კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შექმენი ის...

ანუ, შექმენი საკუთარი სტილი – ის თქვენი სავიზიტო ბარათი იქნება, რომელიც ბევრ დაკეტილ კარს გაგიღებთ. სწორედ ჩვენ მიერ შექმნილი სტილი გვმატებს თავდაჯერებულობას და გვანიჭებს უამრავ უპირატესობას. თუ დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ იმ ადამიანებისთვის, რომელთაც უკვე აქვთ საკუთარი სტილი, ცხოვრება გაცილებით იოლია. შეცდომები კი მოსდის ყველას და ამას ნაკლებად აქვს მნიშვნელობა.
სტილი გვანიჭებს ორიგინალურობას და ძალიან გვიწყობს ხელს ყოველდღიურობასთან ადაპტაციაში. სტილი საუკეთესო საშუალებაა, მოიპოვო საზოგადოების პატივისცემა. დაიმსახურო მათი ყურადღება. ხომ გინდათ, გამოგარჩიონ და დაგაფასონ? თუ ჯერაც არ გაქვთ თქვენი საკუთარი სტილი, შეეცადეთ და შექმენით ის.
საკუთარი სტილის განცდა გიჩენთ პოზიტიურ ემოციებს და ეს უკვე არის ერთი დიდი ნაბიჯი, გადადგმული პოზიტივის მისაღებად. ასეთი სტიმული ხელს გიწყობთ სიძნელეების დაძლევაში. წარმატების პერიოდები ყველას აქვს, ამის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. მაგრამ, როცა გაქვს სტილი და ხარ თავდაჯერებული, ისიც იცი, რომ ყველაფერი ცუდი მალე გაივლის.
ფაქტია, რომ ისინი, ვისაც აქვთ საკუთარი სტილი, ადვილად აბამენ ნაცნობობას. მარტივად გამოსდით ურთიერთობები და, ბუნებრივია, რომ ისინი არიან პიროვნებები მკვეთრად გამოხატული ღირსებებითა და ინდივიდუალიზმით. ასე რომ, ნამდვილად ღირს, სცადოთ – აუცილებლად გამოგივათ!

скачать dle 11.3