კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ამოირჩიეს ძმებმა – კარლ და ვალტერ სიმენსებმა საცხოვრებლად საქართველო და როგორ აღმოჩნდა ქეთი პატაშური „სიმენსის“ ფირმის ერთადერთი ქართველი თანამშრომელი


ოცდამეერთე საუკუნისთვის ტექნოლოგიების განვითარებამ მწვერვალს მიაღწია... თუ რა აკავშირებდათ ძმებ სიმენსებს საქართველოსთან, როგორია ფირმის დღევანდელი მდგომარეობა, ამის შესახებ გერმანიიდან „სიმენსის“ ფირმის ერთადერთი ქართველი თანამშრომელი („სიმენსის“ ფირმის დაარსებიდან დღემდე) ქეთი პატაშური გვესაუბრა. 
– ქეთი, როგორ აღმოჩნდით გერმანიაში?
– გერმანია თავად არ ამირჩევია. ინსტიტუტს ვამთავრებდი, როდესაც სტიპენდია მოვიპოვე გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად. ამ დროს გერმანული ენა არ ვიცოდი, მაგრამ სწავლა ინგლისურ ენაზე იყო. ბუნებრივია, უცხოეთში სწავლის გაგრძელების სურვილი და სიხარული ძალიან დიდი იყო. ამიტომაც, უმოკლეს დროში მივიღე გადაწყვეტილება, ეს შანსი გამომეყენებინა. მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, სასწავლებლად მაინც წამოვედი. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ დედას ძალიან ვატკინე გული ჩემი გერმანიაში წამოსვლით... გერმანიაში სწავლა მაგისტრატურაში, სენსორული სისტემების ტექნოლოგიაზე გავაგრძელე. მიუხედავად მცირე მატერიალური შესაძლებლობისა, სტუდენტობა მაინც ყველაზე კარგი პერიოდი იყო. უზომოდ დატვირთული გრაფიკი გვქონდა – მრავალფეროვანი და ბევრის მომცემი. საინტერესო იყო ინტერნაციონალურ ჯგუფში ყოფნა, სხვადასხვა კულტურების გაცნობა. განსაკუთრებული და საინტერესო სწავლების მეთოდი იყო დანერგილი – ყოველ სემესტრში ერთი დამოუკიდებელი პროექტი უნდა შეგვესრულებინა, რამაც ჩემს პროფესიულ განვითარებაში დიდი როლი შეასრულა. 
– საქართველოში რომელი სასწავლებლები დაამთავრეთ?
– სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გავაგრძელე ინფორმატიკის ფაკულტეტზე. ყველას გვახსოვს თუ რა მძიმე იყო 90-იანი წლები საქართველოში. მიუხედავად ამ რთული პერიოდისა ინსტიტუტი წარმატებით დავასრულე. უნივერსიტეტამდე საშუალო სკოლა ფასანაურში დავამთავრე.
– როგორ მოხვდით „სიმენსის“ ფირმაში, როგორი გარემოა იქ და იციან თუ არა, მათ იმის შესახებ, რომ სიმენსებს საქართველოსთან ბევრი რამ აკავშირებდათ და ერთ-ერთი ძმა აქ გარდაიცვალა?
– გერმანიაში ინსტიტუტი რომ დავამთავრე, საქართველოში დაბრუნებას ვაპირებდი, მაგრამ ისევ ვამჯობინე, სამსახური აქ მეშოვა და მეტი გამოცდილება მიმეღო. საბუთები რამდენიმე ფირმაში გავაგზავნე და გასაუბრებაზე რომ მიმიწვიეს – „სიმენსი“ შევარჩიე. სწავლის პერიოდშიც „სიმენსში“ ვიმუშავე სტუდენტურ სამუშაოზე. ამან საკმაო გამოცდილება მომცა და ბევრი კარგი რამ მახსოვს. „სიმენსის“ ფირმა თანამშრომლების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს. ფირმას უდიდესი კულტურა აქვს. „სიმენსის“ ისტორიის წიგნი წავიკითხე, რომელიც თანამშრომელმა მათხოვა. იქ დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ დაიწყო ვერნერ სიმენსმა გარაჟში ჩხირკედელაობა და სიცოცხლეშივე უდიდესი ელექტრონული ფირმა შექმნა. ვერნერ სიმენსმა 1847 წელს, იოჰან ჰალსკესთან ერთად, „სიმენს ჰალსკე” დააარსა. მას ახალგაზრდობის ასაკში უკვე უამრავი გამოგონება ჰქონდა, რაც დიდი კარიერის დასაწყისი იყო და მისთვისაც და ოჯახისთვის უდიდესი მატერიალური დოვლათი მოჰქონდა. პირველი დიდი გამოგონება ტელეგრაფის დარგში, გახლდათ სატელეგრაფო ხაზებით დაკავშირებული კონტინენტები. ასევე, სატელეგრაფო ხაზი ინდოეთში, რასაც ინგლისისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, იყო ირანში, რუსეთსა და თურქეთში უდიდესი გამოგონებები ელექტრობის დარგში. ცნობილია, რომ „სიმენსს“ ეკუთვნის – პირველი ქუჩის განათება ბერლინში, პირველი ელექტროლოკომოტივი. „სიმენსისაა“ პირველი მტვერსასრუტი, უდიდესი მიღწევები სამედიცინო დარგში. აქვე იყო ნათქვამი, რომ მოგვიანებით, მისი ძმებიც ჩაებნენ ფირმის საქმიანობაში და სხვათა შორის, ისიც ეწერა, რომ მისი ორი ძმა – ვალტერ და კარლ სიმენსები საქართველოშიც ცხოვრობდნენ და თავიანთ ბიზნესს აზიის ქვეყნებში საქართველოდან უძღვებოდნენ... ჩემთვის უსაყვარლესია ვერნერ სიმენსის გამონათქვამი: „შემოსული ფული ისე დამწვავს ხელს, როგორც გახურებული რკინა, თუ შესაბამისად არ გავუნაწილებ მას, ვინც ამას იმსახურებს”. დიდი მეცნიერს და გამომგონებელს წარმოების ხელმძღვანელობის გასაოცარი ნიჭიც ჰქონდა. შემდგომში, როდესაც ფირმა უკვე გაძლიერდა, მან თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობები გაცილებით გააუმჯობესა, შეამცირა სამუშაო დრო, საშობაო პრემიები გამოყო, საპენსიო სალარო და ჯანმრთელობის დაზღვევა გააკეთა თანამშრომლებისთვის.
– რა თანამდებობა გეკავათ „სიმენსში“?
– „სიმენსში“ ჩვენი განყოფილება საავტომობილო ინდუსტრიის ძრავის  პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებას ემსახურებოდა, რაც უფრო კონკრეტულად, ძრავას ელექტრონული მართვის პროგრამირებას გულისხმობს. ძრავას ელექტრონული მართვა კი მთავარია. 
– რამდენად შეეხო „სიმენსის“ ფირმას ახლანდელი მსოფლიო კრიზისი?
– გლობალური კრიზისი ყველას საგრძნობლად შეეხო გარკვეული დროის განმავლობაში... თუმცა, ამჟამად ყველაფერი გამართულია. ეკონომიკურად ისევ ძალიან მაღალ დონეზეა...
– რამდენადაც ვიცი, დღეს სხვაგან მუშაობთ, თუმცა ამ სამსახურსაც „სიმენსის“ ფირმასთან ჰქონდა წარსულში კავშირი...
– დღესდღეობით დიდ გერმანულ საავტომობილო ფირმაში ვმუშაობ. „კონტინენტალი“ 1871 წელს, ჰანოვერში დაარსდა როგორც სააქციო საზოგადოება. თავიდან ისინი მხოლოდ ეტლებსა და ველოსიპედის საბურავებს ამზადებდნენ. 1904 წელს, მსოფლიოში პირველად, გამოუშვეს ავტომობილის პროფილიანი საბურავი და 1908 წელს – საბურავი, რომელსაც გარე ნაწილი ეხსნება. ჰქონდათ ასევე დიდი წარმატებები საბურავის უმაღლესი ხარისხისა და ახალ-ახალი პატენტებისთვის. „კონტინენტალი“ მეოცე საუკუნის 70-იან წლებში უკვე იყო მსოფლიოში საბურავების ერთ-ერთი მიმწოდებელი. „სიმენსის“ სტრატეგიის შეცვლის დროს, „კონტინენტალმა“ „სიმენსის“ საავტომობილო ნაწილი იყიდა და ამის შემდეგ კიდევ უფრო დიდ მიმწოდებლად იქცა საავტომობილო ინდუსტრიაში. დღეს „კონტინენტალი“ 140 ათასამდე თანამშრომელს ითვლის მთელ მსოფლიოში და საავტომობილო ტექნიკის მრავალ სფეროში მუშაობს. საბურავების გარდა, საავტომობილო ინდუსტრიის ელექტრონული და პროგრამული უზრუნველყოფა ფირმის ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობაა. ჩემი თანამდებობა, სამუშაო რეჟიმი და პირობები არაფრით არ შეუცვლია „კონტინენტალს“. პროექტები და სამუშაო გარემო იგივეა, რაც ადრე იყო. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ „სიმენსის“ საავტომობილო ნაწილი დღეს „კონტინენტალს“ ეკუთვნის.
– ახლო მომავალში კიდევ ხომ არ გეგმავთ ცვლილებებს კარიერაში?
– არ უნდა დაგეგმო. ამ ეტაპზე განსაკუთრებული გეგმები არ მაქვს, ჩვეულებრივ ვაგრძელებ ყოველდღიურ რიტმს სამსახურსა და სამსახურის გარეთ.
– როგორია თქვენი ყოველდღიური ცხოვრება. ქართველებთან გაქვთ ურთიერთობა?
– ყოველდღიურად ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმია, რომელიც რაღაც რიტუალადაა ქცეული ჩემს ცხოვრებაში... რა თქმა უნდა, ქართველებთან ურთიერთობა მაქვს. თვეში ერთხელ ფრანკფურტში ბერძნულ ეკლესიაში წირვა იმართება. ყველას უზომო სიხარულით გვავსებს მამა თამაზის მიერ ჩატარებული წირვა. სამწუხაროდ, ქართველები ერთმანეთის ნახვას ხშირად  ვერ ვახერხებთ, რადგან ყველა ძალიან დაკავებულია... საბედნიეროდ, კულტურის სფეროში იმართება ხოლმე ღონისძიებები საქართველოსთან დაკავშირებით. თუ რამე ღონისძიების შესახებ გავიგებ, ყოველთვის ვცდილობ, არ გამოვტოვო.
– რას გვეტყვით თქვენს პირად ცხოვრებაზე?
– გათხოვილი არ ვარ... სამსახური, ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლებია ჩემი პირადი ცხოვრება.

скачать dle 11.3