ოლიმპიადა სამხრეთ კორეაში ბრუნდება
2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლის ვინაობა ცნობილია: სამხრეთკორეული ქალაქი ფხენჩხანი პირველად უმასპინძლებს უდიდეს სპორტულ ფორუმს. კორეელები მესამე ცდაზე გახდნენ ოლიმპიადის მასპინძლები – 2010 წელს ვანკუვერთან, ხოლო 2014 წელს სოჭთან დამარცხდნენ კენჭისყრის დროს. ზამთრის ოლიმპიადა ისტორიაში პირველად ჩატარდება სამხრეთ კორეაში, აქამდე მხოლოდ ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძლობის გამოცდილება ჰქონდათ კორეელებს – 1988 წელს, სეულში. ხოლო ზამთრის ოლიმპიადა აზიის კონტინენტზე მანამდე მხოლოდ ორჯერ გაიმართა და ორივეჯერ მასპინძელი იაპონია იყო: 1972 წელს – საპორო და 1998 წელს – ნაგანო.