კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ სამხრეთამერიკულ ქვეყანაში ცხოვრობს მსოფლიოში ყველაზე დიდი ლუდსახარშის მფლობელი ხორხე პაულო ლემანი და რომელ ბრაზილიელ მილიარდერს აქვს ნათამაშები ჩოგბურთი უიმბლდონის კორტებზე



კარგი დრო უდგას ბრაზილიას. სამხრეთ ამერიკის ყველაზე დიდი სახელმწიფო კონტინენტზე მოწინავე ქვეყნად ყალიბდება, რომელიც ახლო მომავალში ღირსეულ კონკურენციას გაუწევს მსოფლიოს ლიდერ სახელმწიფოებს. ნავთობისა და გაზის ახალი საბადოების აღმოჩენის, 2014 წლის ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატისა და 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძლობის მოპოვების შემდეგ, ბრაზილიის ეკონომიკას აღმასვლას უწინასწარმეტყველებენ და, ეკონომიკური ექსპერტების ვერსიით, 2050 წლისთვის ბრაზილია ნედლეულის ნომერ პირველი ექსპორტიორი გახდება მსოფლიოში. „ფორბსის” 2011 წლის მილიარდერთა რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მილიარდერთა რაოდენობით ბრაზილიამ უკვე გადაასწრო კანადას და მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩამორჩება. ამჯერად ბრაზილიელი მილიარდერების ტოპ-ათეულს გთავაზობთ. სულ კი სამხრეთ ამერიკის ამ ქვეყანაში მათი რაოდენობა 30-ს შეადგენს.
ეიკე ბატისტა – 30 მილიარდი დოლარი
ბრაზილიის უმდიდრეს ადამიანს „ფორბსის” მილიარდერთა მსოფლიო რეიტინგში მერვე პოზიცია უკავია. 54 წლის ბატისტამ მილიარდები რკინის მადნისა და ნავთობის ბიზნესში ჩადებული ინვესტიციებით მოიპოვა. ერთხანს მას ბრაზილიელი სამართალდამცველები ოქროს კონტრაბანდიზმში ადანაშაულებდნენ, თუმცა, რეალური სამხილების მოძიება ბატისტას წინააღმდეგ მაინც ვერ მოახერხეს. თავად მილიარდერს პრესისთვის არაერთხელ განუცხადებია, რომ 2020 წლისთვის თავისი კაპიტალის გაზრდას 100 მილიარდ დოლარამდე გეგმავს და მისი მთავარი მიზანი პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსის მოპოვებაა.
ხორხე პაულო ლემანი – 13,3 მილიარდი დოლარი
„ლუდის ბარონად“ წოდებული ხორხე პაულო ლემანი „ბურგერების მეფედაც“ შეიძლება მოვიხსენიოთ, რადგან გასულ წელს პარტნიორებთან ერთად 4 მილიარდ დოლარად „ბურგერ ქინგ ჰოლდინგი” შეიძინა. ლემანი ბრაზილიაში უდიდესი და მსოფლიოს ერთ-ერთი უზარმაზარი ლუდსახარშის „ანჰეუზერ-ბუშ ინბევის” მოწილეა. საინტერესოა, რომ ახალგაზრდობაში ლემანი ჩოგბურთით იყო გატაცებული და ერთხელ, „დიდი სლემის“ ტურნირზე, უიმბლდონის კორტებზეც კი ითამაშა.
ჯოზეფ საფრა – 11,4 მილიარდი დოლარი
„ფორბსის” 68-ე ნომერი, ჯოზეფ საფრა, ფლობს ბრაზილიის სიდიდით მეცხრე ბანკს – „ბანკო საფრას”. იგი აგრეთვე – „საფრა ნეშიონალ ბანკ ოფ ნიუ-იორკისა” და „ბანკო საფრა-ლუქსემბურგის აქციების მფლობელია”. ჯოზეფ საფრა კიდევ იმით არის ცნობილი, რომ მან 2010 წელს 285 მილიონ დოლარად, ნიუ-იორკში, მედისონ ავენიუზე, უძრავი ქონება შეიძინა.
მარსელ ჰერმან ტელესი – 6,2 მილიარდი დოლარი
ხორხე პაულო ლემანთან ერთად, ჰერმან ტელესი ფლობს მსოფლიოს უდიდეს ლუდის კომპანიასა და სწრაფი კვების გიგანტი კომპანიის ქსელის – „ბურგერ ქინგზის” აქციებს. ტელესი პარტნიორებთან ერთად ფლობს სარიტეილერო კომპანიას – „ლოხას ამერიკანას”. თავისუფალ დროს ტელესს სათევზაოდ სიარული და მონაკოში დასვენება უყვარს. „ფორბსის” რეიტინგში ტელესს 158-ე ადგილი უკავია.
დოროტი სტეინბრუკი და ოჯახი – 5,8 მილიარდი დოლარი
დოროტი სტეინბრუკი ბრაზილიის უმდიდრესი ქალბატონია, რომლის ოჯახი აკონტროლებს სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ უმსხვილეს ფოლადის მწარმოებელ კომპანიას – „სიდერურგიკა ნასიონალს”. სტეინბრუკების ოჯახი, ასევე, აკონტროლებს ბანკს – „ფიბრას”. აღსანიშნავია, რომ ამჟამად დოროტი მთლიანად არის ჩამოშორებული ბიზნესის მართვას და კომპანიების ხელმძღვანელობას მისი შვილები, რიკარდო და ბენჟამინი ახორციელებენ. „ფორბსის” მსოფლიო რეიტინგში სტეინბრუკებს 173-ე ადგილი უკავია.
კარლოს ალბერტო სიცუპირა – 5,5 მილიარდი დოლარი
იგი ბრაზილიის „ლუდის ბარონების“ მესამე წევრია, რომელიც ხორხე პაულო ლემანთან და მარსელ ჰერმან ტელესტან ერთად ახორციელებს „ანჰეუზერ-ბუშ ინბევის” მართვას. მისი ბიზნესი თავისი პარტნიორების იდენტურია და სარიტეილერო და ჰამბურგერების ქსელს მოიცავს. თუმცა, ბიზნესპარტნიორებისგან განსხვავებით, სიცუპირას მოკრძალებული ადგილი უკავია „ფორბსის” მილიარდერთა რეიტინგში – ის მხოლოდ 185-ეა.
ანტონიო ერმირიო დე მორაეში – 5,3 მილიარდი დოლარი
ანტონიო მამის, ხოსე ერმირიო დე მორაეშის მიერ 1918 წელს დაარსებულ კონგლომერატს – „გრუპო ვონტორატიმს” უდგას სათავეში, რომელიც მოიცავს ფოლადის, საფინანსო, კონცენტრირებული ფორთოხლის წვენის, ენერგეტიკულ, ცემენტის, მაკულატურის, ქაღალდისა და ქიმიკატების ბიზნესს. 83 წლის ანტონიო მორაეში ბრაზილიური ბიზნესის პატრიარქად ითვლება და „ფორბსის” რეიტინგში მას 193-ე ადგილი უკავია.
ალოიზიო დე ანდრადე ფარია – 4,3 მილიარდი დოლარი
90 წლის ბრაზილიელი ბანკირი ლათინურ ამერიკაში პალმის ზეთის ერთ-ერთ უდიდეს მწარმოებელ კომპანიას – „აგროპალმას“ ფლობს. ამჟამად ალოიზიო თითქმის ჩამოშორებულია ბიზნესს და მთელ დროს თავის საჯინიბოში ატარებს, სადაც 150 ძვირად ღირებული ჯიშის ცხენი ჰყავს. ბიზნესში წასვლამდე ალოიზიო სამედიცინო სფეროში იყო დასაქმებული და ორი წლის განმავლობაში საავადმყოფოში ექიმად მუშაობდა. „ფორბსის” რეიტინგში იგი 247-ეა.
აბილიო დოს სანტოს დინიცი – 3,4 მილიარდი დოლარი
დინიცი ბრაზილიის უდიდესი სარიტეილერო კომპანიის – „კომპანია ბრაზილიერო დე დისტრიბუციოს” მფლობელია. აბილიოს მამა პორტუგალიელი ემიგრანტი იყო, რომელმაც 1948 წელს სან-პაულოში საცხობის გახსნით დაუდო სათავე დინიცების ბიზნესიმპერიის მშენებლობას. 1989 წელს აბილიო კანადელი ტერორისტების მიერ იყო გატაცებული და 7 დღის განმავლობაში იმყოფებოდა მათ ხელში, სანამ პოლიციამ  არ გაათავისუფლა. სამუშაო დღის განმავლობაში აბილიო დიდ ყურადღებას აქცევს კვების რეჟიმის დაცვას და რწმენის განმტკიცებას ლოცვის საშუალებით.
ალფრედო ეგიდიო არუდა ვილელა ფილიო – 3,2 მილიარდი დოლარი
ბრაზილიის უხუცესი საბანკო ოჯახის შთამომავალი, რომელიც 2008 წლიდან ჩაუდგა სათავეში „ბანკო იტაუს”, სიდიდით ბრაზილიის მეორე ბანკსა და მსოფლიოს 50 ყველაზე დიდ ბანკს შორის მოხვედრილ ორგანიზაციას ფლობს. 1994 წლიდან, დასთან, ანა-ლუსიასთან ერთად, ალფრედო არაკომერციულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს, რომელიც სოციალური პრობლემების მოგვარებით არის დაკავებული. ალფრედო და მისი და, ანა-ლუსია დე მატოს ბარეტო ვილელა, ერთად, 3,2 მილიარდი დოლარით თითოზე, „ფორბსის” რეიტინგში 347-ე ადგილს იკავებენ.

скачать dle 11.3