კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როცა იღბალი გიღიმის...

იქნებ, ფიქრობთ, რომ ყველაფერი შემთხვევით მოხდა – შემთხვევით აღმოჩნდით საჭირო დროს საჭირო ადგილას? ასე არ ხდება... იღბალი უღიმის იმას, ვინც იმსახურებს. ცოტა იშრომეთ იმისთვის, რომ გაგმართლებოდათ? აბა, დაფიქრდით, რამდენი დრო დაგჭირდათ, რომ მიმხვდარიყავით, რა გჭირდებოდათ ცხოვრებაში და როგორ უნდა მიგეღწიათ მიზნისთვის. წარმატება არ მოდის შემთხვევით და, საერთოდაც, შემთხვევით არაფერი ხდება. აუცილებელია, სწორად შეაფასოთ და დააფასოთ საკუთარი წარმატებები, ასევე მიღწევები, იყოთ ფხიზლად და დაიცვათ საკუთარი მონაპოვარი. უნდა გახსოვდეთ, რომ ამქვეყნად მარადიული არაფერია. ხომ არ გინდათ, რომ ხვალ ყველაფერი გაქრეს?! ჩართეთ შინაგანი კონტროლის მექანიზმი – ეს ნიშნავს იმას, რომ დარწმუნებული იყოთ მთავარში: თქვენ თავად ხართ საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონი, თავად მართავთ მას, პასუხისმგებელი ხართ ყველაფერზე, რაც ხდება და რაც მომავალში მოხდება.
ადამიანები, რომლებიც საკუთარ წარმატებებს პირად დამსახურებას მიაწერენ და არ იქმნიან იმის ილუზიას, რომ შემთხვევით გამოარჩია ბედმა, გაცილებით მარტივად ჭრიან პრობლემებს და ნაკლებ შეცდომებსაც უშვებენ, ისინი არასოდეს წყევლიან და აგინებენ ბედს, თუკი ოდესმე, რამეში არ გაუმართლებთ. პირიქით, კარგად აანალიზებენ მომხდარს, აკეთებენ სწორ დასკვნებს და ცდილობენ, შეცვალონ ის, რისი შეცვლაც აუცილებელია, რათა ხვალ მაინც არ განმეორდეს იგივე.
სხვათა შორის, თქვენთვისვე იქნება სასარგებლო, თუ თქვენს ახლობლებს ეცოდინებათ, რომ დამსახურებულად გაგიმართლათ და არა შემთხვევით. ნუ შეიქმნით ბედის ნებიერის იმიჯს და ნუ გადაიქცევით შურის სამიზნედ. აჯობებს, ახლობლებმაც აღიარონ, რომ იღბალმა ალალბედზე კი არ გაგიღიმათ, არამედ, თქვენ ამისთვის მუხლჩაუხრელად იშრომეთ.

скачать dle 11.3