კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჰოლივუდის ტოპ-ვარსკვლავების „გაძვალტყავებული“ პრობლემები


საკმარისია, ვარსკვლავმა თავის გარეგნობაში კარდინალური ცვლილება მოახდინოს, რომ ეს თემა უმალ ხვდება ბულვარული პრესის პირველ ფურცლებზე და ჭორების მოყვარულებს შორის განსჯის ნომერ პირველი საგანი ხდება. ამჯერად გავარკვიოთ, თუ რამ გამოიწვია ვარსკვლავების წონაში დაკლება, ამიტომ  გავიხსენოთ ბოლო წლების ყველაზე გახმაურებული, „ვარსკვლავურ სიგამხდრესთან“ დაკავშირებული ისტორიები.
ანჯელინა ჯოლი
ჰოლივუდის სექს-სიმბოლოს „ავადმყოფობის“ ისტორია ჯერ კიდევ 2009 წლის აპრილში დაიწყო, როდესაც მოულოდნელად მსახიობის წონამ 45 კილოგრამი შეადგინა. პრესაში უმალ გაჩნდა ფოტორეპორტაჟი, სადაც ჯოლი ანორექსიამდე იყო მისული და, მისი ერთ დროს „მადის აღმძვრელი“ სხეულისგან მხოლოდ ლანდიღა იყო დარჩენილი. ფოტოებს ჯოლის „კეთილისმსურველების” კომენტარები ერთვოდა, სადაც ისინი ვარსკვლავის უკურნებელ სენსა და სხვა საშინელ დაავადებებზე საუბრობდნენ. ამბობენ, რომ ბრედ პიტი ძლიერ იყო შეშფოთებული მეუღლის გარეგნობის ცვლილებით და, რომ ჯოლის რამდენიმე წელიღა ჰქონდა დარჩენილი. ამერიკულ გამოცემა „სთარ მაგაზინს” ჯოლის სიგამხდრის საკუთარი ვერსიაც კი ჰქონდა, რომლის თანახმად, ღვიძლის ქრონიკული დაავადების გამო იკლებდა წონაში. ჭორაობდნენ, რომ, მას შემდეგ, რაც ტყუპები გაუჩნდა, იგი პოსტმშობიარობის უმძიმეს დეპრესიაში იმყოფებოდა და უარს აცხადებდა ჭამაზე, ამ დროს კი ბრედი მასთან ერთად არ იმყოფებოდა, რომ გაეკონტროლებინა მეუღლის კვება, რადგან გადაღებებზე უცხოეთში იყო წასული. სულ ბოლოს ანჯელინა ჯოლი ბრიტანულმა „დეილი მეილმა” პაკისტანის პრემიერ-მინისტრთან გამართულ საზეიმო მიღებაზე უჩვეულო ფორმაში – ტომარისებურ კაბაში დააფიქსირა. ფოტოებიდან ჩანდა, რომ მსახიობი ძალიან დაკლებულია წონაში. სიგამხდრე განსაკუთრებით მის ხელებს ეტყობოდა და ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ჯოლი ერთბაშად ათი წლით დაბერდა. საბოლოოდ, ვარსკვლავის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, მსახიობი სრულიად ჯანმრთელია, ფოტოებზე გარეგნობის ცვლილება კი მხოლოდ და მხოლოდ არასწორი რაკურსის ბრალია.
კოლინ ფარელი
თავისი ფანები სიგამხდრით კოლინ ფარელმაც შეაშინა. ერთ მშვენიერ დღეს ის გაძვალტყავებული გამოჩნდა საზოგადოების წინაშე და მისი ერთ დროს დაკუნთული სხეული გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა. თავდაპირველად გაზეთებში დაიბეჭდა რამდენიმე ფოტოგრაფია, სადაც მსახიობის ტომარისებური სამოსი ეცვა და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ცდილობდა, თავისი სიგამხდრე დაემალა. თხელი ფეხები, წაწვეტებული მუხლები, ჩავარდნილი გულმკერდი და სახე, რომელსაც აშკარად ეტყობოდა, რომ მსახიობს რამდენიმე ათეული კილოგრამი ჰქონდა დაკლებული. მოგვიანებით პრესაში ფარელის კიდევ ერთი ფოტო დაიბეჭდა, სადაც იგი საცურაო ტრუსებში ერთ-ერთ სანაპიროზე დარბოდა. ამ ფოტოს დაბეჭდვის შემდეგ გაჩნდა სერიოზული ეჭვი, რომ ფარელი ავად არის. მით უმეტეს, რომ იგი არასდროს გამოირჩეოდა ცხოვრების ჯანმრთელი წესით – მას ხშირად ჰქონდა პრობლემები ალკოჰოლთან, ნარკოტიკებთან და, ასევე, უყვარდა ღამის წვეულებების გამართვა, სადაც შეუსვენებლივ, 24 საათის განმავლობაში შეეძლო გართობა. თუმცა, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ფარელს არანაირი პრობლემები არ აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ცნობისმოყვარე ჟურნალისტებს მან პირადად განუცხადა, რომ წონაში დაკლება ახალ კინოროლთან იყო დაკავშირებული და, როგორც კი გადაღებები დასრულდებოდა, მსახიობი პირობას დებდა, რომ ისევ დაიბრუნებდა იმ ფორმას, რის გამოც ის ასე უყვართ.
ქეთრინ ზეტა-ჯონსი
მაიკლ დუგლასის მომხიბვლელ მეუღლეს არასდროს აწუხებდა წონაში დაკლების პრობლემა და ის მუდამ ფორმაში იმყოფებოდა. ზეტა-ჯონსი ყოველთვის ხაზს უსვამდა თავისი ფორმების ბუნებრიობას და აცხადებდა, რომ გამხდარი ქალი ნაკლებად სექსუალურია. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ ზეტა-ჯონსი სექს-სიმბოლოსა და მამაკაცების გულთამპყრობლის სახელით სარგებლობდა ჰოლივუდში. „მე ცუდად ვხდები, როდესაც ვხედავ კატასტროფულად გამხდარ ქალებს; თავის დროზე ბალერინობაზე ვოცნებობდი და ანორექსია ჩემთვის უცხო არ არის. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ადამიანმა არ უნდა შეზღუდოს თავი”, – აცხადებდა ერთ დროს ზეტა-ჯონსი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ საკმაოდ უხერხულ პოზაში დააფიქსირა ფოტოობიექტივმა. ამერიკული ტაბლოიდები დუგლასის მეუღლის უჩვეულო ფორმით ცდილობდნენ ყურადღების მიქცევას. გამხდარი ფეხები, წაწვეტებული მუხლები, ხელებზე გაჩენილი ვენები... – ასე გამოიყურებოდა ზეტა-ჯონსი და, კითხვაზე, თუ რატომ დაიკლო მან წონაში, იგი პასუხობდა: ძალიან მიყვარს გოლფის თამაში და ამან გამოიწვია ჩემი გახდომა. გოლფის თამაში რომ არგუმენტი არ არის, ყველას მოეხსენება, რადგან სპორტის ეს სახეობა ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებაქტიურია და მოთამაშეები ძირითადად ნელი ნაბიჯებით გადაადგილდებიან ან, სულაც, ელექტრომობილებით სარგებლობენ. თუმცა, ზეტა-ჯონსის ანორექსიით დასნეულების ნიუსის დაანონსება მაინც ნაადრევი აღმოჩნდა, რადგან ეს მხოლოდ უხერხული რაკურსის ბრალი უფრო იყო, ვიდრე ქეთრინის კილოგრამების დაკარგვა. ამბობენ, რომ ქეთრინს ღამით უყვარს ბუტერბროდების ჭამა, ხოლო მეუღლესთან ერთად სანკტ-პეტერბურგში ყოფნის დროს, თვითმხილველთა მტკიცებით ჰოლივუდელი ლამაზმანი აღფრთოვანებას არ მალავდა რუსული სამზარეულოთი.
ლედი გაგა
პრესის საშუალებით გავრცელებული ფოტოების უმეტესობაზე ექსტრავაგანტური ლედი გაგა სულაც არ ჩანს გამხდარი. პირიქით, მომღერალმა ბოლო დროს აშკარად მოიმატა წონაში. სწორედ ამის გამო, მის მენეჯერს, დევიდ სიმნის, ტაბლოიდებისთვის ახსნა-განმარტებების მიცემა მოუხდა, თუ რატომ მოუწია პოპ-ვარსკვლავს წონაში მომატება. როგორც აღმოჩნდა, ლედი გაგას არასწორი დიეტისთვის მიუმართავს, რომელმაც იგი ანორექსიამდე მიიყვანა და იგი იძულებული გახდა, დიეტა შეეცვალა და, ამჯერად წონის მომატებაზე ეზრუნა. სიმნის თქმით, ლედი გაგა მუდამ უკმაყოფილოა თავისი აღნაგობით და ხშირად იცავს სხვადასხვა დიეტას, რომელთა შორის უკანასკნელმა, იგი იმ დონემდე მიიყვანა, რომ შიმშილისგან მომღერალმა გონება დაკარგა და რამდენიმე დღით საავადმყოფოში ამოყო თავი, სადაც ექიმის რჩევით, კალორიულ საკვებს, მათ შორის ნამცხვრებსა და ჩიფსებს მიითრმევდა. ამბობენ, რომ მუდმივი დიეტების შედეგად, გაგას, რომელსაც სცენაზე ნახევრად შიშველს უყვარს გამოსვლა, ნივთიერებათა ცვლის სერიოზული დარღვევა აღმოაჩნდა და ამიერიდან დიეტის დაცვა გახდომის მიზნით მისთვის სარისკო იქნება.

скачать dle 11.3