Barbati  და Femili), ამერიკის შეერთებულ შტატებში M და W (Men და Women) – ტუალეტების აღნიშვნაა.
* ირლანდიაში, ტიპერერის საგრაფოში გიგანტური კლდე – კუშელი ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. მის წარმოშობაზე შემდეგი ლეგენდა არსებობს: ეშმაკი ირლანდიის თავზე მიფრინავდა და პირით ქვა მიჰქონდა. უცბად წმიდა პატრიკი დაინახა, გაკვირვებისგან პირი დააღო და ეს ქვა, ანუ კეშელის კლდე, გამოუვარდა.
* ირლანდიელები ლუდის ბარებს – პაბებს თავიანთ ეროვნულ სასტუმროებად მიიჩნევენ.
* სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ დღეს გამოყენებული ყველაზე ძველი ინდოევროპული ენა, ლიტვურია. ყოველ შემთხვევაში, ამბობენ, რომ ის დღეს არსებულ ყველა ცოცხალ ენაზე მეტად ჰგავს სანსკრიტს.
* როტერდამის კოსმოსური კოშკის ზედა სართულების ყველა ტუალეტზე წარწერაა, რითაც სუსტი ნერვების მქონეებს აფრთხილებენ,  გამოიყენონ მხოლოდ დაბალ სართულებზე განლაგებული ტუალეტები. საქმე ისაა, რომ კოშკის რხევა, ჩვეულებრივ, შეუმჩნეველია, თუმცა კოშკის ყოველ გადახრაზე ტუალეტებში – უნიტაზებსა და ჩამოსაშვებ ბაკებში – წყალი შესამჩნევად მოძრაობს.

скачать dle 11.3