კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი მილიონი გადაუხადა შვილის გამტაცებლებს მილიარდერმა ჯიმ პატისონმა



„ფორბსი” ის ჟურნალია, რომელსაც ყველა ენდობა, როდესაც საქმე ეხება  სამეწარმეო ამბებსა და ისტორიებს, მათ შორის მილიარდერთა რეიტინგებს, სადაც წლიდან წლამდე ძირითადად ერთი და იგივე ადამიანები ფიგურირებენ და მხოლოდ ადგილებს უცვლიან ერთმანეთს მილიარდერთა ყველაზე ცნობილ რეიტინგში პლანეტის მასშტაბით. რეიტინგის სათავეში მექსიკელი და ამერიკელი მილიარდერები, კარლოს სლიმ ელუ, ბილ გეითსი და უორენ ბაფეტი მყარად არიან დაფუძნებულები და ძნელი წარმოსადგენია, რომ მათი პოზიციები შეირყას. გარდა მსოფლიოს მილიარდერების რეიტინგისა, „ფორბსი” თავის გვერდებზე ცალკეული ქვეყნების მილიარდერთა ტოპ-ათეულებსაც აქვეყნებს და „თბილისელების” ამ ნომერში კანადის ათი ყველაზე მდიდარი ადამიანისგან შემდგარ რეიტინგს შემოგთავაზებთ.
დევიდ ტომსონი და ოჯახი – 23 მილიარდი დოლარი
დევიდ ტომსონი „ტომსონ კორპორეიშენის” დამაარსებლის, როი ტომსონის შვილიშვილია. თავდაპირველად „ტომსონ კორპორეიშენი” წიგნების გამოცემით იყო დაკავებული და ის დღესაც უმსხვილესი კომპანიაა უმაღლესი სასწავლებლებისთვის, სახელმძღვანელოების მიწოდებაში. წიგნების გარდა, კომპანია ჩართულია საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასმედიის ელექტრონული საშუალებების ბიზნესში. დევიდ ტომსონს ბიზნესინტერესები აქვს ჯანდაცვის, მეცნიერების, საფინანსო და იურიდიულ სექტორებში. 2007 წლიდან ის საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის” აქციების საბაზო პაკეტის მფლობელია და კომპანიას მას შემდეგ „როიტერს ტომსონ” ეწოდება. ტომსონები კანადის უმდიდრეს საგვარეულოდ ითვლებიან და „ფორბსის” მსოფლიო რეიტინგში მას 21-ე ადგილი უკავია.
გალენ უესტონი და ოჯახი – 7,1 მილიარდი დოლარი
კანადელი ბიზნესმენისა და ფილანტროპის, გალენ უესტონის ოჯახს ეკუთვნის საცალო ვაჭრობის რამდენიმე უმსხვილესი დაწესებულება კანადასა და დიდ ბრიტანეთში – ლობლოუსი, სელფრიჯი და ჰოლტ რენფრიუ. გალენ უესტონი ჯორჯ უესტონის შთამომავალია, რომელმაც დააარსა „უესტონ ბეიქერი” – კანადის უმსხვილესი საკვები და სასაცხობო პროდუქციით მოვაჭრე კონცერნი. „ლობლოუს უესტონი” კანადის უდიდესი რიტეილერია, რომლის გაყიდვებმა გასულ წელს 30 მილიარდი კანადური დოლარი შეადგინა.
ჯიმ პატისონი – 5,8 მილიარდი
დოლარი
„ჯიმ პატისონ გრუპი” კანადურ ვანკუვერში დაფუძნებული კორპორაციაა, რომელიც კანადაში უმსხვილეს კერძო კომპანიად ითვლება. თავდაპირველად ჯიმ პატისონმა ბიზნესსაქმიანობა საავტომობილო დილერობით დაიწყო, ხოლო მოგვიანებით მრეწველობის სხვადასხვა სექტორებში დააბანდა ფული, ესენია: ტელევიზია და რადიოსადგურები, სარეკლამო და მასმედიის ელექტრონული საშუალებები, სასაქონლო საწყობები და სადისტრიბუციო კომპანიები. ჯიმ პატისონი იმით არის ცნობილი, რომ 1990 წელს მისი ერთ-ერთი ქალიშვილი, გამტაცებლების ხელში 13 საათის განმავლობაში იმყოფებოდა და პატისონს 200 ათასი დოლარი დაუჯა შვილის გათავისუფლება.
პოლ დესმარაისი – 4,5 მილიარდი დოლარი
პოლ დესმარაისმა ბიზნესი საოჯახო საქმიდან დაიწყო – იგი სათავეში ჩაუდგა ავტობუსების ხაზს, რომელსაც მისი ოჯახი აკონტროლებდა. მოგვიანებით მან საავტომობილო ხაზების შესყიდვა დაიწყო და თანდათან ბიზნესი გააფართოვა. ამჟამად პოლის კონცერნი „ფაუერ კორპორეიშენი” სადაზღვევო და საგამომცემლო კომპანიებს აკონტროლებს. გარდა ამისა, კონცერნი ფლობს ინტერესებს საფინანსო და მედიასტრუქტურებში ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში და აქტივებს ფრანგულ ნავთობკომპანია „ტოტალში”.
ჯეიმს და არტურ ირვინგები – 3,5 მილიარდი დოლარი
 ძმები ირვინგები კანადელი მილიარდერის, 1992 წელს გარდაცვლილი კ.კ. ირვინგის შვილები არიან. არტურ ირვინგი აკონტროლებს ნავთობკომპანიას და, ასევე, ფლობს აქტივებს ნავთობის ტრანსპორტირების სექტორებსა და გამწმენდ ქარხნებში; ჯეიმს ირვინგი კი აკონტროლებს საოჯახო კომპანიაში შემავალ მეტყევეობის, გემთმშენებელი და ტრანსპორტირების ბიზნესს.
ემანუელ საპუტო – 3,4 მილიარდი დოლარი
წარმოშობით იტალიელი ემანუელ ლინო საპუტო, სიცილიაზე დაბადებული კანადელი მილიარდერია, რომლის ოჯახი 1952 წელს ემიგრირდა მონრეალში. 1969 წლიდან საპუტო ხელმძღვანელობს კომპანია „საპუტო ინკს”, რომელიც კანადაში რძის პროდუქტებისა და, კერძოდ, ყველის წარმოებით არის ცნობილი. გარდა სარძეო ბიზნესისა, საპუტო ფლობს აქტივებს სატრანსპორტო, სასტუმროებისა და საგოლფე მოედნების მოწყობის ბიზნესებში. საპუტოს დახმარებით მონრეალში ფუნქციონირებს რამდენიმე საავადმყოფო, ხოლო 2006 წელს მან ქალაქს ახალი საფეხბურთო სტადიონი აუშენა.
ჯეფრი სკოლი – 3,2 მილიარდი
დოლარი
ჯეფრი სკოლი ლოს-ანჯელესში მცხოვრები კანადელი ინჟინერი და ბიზნესმენია, რომელსაც „ფორბსის” რეიტინგში 347-ე ადგილი უკავია. სკოლი ინტერნეტ-აუქციონ „იბეის” პირველი პრეზიდენტი და ექსმფლობელია, ხოლო ამჟამად მას საკუთარი საპროდიუსერო კომპანია „პარტისიპანტ მედია” აქვს, რომელიც დაკავებულია ფილმების პროდიუსერობით. კერძოდ, მისი პროდიუსერობით ეკრანებზე გამოვიდა „სირიანა”, „ჩრდილოეთის ქვეყანა”, „ჩარლი უილსონის ომი” და სხვა ფილმები. სკოლის დაფინანსებულ ფილმებს საერთო ჯამში „ოსკარის” 11 ნომინაცია აქვს მოპოვებული სხვადასხვა წლებში.
დევიდ აზრიელი და ოჯახი – 3,1 მილიარდი დოლარი
დევიდ აზრიელი ჰოლოკოსტს გადარჩენილი ებრაელი ბიზნესმენია, რომელიც 1954 წლიდან დაფუძნდა კანადაში. არქიტექტურაში სამეცნიერო ხარისხის მფლობელი აზრიელი ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიის მფლობელია კანადაში. „კანპრო ინვესთმენთს” აშენებული აქვს საოფისე, საცხოვრებელი და სავაჭრო ობიექტები კანადაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელში. მათ შორისაა თელ-ავივში მდებარე „აზრიელ ცენტრი”, რომელიც ახლო აღმოსავლეთში უზარმაზარ კერძო ქონებას წარმოადგენს.
ბარი შერმანი – 2,9 მილიარდი
დოლარი
ბარი შერმანს აქვს დოქტორის ხარისხი ასტროფიზიკაში, რომელიც მან მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში დაიცვა. იგი არის ფარმაცევტული კომპანია „აპოტექს ინკის” მფლობელი და მისი კომპანია მსოფლიოში გენერირებული წამლების ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებლად ითვლება.
რობერტ მილერი – 2,5 მილიარდი დოლარი
რობერტ მილერი ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი მილიარდერია კანადაში, რომლის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. 1969 წელს მან შექმნა კომპანია „ფიუჩერ ელექტრონიქსი”, რომელიც კვებეკში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კერძო კომპანიად ითვლება. კომპანია ელექტრონული კომპონენტებით ვაჭრობს და წარმომადგენლობები გახსნილი აქვს მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში. მილერის კომპანია ელექტრონული მოწყობილობების გაყიდვების მხრივ, მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.

скачать dle 11.3