ვეტერინარის რჩევები
კითხვა: როცა ძაღლი აგზნებულია, შეიძლება თუ არა მას დამამშვიდებელი პრეპარატი მივცეთ და უქმნის თუ არა ეს საფრთხეს ცხოველს?
პასუხი: სხვადასხვა დამამშვიდებელი ცხოველში იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვას და, შეიძლება, ამან გულის გაჩერებაც კი გამოიწვიოს. ამიტომ, ვეტერინარის კონსულტაციის გარეშე ნუ მისცემთ თავს უფლებას, თქვენს ძაღლს მსგავსი პრეპარატები მისცეთ და ამით მას საფრთხე შეუქმნათ.
კითხვა: წელს პირველად მივდივარ ქალაქგარეთ ჩემს ძაღლთან ერთად. მაინტერესებს, არის თუ არა იმის საშიშროება, რომ ძაღლს გზაში გული აერიოს ან ცუდად გახდეს?
პასუხი: პირველი რჩევა ის იქნება, რომ გამგზავრების წინ უმჯობესია, ძაღლს საკვები არ მისცეთ, რადგან გადაადგილების დროს, შეიძლება, მას გული აერიოს. თუმცა, ეს ინდივიდუალურია, ისევე, როგორც ადამიანის შემთხვევაში. ზოგი ძაღლი მგზავრობას ჩვეულებრივად იტანს, ზოგზე კი ეს ცუდად მოქმედებს.
კითხვა: ჩემს ძაღლს კოჟრის მსგავსი რაღაც გამოუვიდა და ძალიან წუხს. თუ შეიძლება მითხარით როგორ ვუმკურნალო?
პასუხი: კოჟრის მკურნალობა ძირითადად კოსმეტიკური საშუალებებით ხდება. მაგალითად, მას შეიძლება უმკურნალოთ შამპუნებით, ანტისეპტიკური საშუალებებითა და მალამოებით. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორების მოშორებას, ანუ კანზე ნაწოლების მოშორებას. შემდგომში ძაღლს აუცილებლად უნდა დაუდოთ რბილი ქვეშაგები. აღნიშნული სახის კოჟრების ქირურგიული მეთოდით მოცილება არაა რეკომენდებული, რადგან ამ დროს ხშირია შემთხვევები, როცა ჭრილობა ცუდად ხორცდება და, ასევე, არსებობს მისი ხელახლა განვითარების ძალიან დიდი ალბათობა.
გვერდი მოამზადა