კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ აქვს ურთიერთობა თეონა კოროშინაძეს მამასთან და ვინ დასცინოდა მას ქართულის ცუდად ცოდნის გამო



ნიუ-ჯერსიში გაზრდილი ქართველი თეონა კოროშინაძე „ნიჭიერიდან” მაყურებელმა მოიწონა და შეიყვარა. ის თავისი უჩვეულო ჩაცმულობით, ქართველი შემსრულებლისთვის არადამახასიათებელი თამამი შესრულების მანერით, აშკარად გამოირჩეოდა არა მხოლოდ „ნიჭიერის“ შესარჩევ ტურებში, არამედ ზოგადად, ქართულ მუსიკალურ სივრცეში. თეონამ ისიც განაცხადა, რომ სურს ქართველი „ლედი გაგა“ გახდეს. ის ძალიან ხალისიანი, გულახდილი რესპონდენტი აღმოჩნდა და ბევრი რამ გაგვანდო.
– თეონა, „ნიჭიერი“ დამთავრდა, როგორ განწყობაზე ხარ, გული არ გწყდება ამის გამო?
– მართლა ძალიან მწყდება გული, რადგან ყოველ ორშაბათს ველოდებოდი და არა მარტო ჩემს გამოსვლას – მივდიოდი ფილარმონიაში, ვღელავდი, სცენაზე გამოვდიოდი... ახლა ვზივარ და ვფიქრობ: ორშაბათს რა ვეკეთო-მეთქი (იცინის). ხან მძინავს, ძილი მიყვარს ძალიან, ხან მეგობრებთან ერთად ვერთობი. არაფერს არ ვაკეთებ, ვზივარ ასე.
– როგორ შეაფასებ წლევანდელ „ნიჭიერს“?
– ვფიქრობ, კარგი პროექტია და განსაკუთრებით ძლიერი ფინალი ჰქონდა, ყველა კონკურსანტი კარგი იყო. ბევრი მომღერალი იყო და სულ სხვადასხვა სტილისა და ჟანრის. მე პირადად, მატრიცული პანტომიმა მომეწონა და ვუგულშემატკივრებდი სიამოვნებით, მაყურებელი რომ ვყოფილიყავი.
პროექტმა ბევრი რამ მომცა – გამოცდილება. კი ვმღეროდი სცენაზე, მაგრამ ამდენი ხალხის წინაშე პირველად გამოვედი.
– ამერიკაშიც ხომ არის „USA’s got a talent”. არ გიცდია იქ მონაწილეობის მიღება?
– სიმართლე გითხრა, ამერიკაში მაგ პროექტს არც ვუყურებდი. შტატებში უფრო მეტად „ამერიქენ აიდოლს” ექცევა ყურადღება, ვიდრე იმ პროექტს, რომელიც შენ ახსენე. არ მიცდია კონკურსში მონაწილეობის მიღება. ამის სურვილიც არ მქონია. ვიცი, ამბობენ: დიდ ქვეყანაში არაფერი გამოუვიდა და აქ ჩამოვიდაო. ასე არ არის, იქ არც მიცდია მონაწილეობა. ჩემს ოჯახს უფრო სწავლაზე აქვს გართულება. სამედიცინოზე ვსწავლობ, იმ კონკურსში მონაწილეობას კი ძალიან ბევრი დრო და შრომა სჭირდება. მე, საბოლოოდ, სწავლა ვარჩიე. კლუბში ვმღეროდი და იმასაც თავი დავანებე, ორივეს ერთად ვერ ვასწრებდი. სწავლა მთავარია, მაგრამ მინდა, მეორე საქმეც მქონდეს. სხვათა შორის, ბევრი იქაური ქართველი მწერდა: აღარ დავდივართ იმ კლუბში, შენ რომ აღარ მღერიო.
– ზოგადად, თვითკრიტიკული ხარ?
– ვაიმე, ძალიან (იცინის). სულ ვნერვიულობ სცენაზე გასვლის წინ, ემოციური ვარ. მაგრამ, მაინც ვიტყვი, რომ საკუთარი გამოსვლით ყოველთვის კმაყოფილი ვარ. ფინალში კი პატარა შეცდომა მომივიდა, დავვარდი, მაგრამ ჩემი ბრალი არ იყო, რაღაც სადენებს გამოვედე (იცინის). ნახევარფინალში ვინერვიულე ძალიან და ცოტა ცუდად ვიმღერე. იმას შევცვლიდი, რომ ნაკლებად ვინერვიულებდი. დანარჩენით კმაყოფილი ვარ. პრომო რომ გადიოდა მაშინ ვიძაბებოდი, გასვლის მერე კი – მეხსნებოდა. სიმღერის არა და ლაპარაკის მრცხვენოდა ძალიან. სცენაზე ვცდილობდი, არ მელაპარაკა (იცინის). სიტყვებს ვერ ვალაგებ გრამატიკულად და რა ვქნა. ჩემი მეგობრები, ბიძაშვილები დამცინიან: თეონა, სირცხვილია, ნუ ლაპარაკობ ეგრეო. ახლაც, ხომ ხედავ, რამხელა პაუზებს ვაკეთებ.  ცოტა ხნის წინ „ეკივოკის” ჩაწერაზე ვიყავი და უნდა გამომეცნო მულტფილმი, მე მულტფილმის მაგივრად „მურტფილმს” ვამბობ და ატეხეს მაგაზე სიცილი. ხოშტარიაც დამცინოდა. ფაცხა არ ვიცოდი კიდევ, რა იყო, შენ იცი, ფაცხა რა არის?
– ფაცხა როგორ არ ვიცი.
– მე არ ვიცოდი, რა მექნა? ფაცხა მეგონა, ცოცხი (იცინის).
– გაგიჭირდა აქაურობასთან შეგუება?
– თავიდან ცოტა კი. დიდხანს არ ვიყავი აქ ნამყოფი და, პირველად სამი წლის წინ ჩამოვედი.  ბაბუაჩემი გარდაიცვალა და ჩამოვასვენეთ. მაშინაც სულ ხუთი დღე დავრჩი. ახლა მარტო ვცხოვრობ, ბინას ვქირაობ. ახლობლები და ნათესავები მივლიან, ყურადღებას მაქცევენ.
დედაჩემი ჩემი დაბადებისთანავე გარდაიცვალა და ბებიამ მიშვილა, ნიუ-ჯერსიში გავიზარდე. ბებიამ და დეიდამ გამზარდეს. ქართული ასე თუ ისე რომ ვიცი, ბებოს დამსახურებაა. ბებია მელაპარაკებოდა ცოტ-ცოტას, დეიდაჩემსა და დეიდაშვილებსაც ინგლისურად ველაპარაკები. სადაც მე ვცხოვრობ, იქ ბევრი ქართველია. ბრუკლინშიც არის ბევრი ქართველი, მაგრამ იმდენი ვართ ოჯახში, სხვა ქართველებთან ურთიერთობის საჭიროება აღარ იყო. სხვათა შორის, იმის გამო, რომ ქართველები ბევრნი არიან, რეპერტუარში ქართული სიმღერებიც მქონდა. ლელა წურწუმიას სიმღერებს ვმღეროდი, ვიცოდი, გაუხარდებოდათ. (იცინის).
– მამა სად არის?
– მამას უკვე სამი წელია, საერთოდ აღარ ვეკონტაქტები. თავისებური ტიპია, რაღაცნაირი. დედაჩემამდეც ჰქონდა მას ოჯახი და არც იმათთან არის. მანამდე ვცდილობდი, ურთიერთობა მქონოდა, მაინც მამაა და იმიტომ, მაგრამ თვითონ საერთოდ არ ცდილობს. რაგბის ფედერაციაში მუშაობს და ერთხელ რაგბის თამაშზეც მივედი, მაგრამ არ უნდა. ჰგონია, რომ თავისი მეგობრებით დიდხანს „გაქაჩავს”. მამიდას, მამიდაშვილებს, ბიძაშვილებს ვეკონტაქტები. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. თუმცა, მამა მათთანაც არ არის ძალიან ახლოს, ეგეთია რა. არც დაურეკავს, არც მოვუკითხივარ საერთოდ.
– ქუჩაში, ალბათ, გცნობენ, პოპულარული გახდი.
– კი. რამდენჯერ წავუყვანივარ ტაქსის მძღოლს უფასოდ, თქვენი ფანი ვარო (იცინის). ეგ კარგია, მომწონს. ისე, ხალხი მაინცდამაინც არ მოდის და არ მიხსნის სიყვარულს (იცინის). პატარა ბავშვები მოდიან ხოლმე ავტოგრაფის გამოსართმევად, უფრო ზურგსუკან მესმის ხოლმე: ეს ის არის, „ნიჭიერში“ რომ მონაწილეობდაო. ხანდახან ასეთი ჭორიც მესმის – ეგ ამერიკიდან კი არა, სამეგრელოდან არის ჩამოსული და იტყუებაო.
– თვითონ რა მუსიკას უსმენ, რა ჟანრში გირჩევნია სიმღერა?
– ყველაფერს – როკს, ჯაზს, სოულს, არენდბის... დეიდაჩემის მუსიკალურ გემოვნებაზე ვარ გაზრდილი, განსაკუთრებით ბროდვეიზე ჰქონდა გართულება. რომ გავიზარდე, რეპზე გადავედი, ემინემზე ვგიჟდები! მომწონს რეპერი გოგო – ნიკი მენაჟი, მაგრამ ყველაზე უფრო ახლოს მაინც სოულია ჩემთვის.
– ლედი გაგა შენი კერპია?
– იცი რა? მომწონს ძალიან, ლედი გაგა ძალიან ჭკვიანი ქალია. ამერიკაში არიან გაგაზე ნიჭიერი მუსიკოსებიც, მაგრამ არ ჩანან, ამან კი იმდენი მოახერხა, მთელ მსოფლიოს მოაწონა თავი. თამამია და სკანდალური.
– შენ თქვი, მინდა ქართული ესტრადის ლედი გაგა გავხდეო. სჭირდება ჩვენს შოუ-ბიზნესს ახალი სისხლი?
– ნამდვილად სჭირდება. ზოგადად, ქართველი მომღერლები, ჩემი აზრით, თამამები არიან, მაგრამ ხალხი აკომპლექსებთ. ხალხს განსაკუთრებით ქართველ მომღერლებზე აქვს გართულება და ვერ ვხვდები, რატომ. მე, მაგალითად, არ ვარ შურიანი და როცა ადამიანი ნიჭიერია, ლამაზია, – შემიძლია აღვნიშნო. შეიძლება ლამაზმა გოგომ გაიაროს და ვთქვა, რა ლამაზია-მეთქი და ჩემმა მეგობარმა თქვას: ფუ, რას ჰგავსო. ამ დროს, რას ჰგავს, ნაღდად არ არის. ამიტომაა მომღერალი დაკომპლექსებული, არადა თამამი უნდა იყოს. სცენაზე შეიძლება, სკანდალურად გამოდიოდეს და ცხოვრებაში არ იყოს ასეთი. ეს ორი რამ ერთმანეთისგან განსხვავდება.
– შეძლებ ისეთივე სკანდალური და თამამი იყო ქართულ ესტრადაზე, როგორც ლედი გაგაა?
– კი, რატომაც არა (იცინის).
– ქართველ მომღერლებთან მეგობრობ?
– კი, ნოდიკო ტატიშვილი მომწონს ძალიან. სტამბულიდან ერთად ვიფრინეთ და იქ გავიცანი. დუეტი „ჯორჯია” ძალიან კარგია, ნინი ბადურაშვილი... ლელა წურწუმიას და რუსა მორჩილაძის მადლობელი ვარ ძალიან. ვგიჟდები რუსაზე, მაგარი ადამიანია. ნუნუ გაბუნია არის ჩემი ნათლია...
– ბებია და შენი იქაური მეგობრები თუ უყურებდნენ შენს გამოსვლას?
– კი და რჩევებსაც მაძლევდა ბებია. ამას წინათ, სკაიპით ველაპარაკე და მითხრა: ის ბავშვი მართლა ძალიან შემეცოდა, მაგრამ გამარჯვებას, ჩემი აზრით, უფრო სხვა იმსახურებდაო.
– ამერიკაში ქართული ტრადიციებით გზრდიდნენ?
– მთლად არა, მაგრამ მაინც არ დაგვიკარგავს ოჯახი, ნათესაობა რასაც ჰქვია. ბებიაჩემი ზედმეტად არაფერში მზღუდავდა და ამის დამსახურებაა ზუსტად, დღეს ორჯერ გათხოვილი რომ არ ვარ და სამ-სამი შვილი არ მყავს (იცინის). იცოდა, რომ დაეშალა, ჯიბრით უარესს გავაკეთებდი. მერე ჩემი ფული მქონდა, სამსახური, მანქანა და დამოუკიდებელი ვიყავი. 3 წელი ვიცხოვრე ჩემს შეყვარებულთან ერთად და მაშინ მივხვდი, რომ გათხოვება არ მინდოდა. მას კი უნდოდა, ცოლად გავყოლოდი. მე თვითონ დავშორდი. დღემდე მირეკავს, მთხოვს, დავუბრუნდე, მაგრამ არ მინდა. სხვათა შორის, ქართველი ბიჭები განსაკუთრებით მომწონს. ძალიან სიმპათიურები არიან – ვაჟკაცურები და თავმოყვარეები. ქართველ კაცს არ უყვარს, როცა ცოლი მასზე მაღლა დგას, ამერიკელისთვის კი ეს პრობლემა არ არის. მე და ჩემი შეყვარებული სანახევროდ ვიხდიდით ხოლმე რესტორანში დანახარჯს.
– თბილისში თუ ზიხარ საჭესთან?
– ვაიმე, არა! (იცინის). არც დავჯდები. 17 წლიდან ვატარებ მანქანას, მაგრამ თბილისში საშინელი „ტრეფიკია”. ყველა გიჟივით დადის, არ მინდა.
– აქ გყავს მოწონების კონკრეტული ობიექტი?
– კი, მაგრამ ერთი კონკრეტული კი არა, რამდენიმე მომწონს ერთად. სერიოზულად რომ დავფიქრდე ვინმეზე, ასეთი არ არის. შეყვარებულის გამოც კი ვერ ავიტან შეზღუდვებს, ვერც კარიერას დავთმობ. თუ ვუყვარვარ, იცის, რომ ასეთი ტიპი ვარ – ასე ვიცვამ და ასე მინდა.

скачать dle 11.3