რა მოხდა ამ დღეს
18 ივლისი
64 – რომში დაიწყო დიდი ხანძარი, რომელმაც ქალაქის 10 უბანი გაანადგურა, დადიოდა ხმები, რომ ხანძარი იმპერატორ ნერონის ბრძანებით გააჩინეს. თვით ნერონმა კი ის ქრისტიანებს დააბრალა.
1921 – საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა, სადაც შემოიღეს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო სავალდებულო აცრა ბავშვებისთვის („ბეცეჟე“).
1925 – პირველად გამოქვეყნდა ადოლფ ჰიტლერის „მაინ კამპფი“.
1942 – ცაში აიჭრა პირველი რეაქტიული თვითმფრინავი „მესერშმიდტ-262“.
1968 – დაარსდა მაღალტექნოლოგიური კორპორაცია „Intel“.
19 ივლისი
1870 – დაიწყო საფრანგეთ-პრუსიის ომი, რომელიც სექტემბერში საფრანგეთის განადგურებით დასრულდა.
1886 – ლუქსემბურგში შედგა ფერენც ლისტის უკანასკნელი კონცერტი.
1900 – გაიხსნა პარიზის მეტრო.
1903 – ფრანგი მორის გარენი გახდა ველორბოლა „ტურ დე ფრანსის“ პირველი გამარჯვებული.
1908 – დაარსდა საფეხბურთო კლუბი როტერდამის „ფეინოორდი“.
1946 – ეპიზოდური როლით ერთ-ერთ უმნიშვნელო ფილმში შედგა მერლინ მონროს კინოდებიუტი.
20 ივლისი
1924 – დაარსდა საერთაშორისო საჭადრაკო ორგანიზაცია – ფიდე.
1944 – ფაშისტურ გერმანიაში განხორციელდა ჰიტლერის მკვლელობის წარუმატებელი მცდელობა.
1969 – ადამიანმა პირველად დადგა ფეხი მთვარეზე.
21 ივლისი
1613 – რუსეთში გამეფდა რომანოვების დინასტია.
1773 – რომის პაპმა კლიმენტი მეთოთხმეტემ გააუქმა იეზუიტთა ორდენი.
1789 – ბრძოლა პირამიდებთან, ნაპოლეონ ბონაპარტემ დაამარცხა მამლუქთა არმია.
1983 – ანტარქტიდაში სადგურ „ვოსტოკზე“ დაფიქსირდა მსოფლიოში ყველაზე უფრო დაბალი ტემპერატურა - 89 გრადუსი ცელსიუსით.
22 ივლისი
1456 – ბელგრადის ბრძოლაში უნგრეთის სამეფოს რეგენტმა – იანოშ ჰუნიადიმ დაამარცხა ოსმალეთის სულთანი მეჰმედ მეორე და ამით გადაარჩინა თავისი ქვეყანა დაპყრობას (1526 წლამდე).
1796 – დაარსდა ქალაქი კლივლენდი (ამერიკის შეერთებული შტატები).
1898 – სოფელ შუშენსკოეში შედგა ვლადიმირ ულიანოვისა და ნადეჟდა კრუპსკაიას ქორწილი.
1918 – ერთგვარი რეკორდი – ერთმა ელვამ საძოვარზე მოკლა 504 ცხვარი (ამერიკის შეერთებული შტატები, იუტას შტატი).
23 ივლისი
1901 – გერმანელმა მეცნიერმა, რობერტ კოხმა დაადგინა, რომ შავი ჭირის გადამტანები არიან რწყილები, რომლებიც თავის მხრივ „გადააქვთ“ ვირთხებს.
1944 – მაიდანეკი გახდა პირველი საკონცენტრაციო ბანაკი, რომელიც გაათავისუფლეს ანტიფაშისტურმა ძალებმა.
1995 – მიგელ ინდურაინი მეხუთედ გახდა „ტურ დე ფრანსის“ გამარჯვებული.
24 ივლისი
1701 – დაარსდა ქალაქი დეტროიტი (ამერიკის შეერთებული შტატები).
1704 – ინგლისელმა ადმირალმა ჯონ რუკმა ხელში ჩაიგდო ესპანეთის ჰიბრალტარი (დღემდე ინგლისის სამფლობელოა).
1783 – გაფორმდა გეორგიევსკის ტრაქტატი ქართლ-კახეთსა და რუსეთის იმპერიას შორის.
1847 – მორმონმა სექტანტებმა დააარსეს ქალაქი სოლტ-ლეიქ-სიტი (ამერიკის შეერთებული შტატების შტატი იუტა).
1911 – ამერიკელმა არქეოლოგმა ჰაირემ ბიგჰემმა პერუში აღმოაჩინა ინკების „დაკარგული ქალაქი“ – მაჩუ პიქჩუ.
1956 – რუსეთში დაარსდა ფიზიკოსთა ქალაქი დუბნა.