კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს


კითხვა: დავიბადე 1964 წლის 22 ნოემბერს, დილის 9 საათზე. რა არის ჩემი კარმული მისია და უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები და წარმატების იოლად მომტანი?
პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისია უკავშირდება იმას, რომ იყოთ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ოპტიმისტი. ასევე, დაეყრდნოთ ცოდნის ბაზას, იყავით ფრთხილი და წინდახედული. შემოიკრიბეთ ირგვლივ ერთგული ადამიანები და სტაბილური გახადეთ ცხოვრება. რაც შეეხება უცხოეთს, ეს თქვენი კარმული მისია არ არის. თუმცა, ძალების მოსინჯვა ნამდვილად ღირს. ქვეყნებიდან კი კარგია და მისაღები: უკრაინა, ირლანდია, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი ნაწილი, მოლდავეთი, ბელგია, არგენტინა, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია, ბულგარეთი, ისრაელი, ინგლისის დასავლეთი ნაწილი, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი ნაწილი, საბერძნეთი.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1993 წლის 15 მაისს, დაახლოებით შუადღის პირველ საათზე. რომელი პროფესია იქნება მისთვის სასურველი ასტროლოგიური თვალსაზრისით?
პასუხი: მისთვის პროფესიებიდან კარგი და წარმატების მომტანია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, არქიტექტურა, დიზაინი, იურისპრუდენცია, ფოტოგრაფია, სილამაზის სალონების ბიზნესი, საკონდიტრო ბიზნესი, პედაგოგიკა, ლინგვისტიკა.
კითხვა: დავიბადე 1957 წლის 6 ოქტომბერს. უცხოეთში წასვლა თუ არის ჩემთვის გამართლებული და კონკრეტულად რომელ ქვეყანას მირჩევთ?
პასუხი: უცხოეთში წასვლა თქვენთვის პრობლემებთან იქნება დაკავშირებული. მოგიწევთ ბევრი ბარიერის გადალახვა. თუ ნებისყოფას, შეუპოვრობას და მოთმინებას გამოიჩენთ, შესაძლოა, წახვიდეთ უცხოეთში. თუმცა, იქაც გაგიჭირდებათ წარმატებებს მიაღწიოთ. რაც შეეხება ქვეყნებს, თქვენთვის მისაღებია: იტალია, არგენტინა, ჩინეთი, ეგვიპტე, ტიბეტი, მონაკო, ჰავაის კუნძულები, ავსტრია, გერმანიაში ბავარიის მხარე, მაროკო, ნორვეგია, კუბა, მექსიკა, უნგრეთი.
კითხვა: დავიბადე 1979 წლის 30 დეკემბერს, დილით. რომელ სფეროში ვერ მივაღწევ წარმატებას? უცხოეთში თუ გამიმართლებს და ვისთან მელის ჰარმონიული ურთიერთობა სასიყვარულო სფეროში?
პასუხი: უცხოეთი თქვენთვის საშუალოა, ანუ არც ცუდი და არც კარგი. რაღაც პერიოდი შეგიძლიათ, იქ იმუშაოთ. თქვენთვის ნაკლებად წარმატებულია შემდეგი პროფესიები: მედიცინა, სავაჭრო-ეკონომიკური, საბანკო, საფინანსო სფერო და პედაგოგიკა. სასიყვარულო ურთიერთობისთვის კი თქვენთვის კარგია მერწყულის, ლომის, სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი. ერიდეთ, ვერძთან ურთიერთობას.
კითხვა: დავიბადე 1992 წლის 31 იანვარს, დილის 6 საათზე. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული-კოსმიური მისია და რომელი სპეციალობებია ჩემთვის მისაღები და წარმატებების მომტანი?
პასუხი: თქვენთვის სპეციალობებიდან კარგია და მისაღები: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო სფერო, პოლიტიკა, მედიცინა, ლინგვისტიკა, სოციოლოგია, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმე, სამართალდამცავი და სამხედრო სტრუქტურები, უშიშროების სფერო. რაც შეეხება კოსმიურ მისიას, თქვენ უნდა გამოიჩინოთ: ორგანიზებულობა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, მოთმინება, შრომისუნარიანობა, პრაქტიკულობა: ფული ყაირათიანად ხარჯეთ. იყავით მაქსიმალისტი და მარტოხელა მებრძოლი. ასევე, უნდა გქონდეთ საქმისადმი სერიოზული მიდგომა, შეგეძლოთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. წამოსწიეთ წინა პლანზე ტრადიციები. გამოავლინეთ ინიციატივა და ლიდერულ-ორგანიზატორული ნიჭი. ეს ყოველივე წარმატებებს გპირდებათ ცხოვრებაში.

скачать dle 11.3