კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როლში შესული



მეცნიერება სულის შესახებ
„ახალი მემარჯვენეები“, მას შემდეგ, რაც ხელისუფალს „საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე“ დაჰყაბულდნენ (მეტიც, ყველა, ვინც ამ ყაბულში გარიგების ელემენტები ამოიკითხა, ფიქრის თავისუფლებაზე გაგზავნეს), ახლა უკვე იმავე ხელისუფალს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ლიკვიდაციის პოლიტიკის განხორციელებაში ადანაშაულებენ. ეს შთაბეჭდილება კი მარტივმა მიზეზმა შექმნა – „სამინისტროს მხრიდან ინსტიტუტების დაფინანსების შემცირება ნიშნავს, რომ ხელისუფლების პოლიტიკაა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ლიკვიდაციის გზით წავიდეს.“ მეტიც, ხელისუფლებას სთავაზობენ, პროცესში ჩავერთვებითო (რაშიც უკვე არიან, იმაში ჩართვით ხომ გამოესხა ფრთები „გარემოს“).
მეორე მხრივ, ფაქტია, რომ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს დაფინანსება მართლაც შეუმცირდათ, გავრცელებული ინფორმაციით კი, 18 ინსტიტუტს საერთოდაც შეუწყდა. მათ შორისაა დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტიც. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ხსენებული სამინისტრო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს თავიდან იშორებს და ამის პარალელურად, პროფესიულ კოლეჯს კოლეჯზე ხსნის, წესით, მის სახელწოდებაში „მეცნიერება“ „პროფით“ უნდა ჩაენაცვლოს) განმარტავს, რომ, რაკი ეს კონკრეტული ინსტიტუტი ილიაუნის დაქვემდებარებაშია, „არას გვკითხავს სპასალარიო“. შესაბამისად, გვირჩევს, საკითხი ილიაუნსა და ფსიქოლოგიის ინსტიტუტს შორის გავარკვიოთ. თუმცა, რაკი ილიაუნის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი სწორედ სამინისტროს გადაწყვეტილებით დაექვემდებარა, სავარაუდოა, რომ ჩვენი განათლებისა და (ჯერ კიდევ) მეცნიერების სამინისტრო მეფე გიორგის როლში საფუძვლიანად შესულა.
საფუძვლიანად თუ უსაფუძვლოდ, სპეციალისტების თქმით, ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლას (რომელიც სულს ღაფავს) მეტად მოქუფრული პერსპექტივა ელის, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ საქართველოს რეფორმირებულ განათლების სისტემაში ფსიქოლოგების ადგილი აღარ არის (სხვათა შორის, ისევე, როგორც ეს საბჭოთა დროს იყო) და აღმზრდელის ფუნქცია მანდატურებმა შეითავსეს, მგონი, დადგა ჟამი მანდატურების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მშენებლობისა, რამეთუ ქართველი მანდატურების არსებობის ფაქტი აქარწყლებს ყველანაირ ფსიქოლოგიურ თეორიასა თუ მიმდინარეობას, რადგან ამ სრულყოფილი მოხელეების აღსაზრდელად განათლების თანამედროვე ქართული სისტემისთვის სულ რაღაც ექვსი კვირაა საკმარისი, ისიც – პოლიციის  აკადემიაში (პიაჟე, ალბათ, საფლავში ბრუნავს)!
მოკლედ, რა საჭიროა სული, როცა არიან მანდატურები?!

скачать dle 11.3