კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეშლისა და შერილის მეორე ცდა



„ჩელსისა” და ინგლისის ნაკრების ვარსკვლავი ეშლი კოული და პოპ-ვარსკვლავი შერილ კოული ხელმეორედ დაქორწინებისთვის ემზადებიან. წყვილი, რომელიც ერთ დროს დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ოჯახურ წყვილად ითვლებოდა, ეშლის გაუთავებელი დროსტარებებისა და ხშირი ღალატის გამო დაშორდა ერთმანეთს. დაცილების შემდეგ შერილი ამერიკაში გაემგზავრა, სადაც თავისი კარიერის მოწყობას ცდილობდა დიდ სცენაზე, ხოლო კენტად დარჩენილი ეშლი ინგლისური ტაბლოიდების ხშირი სტუმარი ხდებოდა და ყოველ ჯერზე ახალ „გერლფრენდთან“ ერთად ჩნდებოდა პრესის ფურცლებზე. თუმცა, როგორც ჩანს, ეშლიმ საბოლოოდ მაინც ექსმეუღლესთან დაბრუნება გადაწყვიტა და პირველი ნაბიჯი 30 ივნისს, შერილის დაბადების დღეზე გადადგა, როდესაც ბუშტებით, საჩუქრებითა და ყვავილებით მივიდა წვეულებაზე. გაზეთ „დეილი მეილის” ცნობით, კოულების ოჯახთან დაახლოებული პირის თქმით, შერილმა ყველაფერი აპატია ეშლის და ისინი თავიანთი მეორე ქორწილისთვის ემზადებიან.

скачать dle 11.3