კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი გაგება გაუჭირდა დიანა ღურწკაიას გათხოვების შემდეგ და რით გააოცა მან ქმრის ახლობლები



მოსკოვში მცხოვრები ქართველი მომღერალი – დიანა ღურწკაია ცოტა ხნის წინ ლონდონიდან დაბრუნდა, სადაც მან ქართველ კომპოზიტორთან ერთად, ახალი სიმღერა ჩაწერა. როგორც დიანა ამბობს, ეს სწორედ იმ დონის სიმღერაა, რომლითაც შეუძლია, იამაყოს. აღსანიშნავია ისიც, რომ თავის მდგომარეობის მიუხედავად, მან შეძლო სხვა კუთხითაც გაეოცებინა მაყურებელი. ხუთი თვის განმავლობაში დიანა სცენაზე, პარტნიორთან ერთად, სხვადასხვა ცეკვას ასრულებდა. ეს იყო მოსკოვში, პროექტ „ცეკვა ვარსკვლავებთან“. მომღერალი გულახდილად გიამბობთ,  პირადი ცხოვრების, განცდების, სურვილების შესახებ.
– აპრილის დასაწყისში ჩავედი ლონდონში და ჩავწერე ძალიან ლამაზი ქართული სიმღერა. ჩემთან ერთად მუშაობდნენ არაჩვეულებრივი პროდიუსერები და შესანიშნავი კომპოზიტორი თინათინ ზაქარიძე. ეს ისეთი დონის სიმღერაა, რითაც მართლა შემიძლია, ვიამაყო. მომღერლისთვის ბევრს ნიშნავს სიახლე, როცა ახალი კომპოზიტორები არიან მის გვერდით. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. ძალიან მინდოდა, ამ ადამიანებთან მუშაობა, და ისინი იმ დროს ლონდონში იმყოფებოდნენ. რაც შეეხება პროექტს, „ცეკვა ვარსკვლავებთან“, მოსკოვში ეს არაჩვეულებრივი ღონისძიება ხუთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მეც მიმიპატიჟეს. შევასრულე ნელი „ვალსი“, „ჩა-ჩა-ჩა“, „რუმბა“... თხუთმეტი წელია, რაც სცენაზე ვდგავარ, მაგრამ ჩემთვის ეს მიუწვდომელი იყო. აბსოლუტურად არავინ ელოდა, ჩემგან ამას, მიუხედავად  იმისა,  რომ თვითონ დამპატიჟეს. ყველა გაოცებული იყო. არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ადამიანისთვის, რომელიც ვერ ხედავს, ცეკვა რთულია, მაგრამ მე ამ ზღვარს გადავაბიჯე. დავივიწყე სირთულეები და ვიცეკვე. მინდოდა, საკუთარ თავშიც დავრწმუნებულიყავი და სხვებიც  დამერწმუნებინა იმაში, რომ თუ ადამიანს გულით უნდა რაღაცის გაკეთება, აუცილებლად გააკეთებს. სულ პირველ ადგილზე გავდიოდი. თავი ზღაპარში მეგონა.
– თავისუფლად ცეკვავდით თუ შინაგანად დაძაბული იყავით?
– ძალიან ბევრს ნიშნავს, როცა კარგი ქორეოგრაფი გყავს. პარტნიორიც კარგი მყავდა. რაღაცნაირად, ყველანი შერწყმული ვიყავით. ძალიან გვინდოდა, ყველაფერი ლამაზად გაგვეკეთებინა. ამიტომ, დაძაბულობა არ მქონია.
– ექვსი წელია, რაც გათხოვდით. თუ წააწყდით ამ ხნის განმავლობაში რაიმე წინააღმდეგობებს – რას შეეგუეთ, რისი გადალახვა გაგიჭირდათ?
– არ არსებობს ოჯახი, სადაც კამათი, გაუგებრობები არ ხდება. ვერ ვიტყვი, რომ მე და ჩემს ქმარს უთანხმოებები არ გვაქვს, მაგრამ რაღაცნაირად სიტუაციას ვარეგულირებთ. კარგად ვიცი, რომ ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით არ უნდა შეხედო. რა თქმა უნდა, სანამ გავთხოვდებოდი, არ მეგონა, თუ ასეთ სიტუაციებს წავაწყდებოდი, მაგრამ ეს არის ჩემი შექმნილი ოჯახი, რომელსაც ნელ-ნელა ვეჩვევი. ყოველდღე ერთმანეთს ვეცნობით. ბოლოს და ბოლოს ორი სხვადასხვა ადამიანი ვართ. ბევრი რამ არ ვიცოდი, ასევეა ჩემი ქმარიც და ვსწავლობთ. არა მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ პასუხისმგებელი, არამედ ჩვენს შვილზეც, რომელსაც მაგალითი უნდა მივცეთ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ექვსი წელია, ერთად ვართ, ჩვენი სიყვარული არ გამქრალა. ვერ ვიტყვი, რომ ადვილი ასატანი და დამთმობი ვარ. ხშირად ვიძლევი შენიშვნებს – ეს ასე კი არა, ასე უნდა იყოს-მეთქი. ის მამაკაცია, ამიტომ დათმობაზე მიდის. ვიცი, რომ ძალიან ვუყვარვარ.
– რას ვერ შეეგუეთ ჯერ კიდევ?
– მათი ტრადიციები ჩვენი ტრადიციებისგან  მკვეთრად განსხვავდება. მაგალითად, ცხრა საათის შემდეგ რომ დარეკვა, სტუმრად წასვლა და სტუმრის მოსვლა არ შეიძლება. ასეთი რაღაცეების გაგება გამიჭირდა, რადგან ჩვენს ოჯახში ოცდაოთხი საათი იყო კარი ღია. გინდ ცხრაზე მოსულიყო სტუმარი და გინდ ღამის ორ საათზე, პრობლემა არ იყო. შეგვეძლო, შუაღამისას გაგვეშალა სუფრა. ამათ კი, ეს უკვირდათ და ყველა შევაჩვიე. ახლა ბედნიერები არიან, ჩვენთან რომ მოდიან ჩემი მეუღლის მშობლები, დები, ნათესავები. არავისთვის მიჩვენებია შეკრული და შეწუხებული სახე. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენთან ვიღაც მოდის და რაღაცით შემიძლია, გავუმასპინძლდე.
– მახსოვს, ამბობდით, თავიდან ძალიან ვნერვიულობდი, როგორ მიმიღებდნენ მომავალი ქმრის ოჯახშიო. როგორც ჩანს, თურმე, სულ ტყუილად ნერვიულობდით.
– ყველამ უნდა იცოდეს, რა მინუსიც აქვს და რეალობას არ გაექცეს. მე ვიცოდი, რამხელა მინუსიც მქონდა და ვნერვიულობდი. ვფიქრობდი, ცხოვრებაში არავის სხვანაირად არ შემოუხედავს და ახლა ვიღაცამ სხვანაირად რომ შემომხედოს, ვერ ავიტან-მეთქი. მე თვითონ ვღრღნიდი საკუთარ თავს ამ აზრებით, მაგრამ, ერთი წუთითაც არ მქონია პრობლემა. ძალიან კარგად მიმიღეს დედამისმაც და მისმა დებმაც. სხვათა შორის, ისიც გაუკვირდა, რომ დედა დავუძახე. ასე ვარ გაზრდილი, სხვანაირად არ შემეძლო. ჩემი ოჯახის ტრადიციები აქეთ გადმოვიტანე. იგივეს ვაკეთებ ბავშვთანაც. მინდა, რომ ყველას მიმართ თბილი, მოსიყვარულე იყოს. მიყვარს ალალი ადამიანები. ვერ ვიტან სიყალბეს, სიძუნწეს. ყოველთვის ვფიქრობდი, თუ ოდესმე გავთხოვდები, ჩემი ქმარი არ უნდა იყოს ძუნწი და გაუნათლებელი, რომელსაც ერთი წიგნიც კი არ წაუკითხავს-მეთქი ცხოვრებაში. თვითონ ბევრს ვკითხულობ და ვერ წარმომიდგენია, ცოლ-ქმარი საღამოს დასხდეს და სასაუბრო თემა არ ჰქონდეთ. ბედნიერი ვარ, რომ კარგი პიროვნებაა და ძალიან ნაკითხი.
დღეს ვარ ძალიან ბედნიერი ქალი, დედა, ცოლი. აბსოლუტურად არ მაქვს იმის შეგრძნება, რომ რაღაც მაკლია. საერთოდ, ის ადამიანი ვარ, რომელიც ყველაფერს ოპტიმიზმით უყურებს. ალბათ, არაფერია ცხოვრებაში ისეთი, რასაც ადამიანი  თუ მოინდომებს ვერ გაუმკლავდება. ცეკვის მერე ასე ვხუმრობ ხოლმე, უკვე აღარაფერი მიკვირს ჩემში-მეთქი. ყველაფერი დამოკიდებულია შენზე. შეგვიძლია, თავი დავხატოთ ისე, რომ ძალიან უბედურები ვართ და შეგვიძლია, დავხატოთ ლამაზ ფერებში – ყველაფერი კარგად არის და კიდევ უფრო კარგად იქნება.
– ამ გადასახედიდან, ალბათ, მუქ ფერებში უყურებთ წარსულს, გზას, რომელიც გამოიარეთ.
– ეს ის წარსულია, რისი დავიწყებაც არ შემიძლია, რადგან ბევრი რამ მასწავლა, დამანახვა. ამიტომ, ვერ ვიტყოდი, რომ ბნელი იყო. არ შეიძლება, ყველაფერი ცხოვრებას დავაბრალო. ასე უნდა ყოფილიყო, უფლის ნება იყო. არ ვარ ისეთი, დავჯდე და ვიძახო, რა უბედური ვარ-მეთქი. კი, ბევრიც მიტირია, ბევრი გადამიტანია. ყველაზე საშინელება ის იყო, რომ ოცდაოთხი საათი მენატრებოდა დედა, ოჯახი, მეგობრები. თეთრმეტი წელი ვსწავლობდი სკოლა-ინტერნატში. ტელეფონით, ხან სკაიპით ჩემს თანაკლასელებს ველაპარაკები. უბრალოდ, როცა ჩამოვდივარ, დრო არ მყოფნის, ყველა მოვინახულო. ამიტომ, აქედან ვეფერები მათ. ჩვენ, ყველამ ერთი და იგივე რამ გადავიტანეთ. ძალიან მიყვარს თბილისი, ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მიყვარს თბილისის ქუჩებში ხეტიალი. მახსოვს, იები როგორც კი შემოვიდოდა, ვყიდულობდი და რუსთაველზე ვსეირნობდი. როცა თბილისიდან ვინმე ჩამოდის, იებს ვაბარებ. გვერდით რომ არ მყოლოდა ჩემი ძმა, ჩემი ოჯახი, ბევრს ვერაფერს მივაღწევდი.

скачать dle 11.3