კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ჩავარდა ბუბა დაუშვილის ფეხმძიმე მეუღლე შოკში და როგორ გააგრძელეს მათ დაქორწინების შემდეგ შეყვარებულობის პერიოდი



მშვენიერი მოდელი ეკო ჭუმბურიძე და ფეხბურთელი ბუბა დაუშვილი, რომელიც გუნდ „ზესტაფონსა” და საქართველოს ნაკრებში ძალიან წარმატებულად თამაშობს, რამდენიმე ხნის წინ დაქორწინდნენ. მათ ხელი მოაწერეს და სულ მალე ჯვარსაც დაიწერენ. ეკა ფეხმძიმედ არის და ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, პატარა გოგონას, ანასტასიას ელოდება.
ეკო: 2 წელია, რაც ერთმანეთს ვიცნობთ, საერთო მეგობრების დახმარებით გავიცანი. მერე ნელ-ნელა განვითარდა მოვლენები და ერთი წლის შემდეგ, გადავწყვიტეთ, ჩვენს ურთიერთობას სერიოზული სახე მიეღო.
ბუბა: როგორც კი დავინახე, მაშინვე ძალიან მომეწონა. მინდოდა, მასთან სერიოზული ურთიერთობა მქონოდა.
– ადვილად მოახერხე ეკოსთან დაახლოება?
– ძალიან ადვილიც არ იყო, მაგრამ შევძელი უფრო დავახლოებოდი. ფეხბურთი ისეთი სპორტია, ხშირად გიწევს წასვლა. ამიტომ, კომპიუტერის, ტელეფონის დახმარებით სულ ვეკონტაქტებოდი. ძალიან მომწონდა, ერთ თვეში უკვე ვუთხარი, ძალიან მიყვარხარ-მეთქი.
ეკო: მეც თავიდანვე მომეწონა, მაგრამ არ გამომიმჟღავნებია. მერე, ურთიერთობაში, აღმოჩნდა, რომ ყველანაირად დადებითი ადამიანია – ისეთი, მე რომ მომწონს. ამიტომ, ბევრი აღარ მიფიქრია. ქალი ყოველთვის გრძნობს, როდესაც მამაკაცს მოსწონს და მეც, რა თქმა უნდა, ვგრძნობდი. თან, ყოველთვის დიდ ყურადღებას იჩენდა. მითხრა – მომწონხარო, მეც ვუთხარი, რომ ძალიან მომწონდა.
– ბუბას რა თვისებებმა განაპირობა ყველაზე მეტად თქვენი დაახლოება?
– ძალიან ყურადღებიანია. მიუხედავად გადატვირთული რეჟიმისა, დღეში რამდენჯერმე მირეკავს – როგორ ხარ, რამე ხომ არ გჭირდებაო. ძალიან თბილია, არა მხოლოდ ჩემს მიმართ, არამედ მეგობრების მიმართაც. მე რომ არაფერი ვუთხრა, თვითონაც ხვდება – რა მინდა და აკეთებს იმას. დიდი დრო არ დაგვჭირვებია იმისთვის, ერთმანეთი კარგად გაგვეცნო. მეც და ბუბაც ადვილად ვხვდებით, რით ვასიამოვნოთ ერთმანეთს, ამას ვითვალისწინებთ და შესაბამისად, ამ მხრივ, პრობლემები არ გვქონია.
– ბუბა, ეკო როგორი ადამიანია?
ბუბა: ჩემს ხასიათში ძალიან კარგად ჯდება – გვესმის ერთმანეთის, ყურადღებიანია და ძალიან ლამაზი. ანუ, რომელიმეს ხასიათის გამო, პრობლემები არ შეგვქმნია, ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს და მომავალშიც ასე იქნება.
– ხშირად ამბობენ, შეყვარებულობის პერიოდი ყველაზე კარგიაო.
ეკო: რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იყო და საერთოდ, შეყვარებულობის პერიოდს თავისი ელფერი აქვს. თუმცა, ჩვენს შემთხვევაში, შეყვარებულობის პერიოდი ისე გაგრძელდა, დაქორწინების შემდეგ არაფერი შეცვლილა. ისევ ისე ვართ, ძალიან კარგად. რომ ამბობენ, დაქორწინების შემდეგ, გრძნობები იცვლებაო, მე ამას ვერ ვიტყვი. შეყვარებულობის დროს, ცოტას იპრანჭები, ცოტას თამაშობ. ახლა კი ზუსტად ისეთები ვართ, როგორიც სინამდვილეში და არაფერი გვაქვს ერთმანეთისთვის დასამალი.
– შეყვარებულები ზოგჯერ ჩხუბობენ, ებუტებიან ერთმანეთს, თქვენც გქონიათ ასეთი მომენტები?
– ერთხელ ვიჩხუბეთ და ერთი დღე არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს.
ბუბა: სერიოზულად არასდროს გვიჩხუბია. მაშინ წავკამათდით, მაგრამ ერთი დღე არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს. ფაქტობრივად, ვერც ვძლებთ ერთმანეთის გარეშე.
ეკო: კი, ძალიან ცუდი იყო. თან სერიოზული მიზეზი არ გვქონია. მე, ჩემს სახლში ვნერვიულობდი, ის – თავის სახლში. ბოლოს, ორივემ გადავდგით ნაბიჯი. მიმაჩნია, რომ ასეთი ურთიერთობის დროს, ორივემ რაღაც უნდა დათმოს, სხვანაირად არ გამოვა.
ბუბა: როცა გაბუტულები ვიყავით, ეკოს მთელი ღამე არ ეძინა, გაათენა. მეც არ მეძინა, უბრალოდ, თვალები მქონდა დახუჭული. ბოლოს, ერთმანეთს შემორიგების მესიჯი მივწერეთ. ასეთი რაღაცეები სულ ხდება, არ შეიძლება, რომ შეყვარებულები რამეზე არ წაკამათდნენ, უბრალოდ, სერიოზული არაფერი ყოფილა.
ეკო: შეკამათების დრო იშვიათად გვაქვს, ბუბა ხშირად არ არის თბილისში. სულ მენატრება და ვეკითხები, როდის ჩამოხვალ-მეთქი. ამიტომ, კამათის დროც არ გვაქვს.
ბუბა: ის ერთი დღეც თუ კამათში გავატარეთ, მაშინ რაღა გამოვა.
ეკო: შეყვარებულობის პერიოდშიც ერთმანეთს ძალიან იშვიათად ვნახულობდით. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული იყო. ახლაც ხშირად გვიწევს განშორება, მაგრამ მაშინ საერთოდ იშვიათად ვხედავდით.
– ერთმანეთს სიურპრიზებსაც უწყობთ?
ბუბა: უყვარს სიურპრიზები. ახალ წელს და დაბადების დღესაც ისეთი სიუპრიზი მოვუწყვე, რომ არ ელოდებოდა.
ეკო: მე კი შარშან, დაბადების დღეზე მოვუწყე ფოიერვერკი, არ ელოდებოდა და ძალიან გაუხარდა.
– საქართველო-ისრაელის თამაშზე, ბუბა დაეცა და საკაცით გაიყვანეს სტადიონიდან. წარმომიდგენია, როგორ ინერვიულებდი.
– ეს იყო საშინელი მომენტი, ბუბა რომ არ დაბრუნებულიყო სტადიონზე, ალბათ, საოცრება დამემართებოდა. საკაცით რომ გაიყვანეს, ვიფიქრე, რაღაც სასწაული მოუვიდა, თორემ მისი ხასიათი რომ ვიცი, ასე იოლად სტადიონიდან არ გავიდოდა-მეთქი. პანიკაში ჩავვარდი, თან, ატყდა რეკვა, ყველა მირეკავდა, რა მოუვიდაო. რომ შევიდა სტადიონზე, ძალიან გამიხარდა.
ბუბა: ფეხბურთი ისეთი სპორტია, ტრავმები ხშირია. თუმცა, რამე სერიოზული ტრამვა არ მქონია. ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია, ძალიან მიყვარს. თითქმის 14 წელია, რაც ვთამაშობ, ჩემი პროფესიაა.
– მოკლედ, ფეხბურთელის მეუღლეობა არ არის ადვილი.
ეკო: რთულია იმ მხრივ, რომ სულ გენატრება, ყოველდღიურად არ არის შენს გვერდით.  თუმცა მეორე მხრივ, კარგია – როცა ვგულშემატკივრობ. თუ საქართველოში აქვს თამაში, აუცილებლად ვესწრები. მგონია, მე რომ ვარ სტადიონზე, მისთვის ეს დიდი სტიმულია.
ბუბა: ყოველთვის დიდი სტიმულია, როდესაც იცი, რომ შენი საყვარელი ადამიანი იქ არის და გიყურებს. ეკო თავიდან ვერ ერკვეოდა ფეხბურთში. ახლა, უფრო კარგად იცის – ჯარიმები, პენალტები, წითელი ბარათი.
– ეკო, როგორ მიდის შენი ორსულობა?
ეკო: გოგონას ველოდები. გადავწყვიტეთ – ანასტასია დავარქვათ. ფეხმძიმობა კარგად მიდის, პრობლემა არ შემქმნია, ორივე მოუთმენლად ველოდებით, გვაინტერესებს, როგორი გოგოშკა იქნება.
– ბუბა, ფეხმძიმობის დროს, ქალებს ხშირად ეცვლებათ ხასიათი, უფრო სენტიმენტალურები ხდებიან. ეკოსაც შეეცვალა ხასიათი?
ბუბა: ცდილობს, სულ კარგ განწყობაზე იყოს, თუმცა, ხშირად, წუწუნებს და ბევრის დათმობა მიწევს. არადა, ადრე არ მიწევდა.
– არ დაგავიწყდეს, რომ ახლა, ერთი გოგონას მაგივრად, ორთან გიწევს ურთიერთობა.
– ჰო, ორნი არიან. თუმცა, სერიოზულ დათმობებზე არ მიწევს წასვლა.
ეკო: ადვილად მიჩუყდება გული.
ბუბა: ყველაფერი გულთან მიაქვს. რომ ვეხუმრები, სწყინს. არადა, ადრე ასეთ რაღაცეებს საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას. მტირალაც არის, ადრე კი ასეთი არ იყო, ახლა რომ გავეხუმრო, ტირილს დაიწყებს, სულ მეუბნება, მე ასეთი ხუმრობა არ მიყვარსო.
ეკო: სპეციალურად მეუბნება ისეთ რაღაცას, რომ გამაბრაზოს და მერე მირიგდება. არ შემიძლია დიდხანს გავებუტო. მეორე წუთს მივუცუცქდები და შევურიგდები ხოლმე.
– თამაშის დროსაც ემოციური ხარ?
– ძალიან ემოციური. ხორვატიასთან რომ ჰქონდა ნაკრებს თამაში, ბუბას დეიდაშვილი მახლდა და მეუბნებოდა, დაჯექი სკამზე, შენს მდგომარეობაში ყვირილი არ შეიძლებაო. უკნიდან ვიღაც მეუბნებოდა, დაბრძანდით, გოგონა, ვერ ვუყურებო. თავი დამანებე-მეთქი, ვუთხარი ისეთ ემოციებში ვიყავი. გოლი რომ გაიტანეს, თურმე, ისეთი სახე მქონდა, ყველა მეუბნებოდა, შეგვეშინდა, გული არ წაგსვლოდაო.

скачать dle 11.3