კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი



ვინ არის პრინც ჰარის ახალი მეგობარი გოგონა
დიდი ბრიტანეთის პრინცს ჰარის, ახალი მეგობარი გოგონა ჰყავს. მისი რჩეული 25 წლის მოდელი და მსახიობი ფლორენს ბრიუდენელ-ბრიუსია, რომელიც მანამდე „ფორმულა 1-ის“ მრბოლელ ჯენსონ ბატონთან კავშირში იყო შემჩნეული. გაზეთ „დეილი მეილის” ცნობით, ჰარი და ფლორენსი ერთი თვეა, რაც ხვდებიან, თუმცა, დიდი ხანია, იცნობენ ერთმანეთს. ფლორენსი წარმოშობით შეძლებული ოჯახიდან არის: მამა ბიზნესმენია – ღვინოებით ვაჭრობს, დედა კი მხატვარია. თავად ფლორენსი ამჟამად ქალის თეთრეულის რეკლამირებით არის დაკავებული. ასევე, მას ძალები კინემატოგრაფშიც აქვს მოსინჯული – ერთ-ერთ ბრიტანულ სერიალში და ინდურ მხატვრულ ფილმში. ბოლო დროს ბრიტანული ტაბლოიდები იუწყებოდნენ, რომ ჰარი თავისი ძმის მეუღლის, ქეით მიდლტონის დით, პიპათი იყო გატაცებული და წყვილს თითქოს რომანიც ჰქონდა, თუმცა, ეს ცნობა არ დადასტურდა.
ალბერ მეორე დაქორწინდა
მონაკოს თავადი და მეთაური ალბერ მეორე დაქორწინდა. 53 წლის მონარქის რჩეული, მისი დიდი ხნის მეგობარი ქალი, სამხრეთაფრიკელი მოცურავე შარლენ უითსტოკია. ალბერი და შარლენი 2000 წლიდან ხვდებოდნენ ერთმანეთს, 2010 წლის ივნისში დაინიშნენ, ხოლო ერთი წლის შემდეგ იქორწინეს. საქორწინო ცერემონიის შემდეგ, რომელიც მონაკოს თავადების დიდ დარბაზში გაიმართა, შარლენმა მონაკოს მთავრინას ტიტული მიიღო. ალბერ მეორის ქორწილთან დაკავშირებით მონაკოში სპეციალური მოწვევით ჯგუფმა „იგლსმა” და ელექტრონული მუსიკის ფრანგმა ვარსკვლავმა, ჟან-მიშელ ჟარმა დაუკრეს. შარლენ უითსტოკზე დაქორწინებამდე ალბერ მეორე პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სასიძო გახლდათ.
ბუნდესტაგის ყველაზე სექსუალური დეპუტატები
გერმანიაში მიმდინარეობს ინტერნეტ-გამოკითხვა, რომელმაც ქვეყნის პარლამენტის ყველაზე სექსუალური წარმომადგენლის ვინაობა უნდა დაადგინოს. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ჯერჯერობით „მემარცხენე” პარტიის წარმომადგენელი ქალი-დეპუტატები ლიდერობენ, თუმცა მათ უმნიშვნელო პროცენტით ჩამორჩებიან ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის დეპუტატები. შემდგომ პოზიციებზე ბუნდესტაგის სოციალ-დემოკრატებისა და ლიბერალების წარმომადგენელი დეპუტატები არიან განთავსებულნი. გერმანული ტაბლოიდების ცნობით, გამოკითხვაში ძირითადად ახალგაზრდა გერმანელი მამრობითი სქესის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ნიკოლა სარკოზი და ხულიგნები
 საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, ქალაქ ბრაქსში ვიზიტად ყოფნის დროს, ხულიგნების მსხვერპლი გახდა. საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს მდებარე ქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრისას, ერთ-ერთმა იქაურმა მცხოვრებმა, ხელის ჩამორთმევის ნაცვლად, პრეზიდენტს ხელი ჩაავლო პიჯაკში, მოქაჩა და მისი ასფალტზე დაგდება სცადა. სარკოზიმ, მოულოდნელი ქმედების მიუხედავად, მოახერხა წონასწორობის შენარჩუნება და მხოლოდ წაბარბაცდა, ხოლო ხულიგანი მისმა დაცვის წევრებმა ძირს დააგდეს და ხელბორკილები დაადეს. ჯერჯერობით დაუდგენელია, თუ რა მოტივი ამოძრავებდა მავან ხულიგანს და, ასევე, უცნობია, თუ რა ბედი ელის მას. ის ახლაც წინასწარი დაკავების საკანში იმყოფება.
სკანდალური პრემიერის
უარი სამშობლოს
სკანდალებით ცნობილმა ტაილანდის ექსპრემიერ-მინისტრმა და მილიარდერმა ტაქსინ შინავატრამ უარი განაცხადა სამშობლოში დაბრუნებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი დის, იინგლაკ შინავატრას პარტიამ „ფხია თჰაიმ” ტაილანდის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ტაქსინის თქმით, მის დღის წესრიგში არ დგას იმ ქვეყანაში დაბრუნების საკითხი, სადაც მას პატიმრობა აქვს შეფარდებული. თუმცა, იგი მადლობას უხდის ყველა იმ ტაილანდელს, ვინც მხარი დაუჭირა მისი დის პარტიას. შეგახსენებთ, რომ ტაქსინ შინავატრა ტაილანდში 2006 წელს მომხდარი სამხედრო გადატრიალების გამო გაიქცა სამშობლოდან და მას შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას აფარებდა თავს. საინტერესოა, რომ, სამხედროებმა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს შინავატრას ჩამოგდებაში, ლეგიტიმურად ცნეს არჩევნების შედეგები.

скачать dle 11.3