კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ



კითხვა: მსურს დავიწყო დავა ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის წინააღმდეგ, რომელთანაც სახელშეკრულებო ურთიერთობები მაკავშირებს. თუმცა, როგორც გავიგე, იმ შემთხვევაშიც კი,  თუ სასამართლო აკმაყოფილებს სასარჩელო მოთხოვნას მის წინააღმდეგ, მოპასუხე მხარეს ეძლევა ერთწლიანი ვადა და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება გადაწყვეტილების აღსრულება.
მაინტერესებს, ამ ერთი წლის განმავლობაში მოპასუხის დაყადაღებულ ქონებას რა ბედი ეწევა, თავისუფლდება თუ არა ასეთი უძრავი ქონება ყადაღისგან სასამართლოს მიერ განსაზღვრული ერთი წლის განმავლობაში?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუ სასამართლოს მიერ მოხდა გადაწყვეტილების აღსრულების ვადის დადგენა, სარჩელის უზრუნველყოფის განჩინება რჩება ძალაში გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
კითხვა: ვარ ქმარს გაცილებული მარტოხელა დედა, მყავს 13 წლის შვილი, რომელიც არის სპორტსმენი. უახლოეს პერიოდში ჩემი შვილი მიემგზავრება შეჯიბრებაზე უცხოეთში. მამამისი მემუქრება, რომ არსად არ გაუშვებს, რადგან მას ამის კანონიერი უფლება აქვს.
მაინტერესებს, აუცილებელია, გაცილებული მამის თანხმობა მაშინ, როდესაც ბავშვს საზღვრის გადაკვეთა ესაჭიროება?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მშობლები განქორწინებულნი არიან, ისინი ინარჩუნებენ შვილების მიმართ თანაბარ უფლებებს და ბუნებრივია, თქვენს შემთხვევაში, მამას აქვს უფლება, ასეთი თანხმობა არ მისცეს შვილს. თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ უარი უკანონოა, შეგიძლიათ, მიმართოთ სასამართლოს.
კითხვა: მაქვს ოროთახიანი ბინა, რომელიც რეგისტრირებულია გარდაცვლილი პაპის სახელზე. ბებია, რომელიც პაპის გარდაცვალების დროს მისი ერთადერთი მემკვიდრე იყო, ძალიან მოხუცებულია. ბინის ჩემს სახელზე გადმოფორმება კი მოითხოვს რეესტრში უამრავ სიარულსა და ბებიას თან ტარებას, რაც შეუძლებელია.
მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ნოტარიუსმა ისეთი მინდობილობა გამიფორმოს, რომელიც ძალაში იქნება ბებიაჩემის გარდაცვალების შემთხვევაშიც?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, პირის გარდაცვალების შემდგომ წყდება მინდობილობის მოქმედებაც.
კითხვა: 2005 წელს 3 თვით ვისესხე 5 000 ამერიკული დოლარი და იპოთეკით დავტვირთე ჩემი ერთადერთი, ოროთახიანი ბინა. უსახსრობის გამო, ფული ვერ დავაბრუნე და 2009 წელს გამსესხებელმა სასამართლოში მიჩივლა. თუმცა, მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. საჯარო რეესტრმა უარი მითხრა იპოთეკის მოხსნაზე იმ მოტივით, რომ სჭირდებოდა კრედიტორის თანხმობა, რომელიც სასტიკ უარზეა.
მაინტერესებს, როგორ მოვხსნა იპოთეკა ჩემს ბინას – გავასაჩივრო რეესტრის უარი ადმინისტრაციული წესით თუ დავიწყო ახალი სამოქალაქო საქმის წარმოება?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, უნდა მიმართოთ სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით და მოითხოვოთ იპოთეკის გაუქმება, საფუძვლად კი უნდა მიუთითოთ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი.
კითხვა: ცოტა ხნის წინ, მქონდა პროცესი ჩემი მეზობლის წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების თაობაზე. საშინელი საცობების გამო, ვერ მივასწარი პროცესს. არც ადვოკატი მყოლია და შესაბამისად, ჩემ წინააღმდეგ გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
მაინტერესებს, რა ფორმით საჩივრდება დაუსწრებელი გადაწყვეტილება და რამდენია სახელმწიფო ბაჟი ამ მოქმედებისთვის?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე და ბაჟი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე არ არის. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ დატოვა ძალაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ის საჩივრდება ზემდგომ ინსტანციაში.
კითხვა: მაქვს შანსი, რომ გავხდე უცხო ქვეყნის მოქალაქე. მაინტერესებს, დავკარგავ თუ არა საქართველოს მოქალაქეობას ასეთ შემთხვევაში და შეიძლება თუ არა, ვიყო ორივე ქვეყნის მოქალაქე?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, საქართველოში დადგენილია ერთიანი მოქალაქეობა. საქართველოს მოქალაქე, იმავდროულად, არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, გარდა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება, მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება, ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.
კითხვა: მეზობელს ვათხოვე ლეპტოპი. როგორც საბოლოოდ გაირკვა, მან ეს ნივთი დაალომბარდა. როდესაც ამის შესახებ გავიგე, მის დასაბრუნებლად მივმართე სალომბარდო დაწესებულებას, თუმცა, ნივთის დაბრუნებაზე უარი განმიცხადეს.
მაინტერესებს, რა გზით შემიძლია ჩემი კუთვნილი ნივთის დაბრუნება?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, უნდა მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ ნივთის დაბრუნება. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მეზობელი ნივთს ვერ დაგიბრუნებთ, მოითხოვოთ ზიანის ანაზღაურება, მასზე თანხის დაკისრებით გზით.
კითხვა: მყავს ბებია, რომლის სახელზეც რეგისტრირებულია უძრავი ქონება. მას სურს, რომ ეს ქონება გადმომიფორმოს, ანუ მაჩუქოს. როგორც ვიცი, 1 000 ლარზე ზევით ღირებულების მქონე ნივთის ჩუქებისას, დასაჩუქრებული ვალდებულია, გადაიხადოს გადასახადები.
მაინტერესებს, სახლის ჩუქების შემთხვევაში დავიბეგრები თუ არა?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, დასაჩუქრებული ვალდებულია, გადაიხადოს საგადასახადო ორგანოში ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულების 20 პროცენტი.
კითხვა: პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელემ მოიგო დავა. მოპასუხემ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელემ (პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელე მხარემ) მოინდომა დავის საგნების გადიდება – პირველ ინსტანციაში იგი ითხოვდა 10 000 ლარს, ხოლო აპელაციაში მოთხოვნა გაზარდა და მოითხოვა 17 000 ლარი. აქვს თუ არა მოსარჩელეს ამის უფლება?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მოსარჩელეს სააპელაციო სასამართლოში ასეთი საპროცესო უფლება არ გააჩნია. როდესაც მოსარჩელეს შეაქვს სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოში, მან სწორედ იქ უნდა განსაზღვროს დავის საგნის ღირებულება და მისი გაზრდა სააპელაციო სასამართლოში, თუ მას არ აქვს შეტანილი სააპელაციო საჩივარი, დაუშვებელია. სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში.

скачать dle 11.3