კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები



პატარაშვილი – პატარიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი პატარა.
ეს სახელი 1202 წელს თამარ მეფის სიგელშია მოხსენიებული.
ამავე ძირისაა გვარები: პატარავა, პატარაია, პატარაძე, პატარიძე.
1873 წლის აღწერაში, სოფელ ენაგეთში მოიხსენიება პაშა პატარაშვილი.
საქართველოში 263 პატარაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 74, თბილისში – 68, თელავში – 37. არიან სხვაგანაც.
198 – პატარავა.
2 130 – პატარაია.
61 – პატარაძე.
36 – პატარია.
1 654 – პატარიძე.
კოლაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კოლა. ის ნიკოლოზის კნინობითი ფორმაა.
1885 წელს გოლთეთელმა ალექსი კოლაშვილმა დიდი ენაგეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მონათლა შვილი, გიორგი.
საქართველოში 69 კოლაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 38, გარდაბანში – 13, თელავში – 7. არიან სხვაგანაც.
მონადირიშვილი – მონადირეშვილი
გვარის ფუძეა საქმიანობის აღმნიშვნელი სიტყვა მონადირე.
მონადირეები მონადირეთუხუცესს ექვემდებარებოდნენ. მათ ევალებოდათ სამონადირეო ძაღლების გამოკვება და, შესაბამისად, გაწვრთნაც.
ამავე ძირისაა გვარი მონადირეშვილი.
საქართველოში 23 მონადირიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 18, რუსთავში – 3, თეთრი წყაროში – 2.
63 – მონადირეშვილი.
ნეგულაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ნეგულა.
1705 წელს ნინუა და ხოსია ნეგულაშვილები მოხსენიებულნი არიან დავით და აბაშ აბაშიშვილების მსახურებად.
საქართველოში 89 ნეგულაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 46, თეთრი წყაროში – 26, გარდაბანში – 17.
მირუაშვილი
მირ ფუძით არაერთი ქართული გვარია გაწყობილი, მაგალითად: მირაბაშვილი, მირამაშვილი, მირანაშვილი, მირაქაშვილი, მირველაშვილი, მირაზაშვილი, მირზიაშვილი, მირზუაშვილი, მირიანაშვილი, მირონიძე, მირიმანაშვილი, მირიმანიძე, მირიჯანაშვილი, მირმაშვილი, მიროტაძე, მირცხულავა და სხვა.
მირუაშვილი ერთ-ერთი უძველესი გვარია.
მისი ფუძეა საკუთარი სახელი მირუა. ეს სახელი ერქვა ქართლში მცხოვრებ აზნაურს, რომელიც თავისი მამულით ერგო ქვემო ქართლის მეწინავე სადროშოს მებატონეს, იოთამ ბარათაშვილს.
1537 წელს გულეულში მცხოვრები მირუაშვილი მამულით ერგო როსტევან ჯანიაშვილს.
ბოლნელი აბრამ ბარათაშვილის მიერ გიორგი შანშიაშვილისთვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნში, მოწმედ მოიხსენიება მახარებელი მირუაშვილი.
საქართველოში 771 მირუაშვილი ცხოვრობს: გორში – 424, თბილისში – 204, კასპში – 15. არიან სხვაგანაც.
ხეჩუაშვილი
გვარის ფუძეა მეტსახელი ხეჩუა.
ხეჩ-ით გაწყობილი გვარები ყველა ქართულია და მათი მატარებელნი ეროვნებით ქართველები არიან.
1721 წლის ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება ასლანა ხეჩუაშვილი.
საქართველოში 335 ხეჩუაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 203, კასპში – 48, ბოლნისში – 40.  არიან სხვაგანაც
ჯაჯანაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯაჯანა.
ჯაჯანაშვილების მეორე გვარია თვაური.
1836 წლის აღწერით, ღვევის სასოფლო საზოგადოებაში მოიხსენიებიან დიმიტრი, დავით და იაკობ თვაურები. იგივე ჯაჯანაშვილები.
საქართველოში 231 ჯაჯანაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 173, თბილისში – 35, კასპში – 6. არიან სხვაგანაც.
გორგოშიძე
გორგოშიძეთა გვარში ფუძედ გამოყენებულია მამაკაცის საკუთარი სახელი გორგა.
გორგი უძველესი საკუთარი სახელია, რომელიც ბევრ ისტორიულ წყაროსა თუ ხალხურ პოეზიაში გვხვდება.
ასევე, გვხვდება მამაკაცის საკუთარი სახელი გორგიშა, გორგოშა.
სხვათა შორის, გორგოშა გვხვდება ყველაზე ძველ ძეგლში – „ტბეთის სულთა მატიანეში“.
გორგა, აგრეთვე, საფუძვლად უდევს მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეებში ერთ-ერთ ნაწარმოებს გვარს – გორგაეთს.
ზოგიერთმა მეცნიერმა საკუთარი სახელი გორგა გიორგისთან გააიგივა, რაც დაუშვებელია და მცდარია. ეს სახელი უფრო სპარსული სიტყვიდან – „გორგადან“ იღებს სათავეს, რაც ქართულად „მგელს“ ნიშნავს.
გორგოშიძე-გორგოშაძე გვარის ეტიმოლოგიას რამდენიმე მკვლევარი შეეხო. იოსებ ბექირიშვილმა ისინი გოშუა-გოშაძეს და გორგოშიათა გვარებს დაუკავშირა, რაც მართებული არ უნდა იყოს. როგორც ჩანს, მკვლევრებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ გაცილებით ადრე, დაახლოებით მეცამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, გვხვდება გვარები გოშუანი და გოშვანი.
გორგოშაძე აჭარული გვარია, გორგოშიძე კი – მისი განაყოფი გვარი.
გორგოშაძეები გურიაშიც ცხოვრობენ, მაგრამ მათი უმრავლესობა გორგოშიძედ არის ჩაწერილი.
ამ გვარის წარმომადგენლები ძირითადად ცხოვრობენ კორნათში, აჭარისწყალში, ერგეთში, სიმონეთსა და ბათუმში. ეს გვარი თურქეთშიც გვხვდება, კერძოდ, მარადიდში, მაგრამ აქ ისინი ოზგანად იწერებიან. როგორც ჩანს, მათი წინაპრები მღვდლები იყვნენ და მეტსახელად „ფაფაზი“ შეურქმევიათ, შვილები კი საბუთებში ფაფაზოღლად ჩაწერეს, ხოლო ზოგიერთი მათგანი იმამოღლად.
1614 წელს სვიმონ გურიელმა თავისი მამულის მოსახსენიებლად ბაოჭულა გორგოშიძე აჭის წმიდა გიორგის შესწირა და გამოსაღები დაუწესა.
საქართველოში 83 გორგოშიძე ცხოვრობს: ზუგდიდში – 48, ქუთაისში – 17, თბილისში – 14. არიან სხვაგანაც.
მაკარაშვილი – მაკარიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მაკარი, რომელიც ბერძნული წარმოშობისაა და ქართულად ბედნიერს, ნეტარს ნიშნავს.
1661 წელს ელიზბარ სოლოღაშვილის ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება ივანე მაკარაშვილი.
1781 წელს ერტისში მოიხსენიება დავით სარდლის ყმა ივანე მაკარაშვილი.
ამავე ძირისაა გვარი მაკარიძე.
საქართველოში 467 მაკარაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 301, მცხეთაში – 93, გარდაბანში – 73.
რამინაშვილი – რამინიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი რამინი, რომელიც ინდურ-ირანული წარმოშობისაა და მორჩილს, დამჯერს ნიშნავს.
1941 წელს სანდრო რამინაშვილი ამბროლაურის რაიონის სოფელ კაჩაეთიდან ასურეთში გადასახლებულა.
გაბრიელ რამინიშვილი მოიხსენიება არზაში გაბრიელ რამინიშვილის ვალის თაობაზე შედგენილი გიორგი მეთორმეტის ოქმში, 1860 წელს.
საქართველოში 264 რამინაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 54, ქუთაისში – 44, ხობში – 26. არიან სხვაგანაც.
45 – რამინიშვილი: თბილისში – 32, სამტრედიაში – 4, აბაშაში – 2. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

скачать dle 11.3