გაყრა: ტრაგედია – მამაკაცებისთვის, მომავალში ცხოვრების შესაძლებლობა – ქალებისთვის
ადამიანთა უმრავლესობისთვის გაყრა სამწუხარო, მაგრამ ზოგჯერ აუცილებელი ნაბიჯია. „ეს ბრძოლაა სიცოცხლისთვის – ან გაყრა და ცხოვრების შესაძლებლობა მომავალში, ან – თავის დაკარგვა საბოლოოდ“; „არ ღირს აწამო შენი თავი და ახლობლები“... – ასე აღწერენ ისინი დამოკიდებულებას განქორწინებაზე.
ამავე დროს, ყოველი მეხუთე ადამიანისთვის განქორწინება – ეს ტრაგედიაა, უდიდესი ფსიქოლოგიური ტრავმა და იმედების დამსხვრევა. განსაკუთრებით ვერ ეგუებიან გაყრას მამაკაცები (მამაკაცების 21 პროცენტი, ქალების 15 პროცენტი).
სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ, თურმე, გაყრას ტრაგედიად უფრო ხშირად შვილიანი მამაკაცები მიიჩნევენ, მაშინ, როდესაც გაყრაზე დამოკიდებულება გავლენას ნაკლებად ახდენს შვილებიან ქალებზე. ალბათ, ეს განპირობებულია იმით, რომ გაყრის შემდეგ ბავშვები ძირითადად დედებთან იზრდებიან.
თავის მხრივ, გაყრილ წყვილთა 9 პროცენტი დარწმუნებულია, რომ გაყრაში არაფერია საშინელი: „რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა, მაგრამ, დრო კურნავს ჭრილობებს და ცხოვრება გრძელდება“. ასევე, 9 პროცენტს გაუჭირდა გამოეთქვა თავიანთი დამოკიდებულება განქორწინებასთან დაკავშირებით.