კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვა 28 წლის შვილმა მამა, რომელიც პატარაობიდან არ უნახავს და რა მიზეზით ვერ პოულობდა შვილი მშობელს


53  წლის ნინელი ჩაჩუა საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში მოათავსეს – მას თავის არეში ბლაგვი საგნის  დარტყმით მიყენებული რამდენიმე დაზიანება აღენიშნებოდა, გარდა ამისა, შოკურ მდგომარეობაში მყოფ ქალს დაზიანებული ჰქონდა სასუნთქი გზები და  მთელ სხეულზე მრავლობითი დაჟეჟილობები აღმოაჩნდა. დაზარალებულის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, მაგრამ ორი ქირურგიული ოპერაციის შედეგად, ექიმებმა ნინელი ჩაჩუას გადარჩენა  შეძლეს.  აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე,  დაიწყო გამოძიება,  თუმცა, დამნაშავეების დაკავებას საკმაო დრო დასჭირდა. რამდენადაც, სამართალდამცველებისთვის ცნობილი გახდა, ნინელი ჩაჩუა ყაჩაღების თავდასხმის მსხვერპლი იყო, მაგრამ, მოგვიანებით, როდესაც გაირკვა, ვინ იყო ამ ქალბატონის და ყაჩაღების შემკვეთი და ორგანიზატორი,  ამან თვით მრავლის მნახველი პოლიციელებიც კი გააოცა.
 დაზარალებული  ნინელი ჩაჩუა, საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში მეზობელმა, ვიოლა მარტიროსოვმა აღმოაჩინა. ამონაწერი მისი ჩვენებიდან: „პირველ სართულზე ვცხოვრობ, საავადმყოფოს ექთანი ვარ და მეზობელს ნემსებს ვუკეთებდი – მან  ღამის თორმეტი საათისთვის მთხოვა მისვლა. თორმეტს ხუთი-ათი წუთი აკლდა, როცა სახლიდან გამოვედი. სადარბაზო ჩაბნელებული იყო, რაც, ცოტა არ იყოს გამიკვირდა, რადგან  ჩვენს სადარბაზოში  შემოსასვლელი ყოველთვის განათებულია – ამას ყველა მეზობელი ვაქცევთ ყურადღებას. მესამე სართულზე უნდა ავსულიყავი და სახლში აღარ შევბრუნდი – ვიფიქრე, ორი სართულის ავლას რა უნდა-მეთქი. უცებ სიბნელეში რაღაცას წამოვკარი ფეხი. ძალიან შემეშინდა, რადგან, მივხვდი, რომ ადამიანი იყო, თან, ისე მომეჩვენა, რომ ფეხში მწვდა. ხმამაღლა ვიკივლე, სახლისკენ ჩავირბინე და ჩემს ქმარს დავუძახე.  ჩვენს ხმაურზე მეორე მეზობელიც გამოვიდა, კიბე გავანათეთ და დავინახეთ კიბეებზე დაგდებული ქალი. ჯერ ვერც კი მივხვდით, რომ ის ჩვენი მეზობელი ნინელი იყო.  კიბესა და კედელზე სისხლიანი  ანაბეჭდები იყო, სისხლით იყო მოსვრილი ნინელის ტანსაცმელიც. ის კიბეზე პირქვე იყო დამხობილი და, თავი ისე ჰქონდა გადაგდებული, ჯერ მკვდარი გვეგონა. კაცებმა ნინელი ხელში აიყვანეს, სასწრაფოც მაშინვე გამოვიძახეთ და პოლიციაც, მაგრამ მათ მოსვლას აღარ დაველოდეთ  და  ნინელი ჩვენ თვითონ გადავიყვანეთ საავადმყოფოში.”    
 შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და მოწმეთა ჩვენებების შედეგად ცხადი  გახდა, რომ ნინელი ჩაჩუას სადარბაზოში თავს ყაჩაღი დაესხა – დაზარალებულს აღარ ეკეთა ოქროს სამკაულები, რომლებსაც, მეზობლების განცხადებით, ის მუდმივად ატარებდა.   სადარბაზოს შესასვლელთან  აღმოაჩინეს  მეტროს სამგზავრო ბარათი, რომელიც, სავარაუდოდ, ქალის ჩანთიდან იყო დაკარგული.  ცოტა მოშორებით ეგდო  დაზარალებულის კუთვნილი ხელჩანთაც, როგორც  მეზობლებმა   სამართალდამცველებთან განაცხადეს, ნინელი ჩაჩუა ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი ქალი იყო და მისი დაყაჩაღება ერთ ადამიანს ძალიან გაუჭირდებოდა.
ამონაწერი მეზობლის, დარეჯან მეცხოვრიშვილის ჩვენებიდან: „30 წელზე მეტია, მე და ნინელი ერთ სადარბაზოში ვცხოვრობთ. ეს ქალი მთელი სამეზობლოს გაჭირვების ტალკვესია, სადარბაზოში არც ჭირია ნინელის გარეშე და არც ლხინი.  ადრე სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებელი იყო, მერე, როცა ცხოვრება გაჭირდა,  სკოლიდან წამოვიდა. ერთხანს თურქეთში წავიდა სამუშაოდ, მაგრამ, მალევე დაბრუნდა უკან – ქმარი და ვაჟიშვილი ვერ დატოვა დიდხანს მარტო. მერე მეუღლეც გარდაეცვალა. ბიჭი უკვე დაოჯახებული ჰყავდა. ოჯახის სარჩენად ნინელიმ ოქროს ბირჟაზე  დაიწყო მუშაობა და ნელ-ნელა ფეხზე წამოაყენა ოჯახი,  ბიჭი ცოლს რომ გასცილდა, შვილიშვილსა და ყოფილ რძალსაც ისევ ნინელი ინახავდა. მტერი არ ჰყოლია ამ ქალს და შურისმაძიებელი, ცხოვრებაში სიკეთის მეტი არაფერი უკეთებია და, ვის უნდა  გაეწირა ასე, წარმოდგენა არ გვაქვს”.
მას  შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ნინელი ჩაჩუას დაკითხვა შეძლეს, მისგან ცნობილი გახდა, რომ ღამით სადარბაზოში შესულს თავს ორი მამაკაცი  დაესხა. „სამსახურიდან ადრე წამოვედი. იმ დღეს ოქროს სამკაულები სახლში წამოვიღე – აღრიცხვა უნდა გამეკეთებინა.  გზაში ჩემმა დამ დამირეკა, მითხრა, რომ ცუდად იყო და მისვლა მთხოვა. ჩემი დის სახლში გვიანობამდე შემოვრჩი,  გამოსვლისას ჩემს შვილს დავურეკე. მან მითხრა, რომ უკვე სახლში იყო. ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი. სადარბაზოში რომ შევედი, ბნელოდა. ისეთი სადარბაზო გვაქვს, თუ შუქი არ ანთია, უკუნი სიბნელეა, სინათლის სხივიც კი არ შემოდის არსაიდან,  როგორც იქნა, ლიფტამდე მივედი და ლიფტი გამოვიძახე, მაგრამ, არ მუშაობდა. ამიტომ, ფეხით ავუყევი კიბეს, პირველ და მეორე სართულებს შორის ბაქანზე მოულოდნელად ვიღაცა უკნიდან ჩამებღაუჭა, თან პირზე ხელი ამაფარა. წინააღმდეგობა გავუწიე, მაგრამ, უცებ მეორე წამოეშველა და ყელში ხელი წამიჭირეს – ერთი უკნიდან მიჭერდა, მეორე წინიდან, მაგრამ მე მაინც ვიბრძოდი, ერთხანს ვიფიქრე, მანიაკია და გაუპატიურება უნდა-მეთქი. სული შემეხუთა, ვიხრჩობოდი,  ძალა მოვიკრიბე და იმას, რომელიც წინიდან მიჭერდა ფეხი ამოვარტყი ფეხებს შუა. არ ვიცი, რომელმა გააკეთა ეს, მაგრამ, უცებ თავში რკინა ჩამარტყეს და მეტი  არაფერი მახსოვს, მაშინვე გონება დავკარგე. გონს მხოლოდ საავადმყოფოში მოვედი.”        
დაზარალებულის  განცხადებით, მან სიბნელეში ვერც ერთი თავდამსხმელის სახე  ვერ დაინახა, მაგრამ, აღნაგობის და ფიზიკური მონაცემების  მიხედვით, ისინი  ახალგაზრდები უნდა ყოფილიყვნენ. ნინელი ჩაჩუამ სამართალდამცველებთან ისიც განაცხადა, რომ ერთ-ერთ თავდამსხმელს, რომელიც მის  დახრჩობას ცდილობდა,  მარჯვენა ხელის თითზე, სავარაუდოდ, საქორწინო ბეჭედი უნდა ჰკეთებოდა, რომლის კვალი დაზარალებულს ყელზეც  ჰქონდა შემორჩენილი. ამონაწერი ნინელი ჩაჩუას ჩვენებიდან: „ხელჩანთაში ხუთი ათას დოლარამდე  ღირებულების ოქროს სამკაულები მედო,  ჩანთას ხელი იქამდე არ გავუშვი, სანამ გონება არ დავკარგე, თუმცა იმ წუთებში იმაზე ნამდვილად არ მიფიქრია, რომ თავს სწორედ  იმ ოქროულის გამო დამესხნენ”.  
სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გატარება დაიწყეს. დაიკითხა დაზარალებულის შვილიც – 27 წლის ლევან კორკოტაძე, რომელმაც განაცხადა, რომ იმ დროს, როდესაც ნინელი ჩაჩუას თავს ყაჩაღები დაესხნენ, ის სახლში იყო და დედას ელოდა. ნინელი ჩაჩუას მობილურ ტელეფონზე დაფიქსირებული იყო შვილის მიერ განხორციელებული, უპასუხოდ დატოვებული ზარებიც.  სამართალდამცველებისთვის საეჭვო აღმოჩნდა ლევან კორკოტაძის სახეზე  აღბეჭდილი ნაიარევი,  რაზეც მან განაცხადა, რომ სიბნელეში დაეცა და სახე  ასფალტს დაარტყა. სამართალდამცველებმა გადაამოწმეს დედა-შვილთან დაახლოებული წრეც, თუმცა საეჭვოს ვერაფერს მიაგნეს. გამოძიებისთვის ყველაზე მეტად ხელჩასაჭიდი აღმოჩნდა ნინელი ჩაჩუას სახლის წინ მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის გარე სათვალთვალო კამერა. მისი გაშიფვრის შედეგად, ოპერატიული სამსახურისთვის საეჭვო აღმოჩნდა  ორი  ახალგაზრდა მამაკაცი,  რომლებიც ნინელი ჩაჩუას სახლის  სადარბაზოში  საღამოს საათებში რამდენჯერმე გამოჩნდნენ.  ისინი სამჯერ შევიდნენ სადარბაზოში, ცოტა ხანს გარეთ  გაჩერდნენ კიდეც და, როგორც ფირზე ჩანდა, გარშემო ტერიტორიის გულდასმით დათვალიერება დაიწყეს.  სავარაუდოდ,  ერთ-ერთი მათგანი სწორედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართულებით იყურებოდა, თუმცა, ეს ორი შენობა ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებული იყო და, იმის ალბათობა, რომ ორგანიზაციის სათვალთვალო კამერა მათ გამოსახულებას ზედმიწევნით ნათლად დააფიქსირებდა, მათთვის წარმოუდგენელი უნდა ყოფილიყო. სათვალთვალო კამერის გაშიფვრის, შემთხვევის ადგილზე ჩატარებული ექსპერტიზისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად  გამოძიებისთვის ცნობილი გახდა  დანაშაულში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პიროვნების ვინაობა – იგი  წარსულში ორჯერ, ქურდობისა და ყაჩაღობისთვის ნასამართლევი, 26 წლის ვასილ კიკნაველიძე აღმოჩნდა, რომელიც როგორც გაირკვა, ყაჩაღობიდან ორი დღის შემდეგ, ნაცნობ-მეგობრების დახმარებით ნინელი ჩაჩუას კუთვნილი სამკაულების რეალიზაციას ცდილობდა.            
ვასილ კიკნაველიძესთან ერთად სამართალდამცველებმა მისი მეგობარი, წარსულში ასევე ნასამართლევი 32 წლის კახა მიგრიაულიც დააკავეს. ის თავიდან უარყოფდა ჩადენილ დანაშაულს, მაგრამ ვერ „გაექცა”  იმ სამხილებს, რაც სამართალდამცველებს მის წინააღმდეგ ჰქონდათ მოპოვებული.  როგორც  გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, კიკნაველიძე და მიგრიაული ერთმანეთს საპატიმროდან იცნობდნენ, სადაც ისინი ერთად იხდიდნენ სასჯელს.
ყაჩაღობა – ვალის გადახდის  სანაცვლოდ   
ყაჩაღობამდე ორი კვირით ადრე ვასილ კიკნაველიძეს თავისი ბავშვობის მეგობარი, გუჯა მაქაცარია დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა – უთხრა, რომ  ვინმე ლევან კორკოტაძეს ჰქონდა მისი ვალი – 15 ათასი დოლარი და, რადგან ვალს ვერ იხდიდა, მევალეს სანაცვლოდ შესთავაზა დედის დაყაჩაღება, რომელიც ოქროს სამკაულებით ვაჭრობდა.  კიკნაველიძემ საქმეში კახა მიგრიაულიც ჩართო და ისინი  ლევან კორკოტაძეს შეხვდნენ. თავიდან მათ ბინის დაყაჩაღება გადაწყვიტეს, მაგრამ ლევან კორკოტაძემ თავად გაუიოლა ფულის მოპოვების გზა ახალ მეგობრებს.
ამონაწერი  ვასილ კიკნაველიძის ჩვენებიდან: „ლევანმა გვითხრა, თვეში ერთხელ დედაჩემს სახლში ოქროს ნივთები მოაქვს და აღრიცხვას აკეთებსო. ჩვენც სწორედ  იმ დღეს დავგეგმეთ ყაჩაღობა. ლევანმა წინასწარ  გაგვაფრთხილა, დედაჩემი ფიზიკურად ძლიერი ქალია და  აუცილებლად წინააღმდეგობას გაგიწევთო.  როცა ვუთხარი, ბიჭო, არ შემოგვაკვდეს-მეთქი, მითხრა: ფეხებზე მკიდია, ამ ბოლო დროს სულ ვჩხუბობთ, კაპიკს აღარ მაძლევს; თან, დედაჩემი არაა, აყვანილი ვყავარ და რაც გინდათ, ის უყავითო. მე  და კახამ მოვილაპარაკეთ, რომ ქალი სადარბაზოში დაგვეყაჩაღებინა, ოღონდ  ისე, რომ მისთვის არაფერი დაგვეშავებინა.  საღამოს  სადარბაზოში შუქიც  გავაფუჭეთ და ლიფტიც, რომ  ქალი კიბეზე ფეხით ასულიყო.  წინააღმდეგობა რომ არ გაეწია, თავში კასტეტს არ ჩავარტყამდით, მაგრამ, ძალიან ძლიერი ქალი იყო და ჩანთას ხელს არ უშვებდა. როცა გონება დაკარგა, ის სამკაულებიც მოვხსენით, რაც ზედ ეკეთა. შემთხვევის ადგილი ისე დავტოვეთ, ხმაური არავის გაუგია. სიბნელეში სადარბაზოდან როცა გამოვდიოდით, ჩანთა ხელიდან გამივარდა, ჩანთის ასაღებად რომ დავიხარე,  რაღაც საბუთები გადმოცვივდა. იმის ძებნის დრო არ იყო, საფულე და  ოქროულით სავსე პარკი ამოვიღე, ჩანთა იქვე მივაგდე და გავიქეცით. მეორე დღეს ყველანი გუჯასთან შევიკრიბეთ, ლევანიც მოვიდა და მე და კახას შეგვედავა – იმ ჩანთაში იმაზე მეტი ოქრო იყო, რა ვალიც მე მქონდა და ნაწილი უკან უნდა მომცეთო. ამაზე ძალიან გავბრაზდი.  ბიჭები რომ არ ყოფილიყვნენ, ალბათ, ცემით მოვკლავდი, თუმცა  გული მაინც მოვიოხე და  ერთი-ორი მაგრად დავარტყი. მერე გუჯამ გააგდო სახლიდან და შენი ფეხი აღარ ვნახო აქო – უთხრა.”     
სასამართლომ  ვასილ კიკნაველიძე და კახა მიგრიაული დამნაშავედ ცნო და თითოეულს – ცხრა  წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  სასჯელს ვერ გადაურჩა ვერც გუჯა მაქაცარია –  მას ექვსი  წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. რაც შეეხება  ლევან კორკოტაძეს, მას, როგორც  დედაზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ინიციატორს,  გისოსებს მიღმა ყოფნა რვა წლის განმავლობაში  მოუწევს.

скачать dle 11.3