კუჭქვეშა ჯირკვლის სამკურნალოდ სვით ლობიოს ჩენჩოსა და მოცვის ფოთლების ნახარში
სამკურნალოდ გამოიყენება ლობიოს პარკის ჩენჩო, რადგან ის შეიცავს ტრიგონელინს, ანუ ბეტოინს, არგინინს, ტიროზინს, ლევიცინს, დიზინს, ამინომჟავებს, ასპარანგინსა და ხოლინს, ასევე, ორმოცდაათ პროცენტამდე ფემიცელულოზას.
რევმატიზმისა და თირკმელების დაავადების დროს გამოწვეული წყალმანკის დროს, როგორც შარდმდენი საშუალება, კარგია შემდეგი ნაყენი: 30 გრამ დაქუცმაცებულ ლობიოს ჩენჩოს დაასხით 1 ლიტრი წყალი, წამოადუღეთ, გააცივეთ და გადაწურეთ. მიიღეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ნახევარი ჩაის ჭიქა.
წითელი ქარით გამოწვეული ანთების დროს მტკივან ადგილზე დაიყარეთ ლობიოს ჩენჩოს დაფქული მასა.
ლობიოს ჩენჩო მოცვის ფოთლებთან ერთად ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით ერთი ლიტრი წყალი და წამოადუღეთ. ეს ნაყენი კარგია კუჭქვეშა ჯირკვლის სამკურნალოდ, ასევე, შაქრიანი დიაბეტის დროს.
თირკმელების ანთების დროს ლობიოს ჩენჩოსა და სიმინდის ულვაშს დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი, ადუღეთ და ნახარში დალიეთ ყოველი ჭამის შემდეგ, ერთი ყავის ჭიქის ოდენობით.