კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო უთმობენ პირველი ჭიქის დალევას სუფრაზე ქეთი ჯურხაძეს მამაკაცები და შეიძლება თუ არა ადამიანის ხასიათის გამოცნობა ალკოჰოლისადმი დამოკიდებულებით



საქართველო რომ ვაზის ქვეყნადაა აღიარებული, ეს არახალია. აქ რომ ღვინის ტექნოლოგიაში კარგად ერკვევიან, ესეც სავსებით გასაგებია.  როგორც ღვინის დეგუსტატორი ქეთი ჯურხაძე ამბობს, ღვინო მოზარდივით ჭირვეულია, რომელსაც თუ სათანადოდ არ მიუდექი, ისე ვერ „გამოზრდი”, ვერც სიამოვნებას მიიღებ მისი დალევისას და ვერც მისი სამკურნალო შედეგებით იქნები კმაყოფილი. ქეთი იმდენად კარგად ერკვევა ალკოჰოლურ სასმელებში, რომ მამაკაცებიც კი ეკითხებიან მას ჭკუას.
ქეთი ჯურხაძე: სრულიად შემთხვევით, ჩემდა უნებურად, მოვხვდი ღვინის სამყაროში. ბავშვობიდან ექიმობაზე ვოცნებობდი, მაგრამ ბებია მყავდა ექიმი და დედამ რომ იცოდა, რა შრომატევადი და რთული პროფესია იყო, კატეგორიულად შეეწინააღმდეგა ჩემს ქირურგობას. ყველა ძალ-ღონე იხმარეს, რომ ამ ოცნებაზე უარი მეთქვა. მოკლედ, ჩავაბარე აგრონომიულზე და შემდეგ საბუთები ბიოლოგიურზე გადავიტანე. ერთ დღესაც, ოჯახის ახლობელმა შემომთავაზა ღვინის ქარხანაში ლაბორატორიის შექმნაში მიმეღო მონაწილეობა. სწორედ ამ ქარხანაში ჩატარდა პირველი დეგუსტაცია. იქ გერმანული ტექნოლოგიებით ხდებოდა ღვინის დაყენება და გერმანელ და ქართველ მეღვინეებთან ერთად მიწევდა მუშაობა. ბევრი რამ ვისწავლე მათგან. შემდეგ, სემინარებზეც ვიარე და იქიდანაც გარკვეული ცოდნა მივიღე. ბატონმა ნუგზარ ქსოვრელმა – მეღვინემ, ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში.
– მანამდე თუ სვამდი ღვინოს და თუ ერკვეოდი მის ვარგისიანობაში?
– მეგობრების წრეში, რასაკვირველია, დამილევია, მაგრამ მაშინ ღვინის ხარისხზე ნაკლებად ვფიქრობდი. არასდროს მხიბლავდა ღვინის სმა ყანწებითა და განსხვავებული სასმისებით, როგორც ეს ქართველებს უყვართ.
– ალბათ, მამაკაცებისთვის რთულია შენთან ერთად სუფრასთან სასმლის დალევა. არ მეთანხმები?
– მართალია, ყველა თვალებში მიყურებს (იცინის). ბევრი, რომ იგებს, ღვინის დეგუსტატორი ვარ, გაოცებას ვერ მალავს – ქალი და ღვინის დეგუსტატორიო (იცინის)?! ასე რომ, ქართველი მანდილოსნები უფრო კარგი, მკაცრი და რეალური შემფასებლები ვართ სასმლის, ვიდრე მამაკაცები. მეგობრებთან ან მეუღლის მეგობრებთან თუ მომიწია სუფრასთან ჯდომა, თავიდან, ყველა მე მიყურებს – აბა, როგორ დავლევ, რა რეაქცია მექნება, რა შეფასებას მივცემ სასმელს და მერე იწყებენ ქეიფს. ასე რომ, ღვინის არჩევა სუფრასთან ჩემი მოვალეობაა (იცინის).
სხვათა შორის, დაყენების დროს, ნაკლებად მეკითხებიან რჩევას. ხომ იცით, ქართველი კაცის ბუნება? მათ გამჯდარი აქვთ, რომ ღვინის ყველა ნიუანსი იციან, დარწმუნებულები არიან, რომ ამ საკითხში ყველა მაღალი დონის ექსპერტია. თუმცა, ვერც იმას დავიჩემებ, რომ ღვინის დაყენება უკეთ ვიცი, ვიდრე მისი გემოვნური თვისებები.
– საქართველოში რომ უნიკალური ვაზის ჯიშებია და საუკეთესო ღვინოები დგება, ეს უდავოა. თუმცა, ვერასდროს მოხვდა, მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების ათეულში. მათში რომელი ქვეყნის ღვინოები ლიდერობს?
– მსოფლიოს ღვინის საუკეთესო ათეულში ფრანგული ღვინოები ლიდერობს. მეღვინეობის ეტალონად მაინც საფრანგეთი ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ ყველა აღიარებს, რომ საქართველოში დაიწყო პირველად ვაზის მოჯიშება და ღვინის დაწურვა. თუმცა, საფრანგეთში ის ისე დახვეწეს, რომ რამდენად მტკივნეულიც არ უნდა იყოს, ისინი ამაში ნამდვილად გვისწრებენ. ეს ფაქტია. ასევე, საუკეთესო ათეულში შედის კალიფორნიული ღვინოც. ამ ათეულისთვის ღვინო ირჩევა მისი საუკეთესო თვისებების მიხედვით: ხასიათის, არომატის, გემოვნური თვისებების, დახვეწილობის, მოსავლიანობის და ასე შემდეგ. კონკრეტული წელი მოსავლიანობასთან კავშირშია და ის ღვინოს გარკვეულ არომატს სძენს. მაგალითად, საუკეთესო ფრანგულ ღვინოდ აღიარეს 2007-2008 წლის ღვინოები და ისინი მოხვდა სწორედ მსოფლიოს საუკეთესო ათეულის ლიდერულ პოზიციებზე. ამ წლებში, საფრანგეთის გარკვეული მხარისთვის, ძალიან კარგი პერიოდი იყო კლიმატის თვალსაზრისით.
მე ოპტიმისტი ვარ და მჯერა, ქართული ღვინო, ნამდვილად მოხვდება მსოფლიოს საუკეთესო ათეულში. სამწუხაროდ, საქართველოდან ფალსიფიცირებული ღვინოები გადიოდა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ეს ჩემი თვალით მაქვს ნანახი. შოკი მივიღე, როცა ვნახე „ქინძმარაული” – თეთრი, მშრალი ჩამოსხმის. ის რუსეთიდან მეგობარმა ჩამომიტანა. რომ გავხსენით და ვნახეთ მასში რა ესხა, მეორე შოკი მისმა გემომ დამმართა. სხვათა შორის, როცა ღვინის ქარხანაში ვმუშაობდი, მოსკოვიდან დაგვირეკეს და მოგვთხოვეს, აუცილებლად ჩამოგვესხა – თეთრი, მშრალი „ქინძმარაული”. უნდა გენახათ, როგორი კამათი გაცხარდა. ჩვენ ვუმტკიცებდით, რომ მსგავსი რამ წარმოუდგენელია, ისინი გვიმტკიცებდნენ, როგორ გეკადრებათ, აქ იყიდება და ძალიანაც მოგვწონსო (იცინის). აქვე გეტყვით, რომ მსოფლიოში საუკეთესო ღვინოდ აღიარებული სასმელი სულ რაღაც 67 დოლარი ღირს და აქ გათვლა გაკეთებულია, არა მის ღირებულებაზე, არამედ, მის გემოვნურ თვისებებზე. ეს ღვინო 980 ბოთლიღაა დარჩენილი და ის ფრანგული, 2007 წლის მოსავლისაა. მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული, 1935 წლის, ერთი ბოთლი  ღვინო კი აუქციონზე 50 000 ევროდ გაიყიდა და მისი მფლობელი გახდა ერთ-ერთი კოლექციონერი.
პირადად მე, როცა კარგ განწყობაზე ვარ, ცქრიალა, ნახევრად მშრალ, ხალისიანი გემოს ვარდისფერ, ან წითელ ღვინოს ვსვამ. განწყობას ნამდვილად უნდა შეუხამოთ ალკოჰოლური სასმელი. როდესაც ხალისიან განწყობაზე ვარ, შემიძლია, მამაკაცური „მუკუზანიც” კი გემრიელად მივირთვა. მერე რა, რომ ის, თუნდაც მისი სახელიდან გამომდინარეც, მამაკაცურ სასმელად არის აღიარებული (იცინის)? როცა ადამიანი კარგად ერკვევი ღვინოში და აკვირდები ვინ როგორი ტიპის ღვინოს სვამს, ადვილად მიხვდები ვის რა ხასიათი აქვს. მე ღვინის სმით სიამოვნებას ვიღებ. ისიც გასათვალისწინებელია, რა სახელწოდებისაა ღვინო. მაგალითად, ახალ ზელანდიაში ასხამენ ღვინოს, რომლის სახელწოდებაა – „ბუჩქზე კატის მოშარდული”. ეს ღვინო საკმაოდ ძვირი ღირს. ამ ღვინის სურნელს, ისინი კატის შარდის სუნს ადარებენ. ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. ღვინო იმიტომ მიყვარს, რომ მისგან სიამოვნება მივიღო და ასეთი სახელწოდების ღვინის სმა ჩემთვის შეურაცხმყოფელი უფროა, ვიდრე სასიამოვნო.

скачать dle 11.3