რჩევები მათთვის, ვისაც თხელი თმა აქვს
თხელი თმა დისკომფორტს გიქმნით? არ არის პრობლემა, რომლის მოგვარებაც არ შეიძლება. იმისთვის, რომ თქვენი ვარცხნილობა ფუმფულა და მოცულობითი იყოს, უნდა იცოდეთ, როგორ მოუაროთ მას.
* პირველ ყოვლისა, შეარჩიეთ თმის მოვლის ისეთი საშუალებები, რომლებიც ხელს უწყობს მისი მოცულობის გაზრდას: შამპუნიც, ბალზამიც, ლაკიც და საღებავიც უნდა შეიცავდეს იმ სპეციალურ კომპონენტებს, მოცულობას რომ უზრდის თმის თითოეულ ღერს.
* თუ მოკლე თმა გაქვთ, თქვენი ვარცხნილობა უფრო ფუმფულა და მოცულობითი იქნება, თუ გაშრობისას მაქსიმალურად ძირს დახრით თავს.
* გამოიყენეთ ბალზამი-კონდიციონერი ან სპეციალური ნიღაბი: წაისვით ის თმის ძირებიდან 2-3 სანტიმეტრ სიგრძეზე – ასეთი მარტივი ილეთის შედეგად თმა ბუნებრივად გაფუმფულდება.
* თხელ და რბილ თმას განსაკუთრებით მოუხდება მსუბუქი სტაილინგ-საშუალებები: სპრეი, ფლუიდები, რადგან, თუ თმას ზედმეტად დავტვირთავთ, ის დამძიმდება და ვარცხნილობა ძალიან მალე „დაჯდება“, ანუ „ჩაიფუშება“. მუსები რეკომენდებულია უფრო ხშირი და მსხვილი თმის ღერებისთვის.
* გრძელი თმის მოცულობის გაზრდა უფრო ძნელია, მისი სიგრძიდან გამომდინარე. ამიტომ, უმჯობესია, თუ თმას აიკრეფთ და ლამაზი სამაგრით დააფიქსირებთ უკან, კეფაზე ან ოდნავ გვერდზე.
* ვარცხნილობის გაკეთების წინ თმა გაიშრეთ ბოლომდე. ოდნავ ნამიანიც რომ დარჩეს, ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად მოცულობას ვერ შეინარჩუნებთ.
* და ყველაზე მერტივი ხერხი თმის მოცულობის გასაზრდელად არის ძველი, მამაპაპური და კარგად გამოცდილი მეთოდი: წვრილკბილიანი სავარცხლით თმის ძირებთან ნაჩეჩის („ნაჩოსის“) გაკეთება, რის შემდეგ ზემოდან მსუბუქად უნდა გადაისვათ ჯაგრის-სავარცხელი.