კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები



კითხვა: მაინტერესებს, ბანაობისას აქვს თუ არა მნიშვნელობა წყლის ტემპერატურას კანისთვის? მე ცხელი შხაპი მიყვარს, მაგრამ, მითხრეს, რომ ეს მავნებელია. რატომ?
პასუხი: წყლის ტემპერატურას ბანაობისას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა უშუალოდ კანისთვის – ზედმეტად ცხელი წყალი აშრობს მას და ელასტიკურობას უკარგავს. მხოლოდ სპეციალური გელი და კრემები დაუბრუნებს კანს სასურველ ხავერდოვნებას. პრობლემები რომ არ შეგექმნათ, წყლის ოპტიმალურ ტემპერატურად ითვლება 37 გრადუსი.
კითხვა: გთხოვთ, მასწავლოთ ხელების მოვლის ელემენტარული წესები, რომ კანი არ გამომიშრეს და არ დამინაოჭდეს.
პასუხი: ხელების დაბანის (ან დასველების) შემდეგ ყოველთვის კარგად შეიმშრალეთ და წაისვით მკვებავი ან გლიცერინი. ნუ აცდით, თვითონ გაშრეს, რადგან ხელის ზედაპირიდან წყლის აორთქლება კანს აშრობს, რის შედეგადაც ის კარგავს ელასტიკურობას და მალე ბერდება. ასევე, არ უნდა დაივიწყოთ ფრჩხილები და ნუნები. სწორედ სიმშრალის გამო ხდება ფრჩხილები მყიფე – ადვილად იმტვრევა ან ფენებად იქერცლება, მათ გარშემო კი, ნუნებზე ჩნდება გარქოვანებული კანი. ეს რომ არ მოხდეს, კვირაში 2-3-ჯერ გაიკეთეთ ზღვის მარილის აბაზანები. შემდეგ გადაივლეთ თბილი წყალი, შეიმშრალეთ და შეიზილეთ A, D და E ვიტამინების (ზეთოვანის) ნაზავი – თითოეული 5-5 წვეთი, რომელსაც ლიმონის წვენის 5 წვეთი უნდა დაუმატოთ. ამის შემდეგ ეცადეთ, მინიმუმ 1-2 საათის განმავლობაში ხელები არ დაისველოთ. თუ ამ პროცედურას საღამოს, ძილის წინ ჩაიტარებთ, სასურველია, ამ ნარევს დაუმატოთ ნახევარი კოვზი ნატურალური თაფლი (თხევადი) და დაძინების წინ ბამბის ან შალის ხელთათმანები ჩაიცვათ (დილამდე).
კითხვა: რა სიხშირით არის რეკომენდებული ტერფების სკრაბით დამუშავება? კიდევ, მაინტერესებს, ქუსლების საფხეკის გამოყენება სველ ფეხებზეა უმჯობესი თუ მშრალზე?
პასუხი: სკრაბი ტერფებისთვის უნდა გამოიყენოთ კვირაში ერთხელ. საფხეკით კი, უმჯობესია, მშრალი ქუსლები დაიმუშაოთ და მერე გაიკეთოთ აბაზანა – ასეთ შემთხვევაში ქუსლის ნაპირები ნაკლებად გარქოვანდება.

скачать dle 11.3