კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები



ლიხტენბერგი: მწერლის მოწოდებაა, არა მარტო ასწავლოს ადამიანებს, არამედ განკურნოს კიდეც ისინი.
შუმანი: იმაზე დიდი უბედურება არაფერია, არამზადა რომ შეგაქებს.
ლიბკნეხტი: იარე საკუთარი გზით და ხალხმა ილაპარაკოს, რაც უნდა.
დრაიდენი: თუ არ გსურს, უარი მოისმინო, ნურაფერს ითხოვ.
სენტ-ეგზიუპერი: მეგობრობა და სიყვარული ერთიმეორის თვალებში ცქერა კი არ არის, არამედ, ერთი მიზნისკენ ცქერაა.
მარცელინუსი: ისტორიკოსი, რომელიც მომხდარ ფაქტზე შეგნებულად დუმს, არანაკლებ ტყუის, ვიდრე ის, ვინც არარსებულ ისტორიას თხზავს.
გალუა: მე მტრები მჭირდება და არა მეგობრები, სიფხიზლე და არა მძინარება.
ეპიქტეტი: მამის სიმკაცრე საუკეთესო წამალია. მას მეტი სარგებლობა მოაქვს, ვიდრე ზიანი.
ემერსონი: ნამდვილი პატიოსნება – ესაა გადაწყვეტილება, რომ ყოველგვარ გარემოებაში გააკეთო ის, რაც ადამიანთა უმრავლესობას სარგებლობას მოუტანს.
გერცენი: იმდენი ნებისყოფა უნდა გქონდეს, რომ აკეთო და ილაპარაკო ერთი და იგივე.
ცვაიგი: მხოლოდ გადალახულ დაბრკოლებათა ჯამია სწორი საზომი ადამიანის გმირობისა.
შოპენჰაუერი: თუ შეგიძლიათ, ნურავის ემტერებით.
ბლეიკი: არასოდეს გექნება საკმარისი ცოდნა, თუ არ ისწავლე იმაზე მეტი, რაც საკმარისია.
ფილდინგი: მთელს ჩემს გამწარებულ ცხოვრებაში უდიდესი ნუგეში ისაა, რომ ვერავითარი მტერი ვერ წამართმევს ჩემს სინდისს.
ბრუნო: ვისაც გაგება აკლია, ფიქრობს, რომ მეტი იცის; ხოლო ვისაც საერთოდ აკლია, ჰგონია, რომ ყველაფერი იცის.
ალიგიერი: ადამიანის ხასიათი გადამწყვეტ წუთებში შეიცნობა.
სუვოროვი: საფრთხეს უნდა შეეგებო, კი არ ელოდო.
სპინოზა: სურვილში შეიცნობა კაცის რაობა.
იბსენი: რაც სიჭაბუკეში შევცოდეთ, სიბერეში დაგვხვდება.
ერიზ როტერდამელი: ხშირად ის იმარჯვებს ხოლმე, ვისაც ყურადღების ღირსად არ ცნობდნენ.
დემოკრიტე: სრულია ის სიამოვნება, რომელსაც იშვიათად განვიცდით.
ჰიპოკრატე: ადამიანი რომ მთლიანი ბუნებისა ყოფილიყო, არასდროს ავად არ გახდებოდა, რადგან მთლიანი ბუნებისას არც ექნებოდა მიზეზი სნეულებისა, და თუ ავად გახდებოდა, მხოლოდ ერთ წამალს იკმარებდა. ადამიანის სხეული შეიცავს სისხლს, ბალღამს, ზაფრას და სევდას. ამათზეა დამოკიდებული ადამიანის ჯანმრთელობაც და სნეულებაც.
მონტესკიე: ერთი პირის მიმართ დაშვებული უსამართლობა საფრთხეა ყველასთვის.
რუსო: ხედავდე უსამართლობას და არ ჩაერიო, ეს ნიშნავს, რომ მონაწილე ხარ მისი.
მოპასანი: ვინც თავის თავს პატივს არ სცემს – უბედურია, მაგრამ ვინც მეტად კმაყოფილია თავისი თავით – სულელია.
საავედრა: ვისაც არ აქვს უნარი ბედით სარგებლობისა, როცა ის მოდის, ნურც მაშინ ჩივის, როცა ის მიდის.
ლესინგი: ქალი რაც უფრო ლამაზია, მით უფრო პატიოსანი უნდა იყოს, რადგან მხოლოდ პატიოსნებით გაუწევს წინააღმდეგობას იმ ზიანს, რისი მოტანაც მის სილამაზეს შეუძლია.

скачать dle 11.3