კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მათემატიკოსები ტერაქტებს წინასწარმეტყველებენ



მათემატიკოსებმა მომავალი ტერორისტული აქტების წინასწარმეტყველება ისწავლეს. ისინი ორიენტირს წინა ტერაქტებს შორის დროის მონაკვეთებზე აკეთებენ. ლაპარაკია ტერაქტებზე, რომლებსაც ერთი და იგივე დაჯგუფება ახორციელებს.
სწავლულებმა გააანალიზეს ღია მონაცემები ავღანეთში, ათი წლის განმავლობაში მომხდარი ტერაქტების შესახებ, აგრეთვე, მონაცემები ერაყიდან 2003–2009 წლამდე. სპეციალისტებმა გამოარკვიეს, რომ პირველ ორ ტერორისტულ აქტს მნიშვნელოვანი დროის მონაკვეთი აშორებს ერთმანეთისგან. შემდეგ ტერაქტებს შორის კი, ეს დრო  თანდათან მცირდება.
სპეციალისტებმა გამოიყვანეს განტოლება, სადაც მომავალ ტერაქტებს შორის დროის მონაკვეთები დამოკიდებულია პირველ და მეორე ტერაქტს შორის დროის მონაკვეთზე. მაგალითად, თუ პირველ ორ ტერაქტს ერთმანეთისგან 100 დღე აშორებდა, მაშინ მესამე ტერაქტი, სავარაუდოდ, 66 დღის შემდეგ მოხდება, მეოთხე – 52 დღის შემდეგ... ავტორებმა შეამოწმეს განტოლება და ამისთვის გამოიყენეს მონაცემები ტერაქტებზე, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა არამდგრად რაიონებში განხორციელდა. აღმოჩნდა, რომ ამ განტოლებამ იქაც გაამართლა.
როგორც ავტორები განმარტავენ, მსგავსი კანონზომიერება შეიმჩნევა სხვა პროცესების დროსაც – მაგალითად, გემთმშენებლობის წარმოებაში, თავდაცვის ახალი საშუალებების დამუშავებისას. ეს იმით აიხსნება, რომ დროის გასვლის შემდეგ, მწარმოებელი გამოიმუშავებს აუცილებელ უნარებს და უფრო ადვილად და სწრაფად იძენს მისთვის საჭირო ტექნოლოგიებს. ამიტომ, ყოველი ახალი ქმედება უფრო იოლი ხდება.

скачать dle 11.3