რა მოხდა ამ დღეს
11 ივლისი
1700 – ბერლინში დაარსდა გერმანიის მეცნიერებათა აკადემია.
1971 – პიტსბურგში გაიმართა პრემიერა ენდრიუ ლოიდ უებერის როკ-ოპერისა „იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი“.
1985 – ჟურნალ „ფლეიბოის“ ყდაზე გამოჩნდა შიშველი მადონას ფოტო.
1995 – ბოსნიელმა სერბებმა, რადკო მლადიჩის მეთაურობით, ქალაქ სრებლინიცაში 7 000 ადამიანი ამოწყვიტეს (ხორვატები და მუსლიმანები).
12 ივლისი
1590 – დაარსდა ქალაქი სარატოვი.
1917 – გერმანულმა ჯარებმა ბელგიაში, მდინარე იპრთან პირველად გამოიყენეს ქიმიური იარაღი.
1943 – პროხოროვკის ბრძოლა – კურსკის ბატალიის უმნიშვნელოვანესი ეტაპი. უდიდესი სატანკო შეტაკება ისტორიაში. ერთმანეთს ებრძოდა 1 500 ტანკი.
1962 – ლონდონში შედგა ჯგუფ „როლინგ სთოუნზის“ პირველი კონცერტი.
13 ივლისი
1260 – დურბეს ბრძოლაში ლიტველებმა გაანადგურეს ლივონიის ორდენის გერმანელი რაინდები. ამ ბრძოლის შემდეგ ლიტვის სამთავრო დამოუკიდებელი გახდა.
1897 – გულიელმო მარკონიმ მიიღო პატენტი რადიოზე.
1908 – ლონდონში გაიხსნა მეოთხე ოლიმპიური თამაშები, სადაც პირველად მიიღეს მონაწილეობა ქალებმაც.
1930 – მონტევიდეოში (ურუგვაი) გაიხსნა მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი ფეხბურთში.
1947 – პარიზში ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს „მარშალის გეგმა“, რომელიც დასავლეთ გერმანიის აღორძინებას ითვალისწინებდა.
1973 – გამოვიდა ჯგუფ „ქუინის“ პირველი ალბომი „QUEEN I“.
14 ივლისი
1099 – პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილეებმა, გოტფრიდ ბუიონელის სარდლობით, აიღეს იერუსალიმი.
1789 – ბასტილიის აღება – საფრანგეთის დიდი რევოლუციის დასაწყისი.
1845 – დიდი ხანძარი ნიუ-იორკში. დაიწვა 2 000-ზე მეტი სახლი.
1933 – ნაცისტებმა გერმანიაში აკრძალეს ყველა პოლიტიკური პარტიის მოღვაწეობა (გარდა საკუთარისა, რასაკვირველია).
1946 – გამოვიდა ბენჯამინ სპოკის ბესტსელერი „ბავშვი და მისი მოვლა“. ეს წიგნი მეორე ადგილზეა მსოფლიოში გაყიდვების მიხედვით, ბიბლიის შემდეგ.
15 ივლისი
1669 – დასრულდა ვულკან ეტნას (სიცილია) უდიდესი ამოფრქვევა, რომელიც 4 თვეს გრძელდებოდა.
1953 – ამერიკის შეერთებული შტატების ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „ზოგიერთებს უფრო ცხელი უყვართ“. ჩვენში ის ცნობილია, როგორც „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია“.
1970 – დანიის ნაკრები გახდა მსოფლიოს პირველი ჩემპიონი ქალების ფეხბურთში.
16 ივლისი
1945 – ალამოგორდოში (ამერიკის შეერთებული შტატები) ისტორიაში პირველი ატომური ბომბი ააფეთქეს (საცდელი).
1979 – სადამ ჰუსეინი გახდა ერაყის პრეზიდენტი.
17 ივლისი
1048 – გერმანიის იმპერატორმა ჰაინრიხ მესამემ აიღო რომი და ტახტიდან ჩამოაგდო რომის პაპი ბენედიქტე მეცხრე. აქედან იწყება გერმანიის იმპერატორთა და რომის პაპთა ერთ-ერთი უდიდესი დაპირისპირება.
1453 – დასრულდა ინგლის-საფრანგეთის „ასწლიანი“ ომი (1337-1453 წლები).
1754 – დაარსდა კოლუმბიის უნივერსიტეტი (ამერიკის შეერთებულ შტატებში).
1868 – იაპონიის დედაქალაქი ქალაქ კიოტოდან ქალაქ ედოში გადავიდა, რომელსაც სახელი შეუცვალეს და ტოკიო დაარქვეს.
1918 – ეკატერინბურგში კომუნისტმა კომისრებმა დახვრიტეს რუსეთის ბოლო იმპერატორი ნიკოლოზ მეორე და მისი ოჯახი.