დღის რომელ მონაკვეთშია მზად ორგანიზმი ფიზიკური დატვირთვისთვის
თუ გსურთ, ღრმა სიბერემდე ნათელი გონება, ენერგია და შრომისუნარიანობა შეინარჩუნოთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები.
კვლევებით დადგინდა, რომ ადამიანის ყველა შინაგანი ორგანო, მათ შორის ტვინიც, მთელი სიცოცხლის განმავლობაში კარგად რომ გემსახუროთ, დღეში სამჯერ მაინც უნდა ივარჯიშოთ. სხვათა შორის, სწორედ დღეში სამჯერ აღწევს ორგანიზმის ფიზიკური ძალები მაქსიმუმს და ასევე, დღეში სამჯერ დგება დაღლილობის პერიოდიც. ეს პერიოდები უნდა იცოდეთ და გაითვალისწინოთ ასევე, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში, სწორად დაგეგმოთ ნებისმიერი ნაბიჯი. ეს გარანტირებული ჯანმრთელობის საწინდარია.
თუ ეცდებით, რომ ნერვულ სტრესს აარიდოთ თავი, ორგანიზმი გადაღლილობისგან იხსნათ, შრომის ნაყოფიერება გაზარდოთ და ასევე, საუკეთესო გუნება-განწყობა შეიქმნათ, მაშინ ყველაფერი რიგზე იქნება.
გთავაზობთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. მაგალითად:
* ადამიანისთვის დღის ორი საათიდან ოთხ საათამდე არ არის რეკომენდებული საჭესთან ჯდომა, რადგან ამ დროს ორგანიზმი უდიდეს დატვირთვას განიცდის.
* სწავლის, ინტელექტუალური განვითარების და სხვა დატვირთვისთვის საუკეთესო დროა 4-დან ექვს საათამდე.
* ადამიანისთვის ყველაზე აქტიური და შრომისუნარიანი პერიოდი ათიდან თორმეტ საათამდე დგება. ამ დროს კარგია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, პრობლემების მოგვარება, ხელშეკრულებების დადება და პარტნიორებთან მოლაპარაკებები.
* ფიზიკური შრომისთვის კარგია სამიდან ოთხ საათამდე პერიოდი. ამიტომ, ყველაზე მძიმე და მნიშვნელოვანი ფიზიკური სამუშაო სწორედ ამ მონაკვეთში უნდა შეასრულოთ.
* სპორტს დაუთმეთ დღის პირველი ნახევარი. ამ დროს ვარჯიში გაცილებით დადებით შედეგს მოგიტანთ.
* დღის პირველი საათიდან ორ საათამდე აუცილებელია საკვების მიღება. ამით თავიდან აიცილებთ კუჭისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებს.
* რვიდან ათ საათამდე კი შეგიძლიათ, უყუროთ ტელევიზორს ან იკითხოთ წიგნი. ამით ძილისთვის კარგ პირობას შეიქმნით.