კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები მათთვის, ვისაც თხელი თმა აქვს


თხელი თმა დისკომფორტს გიქმნით? არ არის პრობლემა, რომლის მოგვარებაც არ შეიძლება. იმისთვის, რომ თქვენი ვარცხნილობა ფუმფულა და მოცულობითი იყოს, უნდა იცოდეთ, როგორ მოუაროთ მას.
* პირველ ყოვლისა, შეარჩიეთ თმის მოვლის ისეთი საშუალებები, რომლებიც ხელს უწყობს მისი მოცულობის გაზრდას: შამპუნიც, ბალზამიც, ლაკიც და საღებავიც უნდა შეიცავდეს იმ სპეციალურ კომპონენტებს, მოცულობას რომ უზრდის თმის თითოეულ ღერს.
* თუ მოკლე თმა გაქვთ, თქვენი ვარცხნილობა უფრო ფუმფულა და მოცულობითი იქნება, თუ გაშრობისას მაქსიმალურად ძირს დახრით თავს.
* გამოიყენეთ ბალზამი-კონდიციონერი ან სპეციალური ნიღაბი: წაისვით ის თმის ძირებიდან 2-3 სანტიმეტრ სიგრძეზე – ასეთი მარტივი ილეთის შედეგად თმა ბუნებრივად გაფუმფულდება.
* თხელ და რბილ თმას განსაკუთრებით მოუხდება მსუბუქი  სტაილინგ-საშუალებები: სპრეი, ფლუიდები, რადგან, თუ თმას ზედმეტად დავტვირთავთ, ის დამძიმდება და ვარცხნილობა ძალიან მალე „დაჯდება“, ანუ „ჩაიფუშება“. მუსები რეკომენდებულია უფრო ხშირი და მსხვილი თმის ღერებისთვის.
* გრძელი თმის მოცულობის გაზრდა უფრო ძნელია, მისი სიგრძიდან გამომდინარე. ამიტომ, უმჯობესია, თუ თმას აიკრეფთ და ლამაზი სამაგრით დააფიქსირებთ უკან, კეფაზე ან ოდნავ გვერდზე.
* ვარცხნილობის გაკეთების წინ თმა გაიშრეთ ბოლომდე. ოდნავ ნამიანიც რომ დარჩეს, ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად მოცულობას ვერ შეინარჩუნებთ.
* და ყველაზე მერტივი ხერხი თმის მოცულობის გასაზრდელად არის ძველი, მამაპაპური და კარგად გამოცდილი მეთოდი: წვრილკბილიანი სავარცხლით თმის ძირებთან ნაჩეჩის („ნაჩოსის“) გაკეთება, რის შემდეგ ზემოდან მსუბუქად უნდა გადაისვათ ჯაგრის-სავარცხელი.

скачать dle 11.3