კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იდეალური თმის 5 „საიდუმლო“

ხშირად ხდება ისე, რომ სალონიდან გამოსვლის შემდეგ, სულ ორ-სამ საათში, თქვენმა ლამაზმა ვარცხნილობამ ფორმა იცვალა: „მოიწყინა“, აიბურდა. ერთი სიტყვით, წვეულებაზე, თეატრში ან ოფიციალურ მიღებაზე მისულს დისკომფორტი შეგექმნათ და სტილისტზე გაგულისებული, ყოველ წუთს ჩუმად იყურებით პატარა სარკეში, რომ თმა შეისწოროთ. სინამდვილეში კი სტილისტი არაფერ შუაშია, უბრალოდ, თქვენ არ უვლით თმას სათანადოდ და შედეგიც სახეზეა – საგულდაგულოდ გაკეთებულ ვარცხნილობას ის ძალიან ცოტა ხანს გუობს, რადგან, როგორც უნდა გაგიკვირდეთ, თქვენი თმა არ არის წესრიგს მიჩვეული და ამიტომაც არ გემორჩილებათ.
ახლა გაგიმხელთ 5 „საიდუმლო“ წესს, რომელთა ინტენსიურად შესრულების შემთხვევაშიც, ყველაზე თხელი და „უხარისხო“ თმაც კი „გამოსწორდება“ და თქვენს ქალურ ხიბლს ხაზგასმით წარმოაჩენს.
„საიდუმლო“ ¹1: დაიბანეთ თავი ელემენტარული წესების დაცვით
დასველების წინ ჯერ კარგად დაივარცხნეთ, შემდეგ ხელისგულზე გააზავეთ შამპუნი წყლით და ქაფი ისე გადაანაწილეთ სველ თმაზე; განსაკუთრებით გულმოდგინედ დაიბანეთ თმა საფეთქლებთან, კისერთან და შუბლის ხაზის გასწვრივ და, ბოლოს, ძალიან კარგად ჩამოიბანეთ შამპუნი და ბალზამი.
„საიდუმლო“ ¹2 – დროულად მოიჭერით თმის დაზიანებული ბოლოები
თუ მოხდა ისე, რომ მოულოდნელად აღმოაჩინეთ გაყოფილი ბოლოები და მათ შესაკვეცად დრო აღარ გყოფნით (სადღაც გეჩქარებათ), თავის დაბანამდე წაისვით (თმის შუა ნაწილიდან ბოლომდე) სპეციალური აღმდგენი ნიღაბი (სასურველია, თუ ასეთი ნიღაბი ყოველთვის გექნებათ მომარაგებული „შავი დღისთვის“), გაიჩერეთ 5 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ კონდენციონერიანი შამპუნით. ამის შედეგად დღის განმავლობაში თქვენი თმა მორჩილი იქნება, მაგრამ მეორე დღეს პრობლემა ისევ განმეორდება. ამიტომ, აუცილებლად მოგიწევთ სალონში წასვლა და „ბოლოჭამიების“ შეჭრა. მაგრამ, პრობლემა რომ აღარ განმეორდეს, ერთი თვის განმავლობაში, ზემოთ ნახსენები ნიღბის პარალელურად, ყოველ მეორე დღეს მაინც, გაიკეთეთ თმის სითბური „შეფუთვა“: შეათბეთ 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, კარგად შეიზილეთ თმის ბოლოებში და ჩამოიცვით ცელოფნის ქუდი. 1 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ ათქვეფილი კვერცხის გულითა და გვირილის ნახარშით. შეეცადეთ, მაქსიმალურად იშვიათად გაიშროთ თმა ფენით.
„საიდუმლო“ ¹3: რეგულარულად გაიკეთეთ თავის მასაჟი – ეს აუმჯობესებს თმის ძირების კვებას
ეს პროცედურა განსაკუთრებით კარგია, თუ თხელი თმა გაქვთ. მასაჟი კეთდება თითებით, თავის დაბანის პროცესში – ამ დროს ძლიერდება თავის კანში სისხლის მიმოქცევა, რაც აუმჯობესებს შამპუნში ან თმის მოვლის სხვა საშუალებებში არსებული მკვებავი ნივთიერებების აქტიურ ზემოქმედებას, რის შედეგადაც სტიმულირდება თმის ზრდის პროცესი. მაგრამ, მასაჟი უნდა გაკეთდეს ძალიან ფრთხილად და ნაზად (რომ არ მოხდეს გამელოტების პროვოცირება) და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენს თმას არ აქვს ცხიმიანობისკენ მიდრეკილება.
„საიდუმლო“ ¹4: ნუ დაინანებთ ფულს
სავარცხელში
თუ სავარცხლის ყიდვისას იძუნწებთ, ეს ძალიან მალე აისახება თქვენი თმის ხარისხსა და ზოგად მდგომარეობაზე. იმისთვის, რომ თქვენს თმას ჩვეულებრივი დავარცხნის შემდეგ ჰქონდეს სასურველი მოცულობა, უნდა შეიძინოთ „ზღარბი“ სავარცხელი, რომელსაც აქვს გრძელი, არცთუ ხშირი კბილები, რომლებიც მომრგვალებული რეზინის ბურთულებით არის დაბოლოებული. ასეთი კონსტრუქცია თმის ღერებს ძირებიდან სწევს ზემოთ და თითოეულ ღერს შორის თანაბრად ატარებს ჰაერს, რაც აჩქარებს თმის გაშრობას და ზრდის მის მოცულობას.
„საიდუმლო“ ¹5: მოუარეთ შეღებილ თმას
მოვლა უნდა დაიწყოთ არა შეღებვის შემდეგ, არამედ მანამდე: ვინაიდან უამიაკო საღებავიც კი აშრობს თავის კანსა და თავად თმასაც, ამიტომ, შეღებვამდე ერთი კვირით ადრე, თმა 2-3-ჯერ უნდა დაიბანოთ დამატენიანებელი შამპუნით. შეიძლება, ბევრმა არ იცის, რომ თმა განსაკუთრებით ზიანდება მაშინ, როცა ხდება მისი ბაცი ფერიდან მუქ ფერად შეღებვა. ამიტომ, ასეთ დროს, შეღებვისთანავე უნდა გაიკეთოთ სპეციალური აღმდგენი ნიღაბი, რაც მთელი კვირის განმავლობაში კიდევ 2-3-ჯერ უნდა გაიმეოროთ.

скачать dle 11.3