კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მშობლობააღძრულები



ანუ, შეძლებ მამობას?!
მართალია, „ერის მამების“ პარტია უკვე შევქმენით, თუმცა, ფაქტია, რომ ოჯახის მამების კრიზისი გვაქვს. ხოლო იმას, რომ გვაქვს, უბრალო სტატისტიკა ადასტურებს: ყოველი მეხუთე ქართველი მამა ემალება სასამართლოს, ყოველი მესამე კი უარს ამბობს შვილისთვის ალიმენტის მიცემაზე. მეორე მხრივ, ვერც სავალალო სტატისტიკა ცვლის მოარულ (რაღა მოარულს, დამკვიდრებულ) ჭეშმარიტებას, რომ ბავშვები ჩვენი ყვავილებია; უფრო მეტიც, ქართველი მშობელი ყველაზე მშობელია მთელს სამყაროში.
არის თუ არა (თუ სტატისტიკას გადავხედავთ და, ზედაც, გულზე ხელს დავიდებთ, უფრო – არა), ფაქტია, რომ უკვე მოუწევთ, იმ მარტივი მიზეზით, რომ საქართველოში მამობის დასადგენად დნმ-ის ანალიზი სავალდებულო ხდება.
კერძოდ, სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებია: სასამართლო დავის დროს გენეტიკური კვლევის ჩატარება აუცილებელი ხდება. ხოლო, თუკი ანალიზის პასუხი დადებითი აღმოჩნდება, მამაკაცს მიტოვებულ შვილზე სრულფასოვანი ზრუნვა მოუწევს.
ბუნებრივია, ჯობს, გვიან, ვიდრე არასდროს, მით უფრო, რომ ჩვენს სამშობლოში (თუ მთლად ერის არა, ლოკალური მასშტაბის მამები) აწ უკვე (და მერე რა, რომ კანონით, რაც მთავარია, მაინც შეფუცხუნებულებს) შვილების სადღეგრძელოს უფრო დამაჯერებლად და მტკიცებულებებით გამყარებულად იტყვიან.

скачать dle 11.3