კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ და რა საშუალებით ხდება ცხოველის დასნებოვნება პარაზიტებისგან და უქმნის თუ არა ის საფრთხეს ძაღლის ორგანიზმს



ზაფხული გაცილებით მეტ ყურადღებას ითხოვს თქვენი ცხოველის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თემა ზაფხულში რწყილების მომრავლებაა, რომელიც არა მხოლოდ დისკომფორტს უქმნის თქვენს ძაღლს, არამედ საკმაოდ დიდ სასიცოცხლო საფრთხესაც. რა და როგორ უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ცხოველი მსგავს სიტუაციაში არ აღმოჩნდეს, ამასთან დაკავშირებით ვეტერინარი, მეცნიერებათა დოქტორი ზაქრო ბაჯიაშვილი მოგითხრობთ.
– როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ჩვენს ცხოველს რწყილები გაუჩნდება?
– პირველ ყოვლისა, არ ღირს ამაზე ძალიან ნერვიულობა, რადგან ეს არ არის ყველაზე საშიში პრობლემა. ბევრი პატრონი არც აქცევს ყურადღებას იმას, რომ მისი ცხოველი  რწყილებითაა დაინვაზირებული. ბევრს ისიც ჰგონია, რომ, არ შეიძლება რწყილები შინაურ ცხოველებს ჰყავდეთ. რწყილები, შეიძლება, ცხოვრობდნენ სხვა ცხოველების ბეწვის საფარში და იქიდან მოხდეს ცხოველის დაინვაზირება; ასევე, ისინი ბინადრობდნენ გარე სამყაროშიც, მაგალითად: ბალახში, მიწაზე, ქვეშაგებში და ასე შემდეგ.
– და მაინც, რომელ ცხოველებს აქვთ  რწყილებით დასნებოვნების ყველაზე ნაკლები შანსი?
– მოგახსენებთ, ყველაზე ნაკლები შანსი რწყილებით დასნებოვნებისა ისეთ ცხოველებს აქვს, რომლებიც ქუჩაში საერთოდ არ გადიან. მიუხედავად ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ რწყილები ცხოვრობენ სარდაფებში, უპატრონო ცხოველების ბეწვში, რომლებიც ცხოვრობენ და იკვებებიან სადარბაზოებთან, ან, უშუალოდ, სადარბაზოებში. ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, ისინი თავისუფლად გადავიდნენ ტანსაცმელზე და ფეხსაცმელზე და ჩვენ თვითონ მივუტანოთ ჩვენს ცხოველს პარაზიტები.
 არსებობს პატრონების კატეგორია, რომლებსაც ნაკლებად აწუხებთ თავიანთი ცხოველის რწყილებით დაინვაზირება. ამ პარაზიტის გამავრცელებელი შეიძლება იყოს კატა, რომელიც თავისუფლად სეირნობს ქუჩაში; ასევე, ცხოველი, რომელიც ცხოვრობს პირველ სართულზე, ან, ძაღლები, რომლებიც ვოლიერებში ბინადრობენ. ამიტომ, ასეთი დამოკიდებულება არასწორია, რადგან რწყილებით შესაძლოა, გადავიდეს მთელი რიგი დაავადებებისა.
– რა დაავადებებზეა საუბარი?
– ალერგიული დერმატიტები, რომელიც გამოწვეულია რწყილებით, ძალიან ხშირად გვხვდება და მიმდინარეობს ძლიერი ქავილით. აღნიშნული დაავადება გამოწვეულია ძაღლისა და კატის კანში მოხვედრილი რწყილის ნერწყვით, რაც იწვევს ძლიერ ალერგიას. რწყილის ნერწყვი შეიცავს სულ მცირე 15 ალერგიულ კომპონენტს. დაავადებას ახასიათებს სეზონურობა.
– იქნებ უფრო დაწვრილებით მოგვითხროთ ამ დაავადებების შესახებ, რომ ძაღლების პატრონები, რომლებიც გულგრილობას იჩენენ რწყილებთან დაკავშირებით, დაფიქრდნენ და მეტი ყურადღება მიაქციონ ამ პრობლემას.
– ერთ-ერთი დაავადებაა ჰემობართელიოზი, კატების ინფექციური ანემია, მისი აღმძვრელი იწვევს ერითროციტების დაზიანებას მიკროორგანიზმში. ეკვრის ერითროციტის მემბრანას, მემბრანის საშუალებით აღწევს მასში და აზიანებს მის მთლიანობას. დაავადების გადაცემა ავადმყოფი ცხოველიდან ჯანმრთელზე რწყილების საშუალებით ხდება.
 რაც შეეხება დიფილიდიოზს, ეს არის ძაღლებისა და კატების  პარაზიტული დაავადება და მისი აღმძვრელია ცესტოდა, რომელიც პარაზიტობს ცხოველის წვრილ ნაწლავებში. პარაზიტი ცხოველის ორგანიზმში აღწევს ლარვის სახით. ის ორგანიზმში ხვდება რწყილის ჩაყლაპვით, რომელშიც არის პარაზიტის ლარვა. წვრილ ნაწლავებში ლარვა ეკვრის ნაწლავის კედელს და აღწევს ზრდასრულ ფორმას, რომელიც, სიგრძით, შეიძლება, ერთ მეტრამდე იყოს. პარაზიტი იკვებება ნაწლავის კედლიდან და გამოყოფს თავის ცხოველმყოფელობის პროდუქტებს, ტოქსინებს. ასევე, პარაზიტი  მექანიკურად აღიზიანებს და აზიანებს ნაწლავის კედლებს, იწვევს სისხლდენებსა და მექანიკურ გაუვალობებს.
– დაავადების სიმპტომები როგორია?
– დაავადების სიმპტომები სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. მაგალითად, გაუკუღმართებული მადა ან უმადობა, სიგამხდრე, უკანა გასასვლელის ქავილი,  ფაღარათი, ხანდახან გულისრევა. პარაზიტი გარემოში გამოყოფს კვერცხებს, რაც ხვდება რწყილის ორგანიზმში და აღწევს ლარვის სტადიას.
– რა რჩევას მისცემთ ძაღლის პატრონებს?
– იმისთვის, რომ გავათავისუფლოთ ჩვენი ოთხფეხა მეგობარი რწყილებისაგან, არსებობს ბრძოლის მრავალი საშუალება: რწყილების საწინააღმდეგო შამპუნი, წვეთები, საყელოები და ანტიპარაზიტული სპრეები,  რომლებიც უნდა გამოვიყენოთ კომპლექსურად. უმჯობესია, შევიძინოთ ისეთი პრეპარატები, რომლებიც წარმოებულია და მოწოდებულია მსოფლიოში წამყვანი და აპრობირებული ფირმების მიერ და აუცილებლად გამოვიყენოთ ინსტრუქციის შესაბამისად.
 და, ბოლოს, რწყილების ინვაზიის შემდეგ, აუცილებლად უნდა დავამუშაოთ ჩვენი ცხოველი ანტიჰელმინთური საშუალებებით, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რწყილები ითვლებიან  ჰელმინთების გადამტანებად. რწყილებით დაინვაზირების შემდეგ, კანზე ალერგიული რეაქციებისა თუ რამე სხვაგვარი პათოლოგიების დროს, აუცილებლად უნდა მიმართოთ ვეტერინარს, რომელიც გაგიწევთ კვალიფიციურ დახმარებას.

скачать dle 11.3