„ბიბლიური“ ფოკუსი – რეკლამისთვის
ბრიტანელმა ილუზიონისტმა სტივ ფრეინამ, რომლის ფსევდონიმია „დინამო“, ლონდონში, ხალხის თვალწინ, ტემზაზე ფეხით გადაიარა. ამაში არაფერი იქნებოდა გასაკვირი, თუ ის რაიმე ხილულ დამხმარე საშუალებას გამოიყენებდა. მაგრამ, ილუზიონისტი წყლის ზედაპირზე ისე მიდიოდა, როგორც მიწაზე.
სანახაობა ძალზე ეფექტური იყო, განსაკუთრებით პარლამენტის ძველი შენობის ფონზე, მაგრამ „დინამომ“ მიაღწია თუ არა მდინარის შუაგულს, ის კატერმა აიყვანა, რომელიც პოლიციისას ჰგავდა. შესაძლოა, კატერი და პოლიციელები არ იყვნენ ნამდვილები, ისევე, როგორც უნარი, გააკეთო ის, რასაც მხოლოდ იესო ქრისტე აკეთებდა.
28 წლის ბლედფორდის მცხოვრები წყალზე სიარულით ეთერში გასასვლელად თავის ტელეგადაცემის მოკლე ანონსს ამზადებდა. ტელეგადაცემა არ ითვალისწინებს მხოლოდ წყალზე სიარულის ჩვენებას, მაყურებელს საშუალება ექნება, ნახოს მისი სხვა არაჩვეულებრივი შესაძლებლობებიც: ილუზიონისტი „ადვილად“ ათავსებს მობილურ ტელეფონს ბოთლში, რომლის ყელშიც ეს აპარატი არაფრით ჩაეტევა; საიდუმლო სახით აძვრენს მსხვილ მონეტას მაგიდის მინის სახურავში. ამ ტრიუკებს იგი ცნობილი ადამიანების თვალწინ შეასრულებს.
„დინამოს“ წარმომადგენელი, ცხადია, არ ხსნის ილუზიონისტის საიდუმლოს და ირწმუნება, რომ ტემზაზე გადაღებული ფოტოები გაყალბებული არ არის.