ყველაზე სექსუალური ქალი ფეხბურთელები
ინტერნეტ-გამოცემა „ფრეტჰაუსსპორტმა” პლანეტის ათი ყველაზე სექსუალური ქალი ფეხბურთელისგან შემდგარი ტოპ-ათეული გამოაქვეყნა. რეიტინგში ის სპორტსმენები მოხვდნენ, რომლებიც გერმანიაში ახლახან დასრულებულ ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატში იღებდნენ მონაწილეობას. ყველაზე სექსუალურ ფეხბურთელებს შორის მოხვდნენ: ფრანგები – კორინ ფრანკო და გაეტან ტინე; ამერიკელები – ჰიტერ მიტსი და ალექს მორგანი; კანადელები – კეილინ კაილი და ჟონელ ფილინიო; მექსიკელი ნაიელ რაინჰელი; ავსტრალიელი ელაის პერი; შვედი ჟოზეფინ ოკვისტი და გერმანელი მადელინ გასკე. საინტერესოა, რომ მუნდიალის დაწყებამდე ხუთმა გერმანელმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა „ფლეიბოის” ორგანიზებულ ფოტოსესიაში, თუმცა, არც ერთი მათგანი არ მოხვდა აღნიშნულ რეიტინგში.